შოპინგი, მარტოხელა კაცები, კომპიუტერის ვირუსი და პოლონეთის დამოუკიდებლობის დღე - 11 ნოემბერი

#365days #11ნოემბერი
გაიგე რას აღნიშნავენ ან რა მოხდა მსოფლიოში 11 ნოემბერს

 

შოპინგის მსოფლიო დღე

 

 

11 ნოემბერს მსოფლიოში საკმაოდ უცნაური დღესასწაული აღინიშნება - მსოფლიო შოპინგის დღე. თუმცა ჯერ-ჯერობით ის არ არის ოფიციალური და ფართოდ გავრცელებული.


ყველაფერი 2009 წელს დაიწყო, როდესაც ინტერნეტ-პლატფორმამ Alibaba Group-მა მარკეტინგული ხრიკი გამოიყენა სახელწოდებით „შოპინგის მსოფლიო დღე“. კომპანიამ თავის ყველა ინტერნეტ რესურსზე (aliexpress.com-ზეც) დააწესა 50%-იანი. ამის შემდეგ ყოველწლიურად ნებისმიერ მსურველს შეუძლია შეიძინოს მისთვის სასურველი ნივთი დიდი ფასდაკლებით.


მარტოხელა კაცების დღე ჩინეთში.

 


11 ნოემბერს ჩინეთში მარტოხელა კაცის დღეც აღინიშნება. მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის ოფიციალური დღესასწაული, ის მაინც ძალიან პოპულარულია, განსაკუთრებით ახალგაზრდებში. ამბობენ, რომ 1990-იანებში ერთ-ერთი უნივერსიტეტის ახალგაზრდები (მხოლოდ მარტოხელა ბიჭები) იკრიბებოდნენ ერთად დროის გასატარებლად. თანდათანობით ეს ტრადიცია მთელ ქვეყანაში გავრცელდა. 


დღესდღეობით ჩინეთში მარტოხელ კაცების დღე მარტოხელა მეგობრების წრეში აღინიშნება, თუმცა ხშირად 11 ნოემბერს აღნიშნავენ ლოზუნგით „მარტოხელა ცხოვრებასთან გამომშვიდოება“.

 

პოლონეთის დამოუკიდებლობის დღე

 


პოლონეთის დამოუკიდებლობის ანუ დამოუკიდებლობის ნაციონალური დღე (Narodowe Święto Niepodległości) 11 ნოემბერს აღინიშნება, როდესაც 1918 წელს  პოლონეთი გერმანისგან, რუსეთისა და ავსტრიისგან დამოუკიდებელი გახდა.


1918 წლის 11 ნოემბერს პირველი მსოფლიო ომი დასრულდა და პოლონეთი კვლავ გამოჩნდა მსოფლიო რუკაზე დამოუკიდებელი სახელმწიფოს სტატუსით. 


დამოუკიდებლობის დღესასაწაული ოფიციალური დასვენების დღეა, რომელიც დროშების აღმართით, პრეზიდენტის გამოსვლითა და სამხედრო აღლუმით აღინიშნება. მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა გასართობი ღონისძიება და კონცერტი იმართება.

 

კომპიუტერული ვირუსი

 


კომპიუტერული ვირუსი - კომპიუტერული პროგრამის ერთ-ერთი ნაირსახეობა, რომლისთვისას დამახასიათებელია თვითგამრავლება და გავრცელება ერთი კომპიუტერიდან მეორეზე. ეს დაინფიცირებული კოდია. 


1983 წლის 11 ნოემბერს სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის სტუდენტმა, ფრედ კოენმა შეადგინა პროგრამა, რომელსაც შეეძლო ვირუსული გამრავლებით კომპიუტერის დაინფიცირება. მომავალ წელს თვითონ კოენმა არა მხოლოდ განმარტა კომპიუტერული ვირუსების საშიშროება, არამედ აღწერა ანტივირუსული პროგრამების შექმნის შესაძლებლობაც.


პირველი არალაბორატორიული ვირუსი, სახელწოდებით „Brain” 1986 წელს პაკისტანში შეიქმნა და მას მხოლოდ დისკეტების დაინფიცირება შეეძლო. ხოლო პირველი ანტივირუსული პროგრამა 1988 წელს შემუშავდა. 

 

ორიგამის მსოფლიო დღე

 


11 ნოემბერს ორიგამის მსოფლიო დღე აღინიშნება. ეს დღე 1980 წელს ორიგამის იაპონური ასოციაციის მიერ დაწესდა. ეს დაკავშირებული იყო პირველი მსოფლიო ომის დასრულებასთან, რომელიც ოფიციალურად 1918 წლის 11 საათსა და 11 ზუთზე დასრულდა. ამ დღის სიმბოლო იაპონური ქაღალდის წერო გახდა.


ამის გარდა ოთხჯერ „1“-იანი, რომელიც ამ თარიღს ქმნის, ასოციირდება კვადრატის ოთხ მხარესთან, რომლისგანაც იქმნება ტრადიციული ფიგურები. 

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
41 %
არა
32 %
გააჩნია მიმართულებას
27 %