turebi.ge მომხმარებლის გვერდი
Turebi Ge

კაბადოკია - თურქეთის ზღაპრული კუთხე

კაბადოკია ცენტრალურ ანატოლიაში მდებარეობს. მთელს მსოფლიოში ცნობილია თავისი ზღაპრული ბუნებით, ვულკანური წარმოშობის, კოშკის ფორმის კლდეებით, გორემეს ეროვნული პარკით, კლდეში ნაკვეთი ქალაქებით და ძვ. წ. I ათასწლეულში დაარსებული მიწისქვეშა ქალაქებით.

საუკეთესო პერიოდი კაბადოკიის სანახავად გაზაფხული-შემოდგომის შუალედია, სწორედ ამ პერიოდში მას ტურისტების ყველაზე დიდი რაოდენობა სტუმრობს. ივლისის და აგვისტოს თვეებში საშუალო ტემპერატურა 32 გრადუსს აღწევს რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია წლის განმავლობაში. 

ტურები კაბადოკიის მიმართულებით შეგიძლიათ იხილოთ Turebi.Ge-ზე.

cappadokia, კაბადოკია

რაჯდებამოგზაურობაკაბადოკიაში?

ფასები განსხვავდება ტურისტული კომპანიების და ტურები მიხედვით. თუმცა მინიმალური თანხა, რომლითაც კაბადოკიაში შეგიძლიათ გამგზავრება 285ლარს შეადგენს.

რაშედისსაფასურში?

თითქმის ყველა ტურ-პაკეტის ღირებულება მოიცავს:

  • მგზავრობა;
  • სასტუმროში განთავსება;
  • კვება (ტურის მიხედვით);
  • გიდი;

რით დაკავდეთ კაბადოკიაში ?

მიწისქვეშა ქალაქები

პირველი რაც კაბადოკიის ღირსშესანიშნაობებიდან უნდა მოინახულოთ, მისი მიწისქვეშა ქალაქებია, არა ერთი ან ორი, არამედ 36! თავდაპირველად ისინი საცხოვრებელი მიზნით შეიქმნა, მოგვიანებით კი რომაელი ჯარისკაცების მიერ დევნილი  ქრისტიანების თავშესაფრად იქცა.

კაბადოკიის ყველაზე დიდი მიწისქვეშა ქალაქია კაუმაკლი, ის 8 სართულისგან შედგება, ტურისტებისთვის კი მხოლოდ 4 სართულია ღია. ეს ქალაქი ნამდვილი არქიტექტურული შედევრია ღვინის მარნებით, სათავსოებით, სავენტილაციო სისტემით, საძინებელი ოთახებით და ეკლესიითაც კი.

cappadokia, კაბადოკია

გორემი - მუზეუმი ღია ცის ქვეშ

გორემი ბიზანტიის იმპერიის ეპოქაში, დიდი სამონასტრო კომპლექსი იყო, სადაც ბერები მოღვაწეობდნენ. მე-17 საუკუნეში ის პილიგრიმულ ადგილად იქცა, დღეს კი როგორც ღია ცის ქვეშ არსებული  მუზეუმი ისე ფუნქციონირებს. აქ შეგიძლიათ იხილოთ ულამაზესი, კლდეში ნაკვეთი ეკლესიები, რომლებიც მე-9 საკუნითაც კი თარიღდება.

cappadokia, კაბადოკია

დარჩითკლდეშინაკვეთსასტუმროშიდაგამოცადეთისტორია

გაინტერესებთ როგორ ცხოვრობდნენ კაბადოკიაში ათასწლეულების მანძილზე? ბევრი კლდეში ნაკვეთი სასტუმრო გთავაზობთ ამ ტიპის გამოცდილებას. თუმცა დღეს ეს პატარა, ბუტიკ სასტუმროები, ვიზიტორებს სრულ კომფორტს და ფუფუნებას სთავაზობენ, მათ შორის თურქულ აბანოებს, სწრაფ ინტერნეტს, თანამედროვე აბაზანებს, კლდეში გამოკვეთილ თაღებს, პანორამულ ტერასებს და ადგილობრივი სამზარეულოს დელიკატესებს.

cappadokia, კაბადოკია

თურქულიღამეები

ტრადიციული თურქული ღამეები, დამღლელი დღის მშვენიერი დასასრულია. ტრადიციულ კოსტუმებში გამოწყობილი მოცეკვავეები, საუკუნოვან ცეკვებს ასრულებენ და წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებენ სტუმრებზე.cappadokia, კაბადოკია

გაისეირნეთ საჰაერო ბურთით

ბოლო, ყველაზე საინტერესო, საოცარი გამოცდილება, რასაც კაბადოკია გთავაზობთ საჰაერო ბურთით გასეირნებაა.  ხედი რომელიც ციდან იშლება დაუვიწყარ და განუმეორებელ მოგონებად იქცევა ყველა ტურისტისთვის.cappadokia, კაბადოკია

 

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
40 %
არა
27 %
გააჩნია მიმართულებას
33 %