turebi.ge მომხმარებლის გვერდი
Turebi Ge

ევერესტის საბაზო ბანაკი ტურისტებისთვის დაიხურა

ჩინეთმა ტიბეტში ევერესტის საბაზო ბანაკი ტურისტებისთვის დახურა.  იქ მოხვედრა შესაძლებელი იქნება მხოლოდ სპეციალური ნებართვის აღებით, თუმცა საშვების რაოდენობა შეზღუდულია. 2019 წლის ბოლომდე დაგეგმილია ხმოლოდ 300 ნებართვის გაცემა.

South China Morning Post -ის განმარტებით,   ამის აუცილებლობა  განაპირობა  ბანაკის ახლოს დიდი რაოდენობით ნაგვის დაგროვება, რის შედეგად  ტერიტორია გაწმენდას საჭიროებს. დასუფთავების კამპანიაში მონაწილეობას მიიღებს 200-მდე ადამიანი.  

ტურისტების რაოდენობის ზრდასთან ერთად ნაგვის დაგროვების პრობლემა უკვე რამდენიმე წელიწადია არსებობს. ოფიციალური წყაროებიდან ცნობილია, რომ მხოლოდ გასულ წელს ევერესტიდან დაახლოებით 9 ტონა ნაგავი გაიტანეს

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
47 %
არა
26 %
გააჩნია მიმართულებას
28 %