title
Turebi Ge

10 ადგილი, სადაც სურვილის ჩაფიქრება შეგიძლია

ყველა ადამიანს აქვს სანუკვარი ოცნება, მაგრამ ის, სამწუხაროდ, ყოველთვის არ სრულდება. ზოგიერთი ჩუმად თავისთვის ოცნებობს და არც კი ცდილობს აუხდენელი ოცნების რეალიზებას, ზოგიერთი კი ძალას არ იშურებს, რომ თუნდაც არაამქვეყნიური ძალების ჩარევით რამე გააკეთოს. გასაკვირი არ არის, რომ სხვადასხვა ეპოქაში ხალხი ჯადოსნურ ძალას მიაწერდნენ ამა თუ იმ ადგილს, იმ იმედით, რომ ის ოცნებებს აასრულებდა. 


დღეს წარმოგიდგენთ 10 ლეგენდას იმ ადგილებზე, სადაც ხალხი სურვილის ჩასაფიქრებლად მიდის.

 

გრინვიჩის ნულოვანი მერიდიანი (ლონდონი,ინგლისი)

 


გრინვიჩის ნულოვანი მერიდიანი (ლონდონი) ითვლება როგორც გეოგრაფიული გრძედის ათვლის წერტილად, ასევე დროითი სარტყლის ნულოვან ადგილად. აქედან გამომდინარე, არ არის გასაკვირი, რომ მას ძალიან ბევრ მისტიურ ლეგენდას უკავშირებენ.

 

ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად, გრინვიჩის ნულოვანი მერიდიანის ნიშანზე დადგომისას,  ადამიანის ცხოვრება ნულიდან იწყება. რა თქმა უნდა, ეს ადგილი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია სურვილების ჩასაფიქრებლად. თუ გინდათ, რომ ოცნება აგისრულდეთ, უნდა ისე დადგეთ, რომ ერთი ფეხი იდგეს მერიდიანის დასავლეთ ნაწილში და მეორე კი აღმოსავლეთში.

 

ტრევის შადრევანი (რომი, იტალია)

 


იტალიის დედაქალაქის, რომის უდიდეს შადრევანში მონეტის ჩაგდების ტრადიცია ძალიან დიდი ხნის წინ გაჩნდა, თუმცა პოპულარობა მხოლოდ გასული საუკუნის მეორე ნახევარში, კინოფილმის „სამი მონეტა შადრევანში“ გამოსვლის შემდეგ მოიპოვა. ითვლება, რომ ადამიანი ისევ დაბრუნდება რომში, თუ მისი ზურგიდან ნასროლი მონეტა მოხვდება შადრევანში. რა თქმა უნდა, ყველა არ ბრუნდება რომში, მაგრამ შადრევნის მონეტები მაინც ეხმარება ხალხს. საქმე იმაშია, რომ სპეციალურ მუშაკებს თითქმის ყოველდღიურად ამოაქვთ შადრევნიდან მონეტები და, საქველმოქმედო ფონებში აბარებენ. ამიტომ, რომში მოგზაურობისას აუცილებლად ჩააგდეთ მონეტა შადრევანში, თუ სურვილი არ ასრულდა, კეთილ საქმის გაკეთებაში მაინც წვლილს შეიტანთ. 

 

მჭევრმეტყველების ქვა (კორკის საგრაფო, ირლანდია)

 


გასაოცარია, თუ როგორ შეიძლება ჩვეულებრივი ქვა ტურისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულ ღირშესანიშნაობად იქცეს. ირლანდიაში, კორკის საგრაფოში ტარდება ექსკურსიები მჭევრმეტყველების (ორატორობის) ქვასთან,  რომელიც ბლარნის ციხე-სიმაგრის კედელში მდებარეობს. თუ ამ ქვასთან თავდაყირა დადგებით და აკოცებთ მას, მაშინ უფრო გამბედავი გახდებით საუბარებში.

 

წელიწადში ათასობით ადამიანი კოცნის ამ ქვას, იმედით, რომ გახდება შესანიშნავი ორატორი, მწერალი ან პოლიტიკოსი. ამჟამად ეს ქვა ერთ-ერთ ყველაზე ჭუჭყიან და სხვადასხვა დაავადების გადამდებ არტეფაქტად ითვლება, მაგრამ ამის მიუხედავად, მაინც ძალიან ბევრი ადამიანი მზადაა გარისკოს. თქვენ აკოცებდით ამ ქვას?

 

გოდების კედელი (იერუსალიმი, ისრაელი)

 

 


გოდების კედელი (ისრაელი) სურვილის ჩასაფიქრად ყველაზე პოპულარული ღირშესანიშნაობაა, რომელიც ებრაელებისთვის წმინდათაწმინდა ადგილად ითვლება. ამბობენ, რომ თუ კედელში, ქვების შორის ჩამალავ წერილს სურვილით, ღმერთი აასრულებს თქვენს თხოვნას. ამასთან ერთად, არსებობს გარკვეული წესები, რომელთა თანახმად, ყველა ჩაფიქრებული სურვილი ვერ ასრულდება. მაგალითად, თუ სთხოვთ ღმერთს, რომ ნაწყენმა ადამიანმა გაპატიოთ, მაშინ  სურვილი არ ასრულდება. ითვლება რომ პატიება პირადად იმ ადამიანს უნდა სთხოვოთ.

