turebi.ge მომხმარებლის გვერდი
Notice: Undefined variable: UB in /datastore/web/blog.turebi.ge/htdocs/libs/Functions.php on line 604

Notice: Undefined variable: UB in /datastore/web/blog.turebi.ge/htdocs/libs/Functions.php on line 618
title
Turebi Ge
სიახლეები date 07 ოქტომბერი 2019 count 183

მსოფლიო არქიტექტურის დღე

დღეს არქიტექტორების და არქიტექტურული შედევრების მოყვარულების დღეა -   მსოფლიო არქიტექტურის დღე, რომელსაც ისინი ოქტომბრის პირველ ორშაბათს აღნიშნავენ.

ეს დღესასწაული  არქიტექტორთა საერთაშორისო კავშირმა (International Union of Architects, UIA) დაარსდა შვეიცარიაში 1948წალს. თავდაპირველად, 1985 წელს  UIA - ს გამართულ შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ყოველწლიურად უნდა აღინიშნოს არქიტექტურის მსოფლიო დღე 1 ივლისს. 1996 წელს, არქიტექტორთა საერთაშორისო კავშირმა, ბარსელონაში მე –20 გენერალურ ასამბლეაზე მიიღო დადგენილება, რომ არქიტექტურის მსოფლიო დღე  ოქტომბრის პირველ ორშაბათს უნდა აღინიშნოს, დრო დაემთხვა ჰაბიტატის მსოფლიო დღეს ((World Habitat Day).

 

არქიტექტორთა საერთაშორისო კავშირი შეიქმნა მეორე მსოფლიო ომის დასრულებისთანავე.  მისი მიზანი იყო ომის  შედეგად  განადგურებული ქალაქების, დასახლებებისა და სამრეწველო საწარმოების  აღდგენის  პრობლემის მოგვარება. დღესდღეობით UIA  აერთიანებს ასზე მეტ ეროვნულ სექციასა და მილიონზე მეტ არქიტექტორს.

1950 წლისთვის დედამიწის მოსახლეობის მესამედი ცხოვრობდა ქალაქებში.  50 წლის  შემდეგ, ეს მაჩვენებელი ნახევრამდე  გაიზარდა და 2050 წლისთვის მაჩვენებელი ორ მესამედამდე გაიზრდება (6 მილიარდი). ამრიგად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქალაქებში კაცობრიობის ნახევარი ცხოვრობს.

ტრადიციულად, არქიტექტორები თავიანთ პროფესიულ დღესასწაულზე, , რომელიც ყოველწლიურად გარკვეულ კონკრეტულ თემას ეძღვნება , იკრიბებიან კონფერენციებზე, სადაც თავიანთი პრაქტიკული საქმიანობის პირობებსა და შედეგებს განიხილავენ. საუბრობენ არქიტექტურული განათლების პრობლემებზე და აწყობენ შემოქმედებით დისკუსიებს.

მსოფლიო არქიტექტურის დღეს იმართება გამოფენები, ფესტივალები და სხვა ღონისძიებები.

მსგავსი სიახლეები