ევროპის შუაგული, რატომ უნდა მოინახულოთ ვილნიუსი

ევროპის შუაგულში მდებარე ლიეტუვას დედაქალაქი ვილნიუსი, ევროპის გეოგრაფიული ცენტრიდან სულ რაღაც 26 კილომეტრშია.

 


ვილნიუსის ძველი უბანი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში არის შეტანილი და მოიცავს შუასაუკუნის 2000-ზე მეტ გოთიკური, რენესანსის და ბაროკოს სტილის შენობა-ნაგებობებს.  


პირველ რიგში აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ლიეტუვას დედაქალაქში გახსნილია Kartvelu Street საქართველოს (ქართველების) ქუჩა და თბილისის სახელობის სკვერიც არსებობს. ამავდროულად, ლიტვურ ენაში ოფიციალურად საქართველოს დასახელებად გამოიყენება Sakartvelas.


ვილნიუსის სიამაყეა 1579 წელს დაარსებული უნივერსიტეტი, რომელიც ერთ-ერთი უძველესია ევროპაში. ქალაქში მდებარეობს „უჟუპისის რესპუბლიკა“, რომელიც 1997 წელს ადგილობრივმა მოსახლეობამ ცალკე რესპუბლიკად გამოაცხადა. მას თავის დროშა, კონსტიტუცია და პრეზიდენტიც კი ყავს. აქაურობა მხატვრების და ხელოვნების ხალხის უბნად ითვლება და შედარებულია პარიზის მონმარტრთან.

 


ვილნიუსში რეალურად ძალიან ბევრი ღირშესანიშნაობაა, რომლის მოსანახულებლად რამდენიმე დღე არ არის საკმარისი. გთავაზობთ ყველაზე პოპულარულ ადგილებს:
მარშრუტი დაიწყეთ კათედრალური მოედნიდან - თანამედროვე ვილნიუსის ცენტრიდან, სადაც მდებარეობს წმინდა სტანისლავის და ვლადისლავის კათედრალი და თავადების სასახლე. აქედან შეგიძლიათ გადახვიდეთ ლიეტუვას ნაციონალურ მუზეუმში და ნახოთ ქალაქის მთავარი ღირშესანიშნაობა - გედიმინის კოშკი, რომელიც შუასაუკუნეების უძველესი ციხის ნანგრევებია. აქედან ულამაზესი ხედი იშლება მთელ ქალაქზე.

 


დღის განმავლობაში შეგიძლიათ დაისვენოთ ქალაქის ბოტანიკურ პარკში. საღამოს კი შეგიძლიათ გაისეირნოთ გედიმინის პროსპექტზე, სადაც მშვენივრად გაერთობით შოპინგით და დააგემოვნებთ ახლადჩამოსხმული ლუდს.

 


თუ ვილნიუსში რამდენიმე დღის გატარებს აპირებთ, მაშინ უნდა ნახოთ ისტორიული ცენტრი, დაათვალიეროთ უნივერსიტეტი, პრეზიდენტის სასახლე, რომელიც ამჟამინდელი პრეზიდენტის ოფიციალური რეზიდენციაა. პრეზიდენტის სასახლის გვერდით წმინდა ჯვრის მონასტერია, რომელიც, ლეგენდის თანახმად, აშენებულია ფრანცისკანელთა მონასტრის ადგილას. სხვა პოპულარულ ღირშესანიშნაობებს შორის არის KGB (სსრკ-ის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი) მუზეუმიც, რომელიც საბჭოთა კავშირის დროინდელ ციხეში მდებარეობს.

 

 


ტურისტებში საკმაოდ პოპულარული ადგილია - ლიტერატუს ქუჩა. ეს სულ 140 მეტრის სიგრძის ქუჩა ერთ-ერთი უძველესია ქალაქში, აქ ძველ დროს წიგნების მაღაზიები მდებარეობდა. ამჟამად ეს ეს უბრალოდ ვიწრო ქუჩაა, რომელიც წმინდა მიხეილის ეკლესიისკენ მიგიყვანთ. 

 


და ბოლოს, ვილნიუსის ღირშესანიშნაობების სია გვინდა დავასრულოთ რატუშის (საქალაქო საბჭოს შენობა) მოედნით. ეს არის ერთ-ერთი უძველესი, სამკუთხედის ფორმის მოედანი. მოედნის მსგავსი ფორმა სავაჭრო მარშრუტების გადაკვეთის გამო შეიქმნა. აქ საკვანძო  შენობაა რატუშა, და თვითონ მოედანზე კონცერტები და სხვადასხვა სადღესასწაულო ღონისძიებები იმართება ხოლმე.

 

ტურები ვილნიუსის მიმართულებით: ვილნიუსი


 

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
41 %
არა
32 %
გააჩნია მიმართულებას
27 %