ვაშლის და ნაციონალური გმირების დღე - 21 ოქტომბერი

ტრაფალგარის ბრძოლის დღე

 

ტრაფალგარის ბრძოლის დღე (Trafalgar Day) ) არის სამეფო საზღვაო ძალების გამარჯვების დღესასწაული, ვიცე-ადმირალ ჰორაციო ნელსონის მეთაურობით. ეს  იყო უდიდესი საზღვაო ბრძოლა XIX საუკუნის ნაპოლეონის მართველობისას ბრიტანეთის სამეფო ფლოტსა და ფრანგებისა და ესპანელების კოალიციურ ძალებს შორის.

 

ნაციონალური გმირების დღე იამაიკაზე

ნაციონალური გმირების დღე იამაიკაზე (National Heroes' Day in Jamaica) ყოველწლიურად აღინიშნება ოქტომბრის  ორშაბათს. ეს არის ქვეყნის ყველა ეროვნული გმირისა და მნიშვნელოვანი ისტორიული ფიგურის პატივისცემის დღე.

ნაციონალური გმირების ორდენი (Order of National Hero) ენიჭება იამაიკის მოქალაქეებს, რომლებსაც ქვეყნის წინაშე განსაკუთრებული დამსახურება აქვს .

 

ვაშლის დღე დიდ ბრიტანეთში

21 ოქტომბერს ან ამ თარიღთან უახლოეს შაბათ-კვირას, ინგლისში ტარდება ვაშლის დღე (Apple Day) - ყოველწლიური ღონისძიება ეძღვნება ვაშლებს, ხილს და ადგილობრივ ღირშესანიშნაობებს, რომელიც 1990 წლიდან საქველმოქმედო ორგანისაციის  Common Ground– ის მიერ  ორგანიზებულია.

ვაშლის დღე -  დღესასწაული და ბუნების მრავალფეროვნებისა და სიმდიდრის დემონსტრირება,  ასევე სტიმული და ნიშანი იმის, რომ ჩვენ შეგვიძლია გავლენა მოვახდინოთ გარშემო მიმდინარე ცვლილებებზე.

ვაშლის დღის აღნიშვნის იდეა იმაშია , რომ ვაშლი - ფიზიკური, კულტურული და გენეტიკური მრავალფეროვნების სიმბოლოა, რომელიც ადამიანმა არ უნდა დაივიწყოს.

 

სენორ დე ლორენის ფესტივალი პერუში

Señor de Luren– ის ფესტივალი პერუში, ქალაქ იკაში აღინიშნება ოქტომბრის მესამე კვირას.

იკაში, პერუს დედაქის ლიმას 300 კილომეტრის მოშორებით, გაიმართება რელიგიური მსვლელობა  ქალაქის მფარველის იესო ქრისტეს საპატივცემულოდ, რომელზეც იკრიბებიან ადგილობრივი მოსახლეობის და ტურისტების დიდი რაოდენობა. დღესასწაულის  ფარგლებში ტარდება ფერადი ბაზრობები, თამაშები და სხვა გასართობი ღონისძიებები.

 

 

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
საქართველოში
42 %
ევროპაში
22 %
აზიაში
6 %
თურქეთში
7 %
ეგვიპტეში
8 %
საბერძნეთში/კვიპროსზე
6 %
სახლში
10 %