turebi.ge მომხმარებლის გვერდი
Turebi Ge

იტალია- ნებისმიერი ტურისტის საოცნებო ქვეყანაა.

იტალია- ნებისმიერი ტურისტის საოცნებო ქვეყანაა. მისი ნებისმიერი ქალაქის ყოველ კუთხეში უდიდესი ისტორიის მატარებელ შენობა-ნაგებობასა და ღირშესანიშნაობას იპოვით.

იტალია ხმელთაშუაზღვისპირა ქვეყანაა სამხრეთ ევროპაში, გრძელი სანაპირო ზოლით, რამაც უდიდესი გავლენა მოახდინა მის კულტურასა და სამზარეულოზე.

ქვეყნის დედაქალაქია რომი, რომელშიც არის პატარა სახელმწიფო ვატიკანი, ქალაქი ცნობილია მთელ მსოფლიოში თავისი მუზეუმებითა  და უძველესი შენობა-ნაგებობებით.

რომი - უზარმაზარი ინტერნაციონალური ქალაქი, რომლის ისტორია თითქმის სამი ათასი წლისაა. მისმა არქიტექტურამ და ხელოვნების ნიმუშებმა უდიდესი გავლენა მოახდინა მთელი მსოფლიო კულტურაზე.

ვენეცია - ქალაქი მდებარეობს 100-ზე მეტ პატარა კუნძულზე, ადრიატიკის ზღვის ლაგუნაში. აქ საერთოდ არ არის გზები, მოძრაობა ხდება მხოლოდ არხების გასწვრივ. ქალაქის ყველაზე "ცოცხალი" ნაწილია არის Grand Canal. მის გასწვრივ უამრავი  გოთური და რენესანსის სტილის სასახლეა განლაგებული. წმინდა მარკის მოედანი  ქალაქის მთავარი მოედანია. აქვეა წმინდა მარკის ტაძარი, რომელიც მორთულია ბიზანტიური სტილის მოზაიკებით და გადაჰყურებს ქალაქის ლამაზი  სახლების წითელ სახურავებს.

ფლორენცია - ტოსკანის, იტალიის რეგიონის დედაქალაქი, განთქმულია რენესანსის ხელოვნებისა და არქიტექტურის ნიმუშებით. ქალაქის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა დუომოს ტაძარია. ტაძრის გუმბათი  ბრუნელესკის მიერ არის დაპროექტებული,  სამრეკლო კი ჯოტოს მიერ. აკადემიის გალერეის ექსპონატებს შორის იმყოფება განთქმული "დავითის" ქანდაკება და მრავალი ისტორიული განძი.

მილანი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დიდი ქალაქია ჩრდილოეთ იტალიაში, რომელიც მდებარეობს ლომბარდიაში. მილანი ყველასათვის ცნობილია, როგორც დიზაინისა და მოდის მსოფლიო დედაქალაქი. განთქმულია თავისი მდიდრული რესტორნებითა და ბუტიკებით. ქალაქის მთავარი ღირშესანიშნაობები დუომოს ტაძარი და სანტა მარია დელე გრაციეს ტაძარი. ამ უკანასკნლეში შეგიძლიათ ნახოთ ლეონარდო და ვინჩის ცნობილი შედევრი "ბოლო ვახშამი".

 

 

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
საქართველოში
33 %
ევროპაში
28 %
აზიაში
2 %
თურქეთში
5 %
ეგვიპტეში
12 %
საბერძნეთში/კვიპროსზე
5 %
სახლში
16 %