 

ფუნდურას, სკარაბეუსის ქანდაკება (ლუქსორი,ეგვიპტე)

 


სკარაბეუსი, ფუნდურა ხოჭო ძველ ეგვიპტეში მზის ღვთაების გამოვლინებად ითვლებოდა. ეგვიპტელებმა მოიფიქრეს მთელი რიტუალი სურვილის ჩასაფიქრებლად, რომლის ასრულებისთვის ქანდაკებას საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით რამდენჯერმე უნდა მოუაროთ. შვილი თუ არ გიჩნდებათ - 9-ჯერ უნდა შემოარტყათ წრე, გასათხოვარმა გოგოებმა 3ჯერ უნდა მოუარონ,  თუმცა ქანდაკების ირგვლივ 7 წრე საერთოდ ნებისმიერ სურვილს აგისრულებთ. ამავდროულად, წრეების დარყმისას, უნდა იფიქროთ მხოლოდ სურვილის ასრულებაზე.

 

კედელი ღვთისმშობლის სახლთან (ეფესო, თურქეთი)

 


თუექეთში სურვილების ასრულების ეს პოპულარული ღირშესანიშნაობა, VII საუკუნეში აშენებულ პატარა სახლს წარმოადგენს. ტურისტებს სულაც არ ანაღვლებს ის ფაქტი, რომ ეს სახლი ღვთისმშობლის სიკვდილიდან 7 საუკუნის შემდეგ ააგეს. სახლთან არის სურვილების კედელი, რომელზედაც სპეციალური ლენტებისთვის განკუთვნილი ბადეებია დამონტაჟებული. ითვლება, რომ სურვილი ასრულდება თუ ბადეზე მიაბავ ლენტას ან რამე პატარა ნაჭერს.

 

მარის ხიდი (პარიზი,საფრანგეთი)

 


პარიზი - სიყვარულის დედაქალაქი. აქ ჩამოდის უამრავი წყვილი, რომლებსაც სჭირდებათ რომანტიკა. თუ გსურთ, რომ თქვენი გრძნობები სამუდამოდ გაგრძელდეს, გაემგზავრეთ ნავით მდინარე სენიზე  და აკოცეთ საყვარელ ადამიანს პონ-მარის (მარის ხიდის) ქვეშ.

 

კარლის ხიდი (პრაღა, ჩეხეთი)

 


კარლის ხიდი შუა საუკუნეების ნამდვილი არქიტექტურული შედევრია. 520 მეტრის სიგრძის გიგანტური ხიდიდან პრაღაზე არაჩვეულებრივი ხედი იშლება. ხიდზე არის ათობით ფიგურა წმინდანების გამოსახულებით. სურვილის ჩასაფიქრებლად თქვენ უნდა იპოვოთ წმინდა იოანეს  ფიგურა. (ლეგენდის თანახმად ის ხიდიდან წყალში გადააგდეს). ფიგურის ქვეშ  მოოქროვილი ჯვარია. ერთ ხელს დებთ ჯვარზე, მეორეთი კი ეხებით ფიგურას და შეგიძლიათ ჩაიფიქროთ სურვილი.

 

ფულის მუხა (მარის კუნძული, შოტლანდია)

 


სანამ ზოგიერთი სიყვარულზე, ჯამრთელობასა და ბავშვებზე ოცნებობს, დანარჩენები ფულზე და სიმდიდრეზე ფიქრობენ. თუ ფულზე ფიქრი არ გასვენებთ, მაშინ უნდა გაემგზავროთ შოტლანდიაში და ჩაიფიქროთ სურვილი ფულის მუხასთან. ამისთვის საჭიროა ხის ქერქში შეაძვრინოთ მონეტა. საწყალმა ხემ უკვე დიდი ხანია დაკარგა თავისი ბუნებრივი სილამაზე და თავიდან ბოლომდე არის ხურდებში „ჩაცმული“.

 

შვიდი წყარო (როდოსის კუნძული, საბერძნეთი)

 


წყალსაცავი, რომელსაც „შვიდ წყაროს“ უწოდებენ, მდებარეობს საბერძნეთში, როდოსის კუნძულზე. ბუნების ამ საოცრებასთან ახლოს იპოვით ვიწრო და გრძელ გვირაბს. თუ ადამიანს სურს ყველა ცოდვის მონანიება, მან უბრალოდ ფეხშიშველამ უნდა გაიაროს გვირაბი.


 

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
საქართველოში
36 %
ევროპაში
29 %
აზიაში
5 %
თურქეთში
4 %
ეგვიპტეში
9 %
საბერძნეთში/კვიპროსზე
5 %
სახლში
12 %