turebi.ge მომხმარებლის გვერდი
Turebi Ge

ველო ტურიზმი საქართველოში

საქართველოში ბოლო პერიოდში ექსტრემალური ტურიზმის სხვადასხვა სახეობა ვითარდება. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ველო ტურიზმია. ჩვენი ქვეყნის რელიეფი და ბუნება ქართველ თუ უცხოელ ველომოყვარულებს სხვადასხვა სირთულის მარშრუტებს სთავაზობს. როგორია ველო ტურებზე მოთხოვნა და რამდენად განვითარებულია შესაბამისი ინფრასტრუქტურა საქართველოში? ველო ტურიზმის შესახებ Turebi.Ge-ის კითხვებს Georgian Extreme Ways-ს დამფუძნებელი, ბექა ირემაშვილი პასუხობს.

რამდენად მოთხოვნადია ველო ტურები საქართველოში? ვისგანაა მეტი მოთხოვნა - ქართველი ჯგუფებისგან თუ უცხოელი ტურისტებისგან?

მოთხოვნა მეტნაკლებად არსებობს, დროთა განმავლობაში იზრდება იქიდან გამომდინარე, რომ ზოგადად შიდა ტურიზმზე მოთხოვნა გაიზარდა, ასევე სათავგადასავლო და ექსტრემალურ ტურებზე, კონკრეტულად ველოტურებზე მოთხოვნაც. იქიდან გამომდინარე, რომ გარკვეულწილად Georgian Extreme Ways აქტიურად სთავაზობს უკვე მეშვიდე სეზონია დაგეგმილ ველოტურებს და ასევე ამ დროის განმავლობაში აქტიურად აწვდის საზოგადოებას როგორც ვიდეო, ასევე სოცქსელებით რეკლამას. უკვე გამოიკვეთა საზოგადოება საქართველოში, რომელიც უპირატესობას ველოტურიზმს ანიჭებს!

რომელ რეგიონებშია ამჟამად ველო-ტურების მოწყობა შესაძლებელი და რა სირთულის მარშრუტებია?

საქართველოს მრავალფეროვანი ლანდშაფტიდან გამომდინარე ველოტურების მოწყობა ყველა რეგიონშია შესაძლებელი. ასევე ყველა რეგიონში მოიძებნება სხვადასხვა სირთულის შესათავაზებელი გზები თუ ბილიკები.რა ტიპის ინფრასტრუქტურაა საჭირო ველო ტურიზმის განვითარებისთვის და რამდენად გვაქვს ასეთი ინფრასტრუქტურა საქართველოში?

საქართველოში გვაქვს ე.წ ველობილიკები ბაკურიანსა და გუდაურში, მაგრამ სამწუხაროდ მოუვლელი, ხშირ შემთხვევაში გასაწმენდი. ველო ინფრასტრუქტურა ველოტურიზმისთვის მოიაზრებს ველოპარკებს, რაც ძალიან დიდ თანხებთანაა სავარაუდოთ დაკავშირებული. საშველი ისევ ქართული ბუნების მრავალფეროვნებაა, სადაც მრავლად მოიძებნება ველოტურიზმისთის საჭირო ველო ბილიკები და გზები.

თქვენი აზრით, რომელ რეგიონს აქვს ყველაზე დიდი პოტენციალი ველო ტურიზმის განვითარებისთვის?

ყველაზე დიდი პოტენციალი ალბათ უფრო სამცხე ჯავახეთს, ქვემო ქართლს და, თუ ეროვნულ პარკებს გამოვყოფდით, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკს. ჩვენს შემთხვევაში, ყველაზე დიდი მოთხოვნა ამჟამად მიტარბის მარშრუტზეა.

რას ურჩევდით დამწყებ ველომოყვარულებს, რა უნდა გაითვალისწინონ უსაფრთხოებისთვის და რომელი მარშრუტებით სჯობს რომ დაიწყონ?

დამწყებ მოყვარულებს ვურჩევთ შეარჩიონ მოკლე დისტანციები და ნელნელა გაზარდონ მანძილი, ასევე სირთულე. აუცილებლად ატარონ დამცავი აღჭურვილობიდან მინიმუმ ჩაფხუტი და მინი აფთიაქი, თუ მარტო გადაადგილდებიან. ასევე ვურჩევდით მიიღონ საკმარისი რაოდენობის წყალი.

 

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
39 %
არა
28 %
გააჩნია მიმართულებას
33 %