title
Turebi Ge

ევროპაში იაფი ფრენები შეიძლება გაქრეს?!

ევროკავშირის რამდენიმე ქვეყნის მთავრობამ უკვე გამოაცხადა, რომ მალე ავიაკომპანიებისთვის შემოიღებენ ე.წ. ეკო-გადასახადს. 2020 წელს გადასახადი ძალაში შევა გერმანიასა და საფრანგეთში, 2021 წელს- ჰოლანდიაში. თუმცა შვედეთში ის 2018 წლიდან უკვე მოქმედებს.

 

2019 წელი ყველას დაამახსოვრდება, როგორც წელი, როდესაც ავიაკომპანიებს აკრიტიკებდნენ გარემოსთვის მიყენებული ზიანის გამო. ევროკომიის მონაცემებით, ბიუჯეტური (ლოუკოსტერი) Ryanair პირველი ავიაკომპოანია გახდა, რომელიც ევროკავშირში ატმოსფეროს ნაბინძურების ტოპ-ათეულში შევიდა. 

ევროკომიტეტის მიერ სექტემბერში გამოქვეყნებული პროგნოზის მიხედვით, 2050 წლისთვის ზუსტად თვითმფრინავი იქნება გარემოს დაბინძურების ძირითადი წყარო. ამასთან დაკავშირებით, დიდ ბრიტანეთს გამონაბოლქვის შემცირების გეგმის შემუშავება შესთავაზა. ამ გეგმას საკმაოდ ამბიციური მიზანი აქვს - დაბინძურების ნულამდე მიყვანა.

 

მთავარი ინსტრუმენტი, რომელიც მომავალში აიძულებს თვითმფრინავების მწარმოებელ კომპანიებს  ნაკლებად „მავნე“ თვითმფრინავების შექმნას და ავიაკომპანიებს კი მათ ყიდვას  - ეკო-გადასახადია. ეს არ იქნება ახალი გადასახადი, არამედ არსებულის ზრდა, რომელშიც გათვალისწინებული იქნება ეკო-შემადგენელიც.


საინტერესოა, რომ „გარემოს დაბინძურების გადასახადი“ უკვე ბევრ ქვეყანაში მოქმედებს,  როგორც წესი ის საწვავის ფასში შედის. დანიაში ის შემოიღეს ჯერ კიდევ 1992 წელს. ახლა მსგავსი გადასახადი უკვე 27 ქვეყანაში არსებობს: აშშ-ს სამ შტატში და კანადის რამდენიმე პროვინციაში, ევროკავშირის წევრ ბევრ ქვეყანაში, სამხრეთ კორეაში, იაპონიაში, სინგაპურში, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში. ამ სიაში ეგზოტიკური ქვეყნებიც შევიდნენ, როგორიცაა ზიმბაბვე და კოსტა რიკა. 


წინასწარი პროგნოზით, გერმანიაში ახლო მანძილის ფრენებზე (2.5 ათასი კმ) ფასი 7.5 ევროს ნაცვლად 13.03 ევრო გახდება. საშუალო მანძილის ფრენებზე (6 ათას კმ-მდე) – 23.4 ევროს ნაცვლად -  33 ევრო, ხოლო ხანგრძლივ რეისებზე ფასი 42.1-დან 59.4-მდე გაიზრდება. საფრანგეთში შიდა რეისებზე ბილეთი 1.5 ევროთი გაიზრდება, ხოლო საერთაშორისო ფრენებზე ეკონომ კლასისთვის 3 ევროთი, ხოლო ბიზნეს კლასისთვის 9 ევროთი. მსგავსი ზრდა ელოდება ევროკავშირის სხვა ქვეყნებსაც. 


ევროკომისია არც მალავს იმ ფაქტს, რომ საბოლოო მიზანი ტრადიციული საჰაერო მოგზაურობის მოთხოვნის შემცირებაა, სანამ არ გამოჩნდება ელექტრონული თვითმფრინავები. თუმცა ხვდებიან, რომ ეს თეორიულად შესაძლებელია, თუმცა არა ახლო ათწლეულებში. 

 

ბუნებრივია, საერთაშორისო საავიაციო ლობი ამ ყველაფერს მაქსიმალურად ეწინააღმდეგება. Ryanair-ის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, ჰაერის დაბინძურებაში თვითფრინავების წილი მხოლოდ 2% არის. ტოპ-მენეჯერი აცხადებს, რომ უფრო სწორი იქნებოდა ისეთ ტექნოლიგიების განვითარება, როგორიცაა  ეკომონიური ძრავები და თვითმფრინავების ალტერნატიული საწვავი. 


Air France-ის წარმომადგნელმა კი განაცხადა, რომ ეს გადასახადი შიდა ფრენებს საგრძნობლად შეამცირებს. ავიაკომპანიამ საფრანგეთის ხელისუფლება დაადანაშაულა, რომ ისინი ერევიან თავისუფალ კონკურენციაში და სხვა ტრანსპორტის საშუალებებს ხელოვნურ უპირატესობას უქმნიან, და სულაც არ ზრუნავენ გამონაბოლქვის შემცირებაზე. 


ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები და ამასთანავე საინტერესოა, რომ საერთაშორისო ექსპერტებმა უკვე გამოაცხადეს 2020 წლის ტრენდებში სარკინიგზო ხაზების განვითარება და მატარებლების პოპულარობის გაზრდა. 

 


 

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
საქართველოში
41 %
ევროპაში
25 %
აზიაში
6 %
თურქეთში
4 %
ეგვიპტეში
9 %
საბერძნეთში/კვიპროსზე
5 %
სახლში
10 %