title
Turebi Ge

ახალი წელი აზიაში: საუკეთესო ადგილილები ახალი წლის შესახვედრად

ფეიერვერკები სანაპიროზე, კოქტეილები, ცოცხალი და მხიარული ქუჩის წვეულებები, ცეკვები და მედიტაციები, მუზეუმი და გამოფენები - გთავაზობთ რამდენიმე იდეას, თუ როგორ შეიძლება გაატაროთ საახალწლო არდადეგები აზიაში.

 

ხმაურიანი დასვენება

 


დავიწყებთ პატარა ქალაქით. ლეგიანით, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია ბალიზე (ინდონეზია). აქ წარმოუდგენელი ადგილებია სერფინგისთვის, სანაპიროები მარგალიტისფერი ქვიშით, კლუბები, შოპინგი და რესტორნები. ეს ადგილი იზიდავს როგორც მდიდარ ტურისტებს, ასევე იმათაც, ვისაც შეზღუდული ბიუჯეტი აქვთ. ქალაქში უამრავი ძვირადღირებული სასტუმროა, რომლებიც დამსვენებლებს მრავალფეროვან საახალწლო პროგრამას სთავაზობს. აქ საახალწლო დღე შეგიძლიათ დაიწყოთ მედიტაციით, შუალედში დალიოთ ქოქოსის ან ლიმონის წყალი. დილის მსუბუქი საუზმის შემდეგ სტუმრების ნაწილი სერფინგის დაფებს იღებს და ზღვაში გადის, ნაწილი უბრალოდ სანაპიროზე ირუჯება, დანარჩენები კი გამაჯანსაღებელ ცენტრში სხვადასხვა დამამშვიდებელ პროცედურებში ატარებს დროს. საახალწლო საღამო ბალის ცეკვებით, კონცერტითა და გალა-ვახშმით იწყება. ღამე კი გვირგვინდება ვარსკვავების ქვეშ ცეკვებითა და წარმოუდგენელი ფოიერვერკებით. აქ შეუძლებელია ღამის მშვიდად გატარება, გახსნილია უამრავი ბარი და კლუბი, სადაც შეგიძლიათ დილამდე გაატაროთ ხმაურიანი და მხიარული დრო.

 

სულიერი დასვენება


თუ არ გიყვართ ხმაურიანი დასვენება, შეგიძლიათ გაემგზავროთ Jimbaran Bay-ზე (ინდონეზია), რომელიც იდეალურია ბავშვებთან ერთად დასვენებისთვის. მაგრამ ყველაზე მეტად შეიძლება დაგაინტერესოთ ინდოელ ბერთან გასაუბრება. Four Seasons Jimbaran Bay-ის ტერიტორიაზე არის პატარა კერძო ტაძარი. აქ შეგიძლიათ თავისუფლად გაიცნოთ ბერი, რომელიც მოგიყვებათ, თუ რატომ ცხოვრობენ  ცხოველები და ფრინველები ადამიანზე უფრო გააზრებულად, როგორ მიხვდეთ ღვთის ნიშნებს. ბოლოს კი მედიტაციასაც შემოგთავაზებთ.

 


უფრო ღრმა მედიტაციისთვის შეგიძლიათ გაემგზავროთ პატარა ქალაქში ჩიანმაიში, ბანკოკის ჩრდილოეთით, რომელიც განთქმულია თავის ულამაზესი პეიზაჟებითა და მონასტრებით. Wat Phan Tao-ის მონასტერში უზარმაზარი სალოცავი დარბაზია, რომელშიც განსაკუთრებული სილამაზის ოქროს ბუდას გამოსახულება ინახება. საახალწლო  მედიტაციის დროს ეს უზარმაზარი დარბაზიც კი ვერ იტევს ხალხის რაოდენობას და ბევრს ტაძრის ეზოში უწევს ახალი წლის შეხვედრა.აქ საახალწლო მედიტაციის შემდეგ მთავარი ბერი ყველას ულოცავს ახალ წელს, რის შემდეგ ასობით ადამიანი ზუსტად შუაღამისას დიდ ქაღალდის ფანრებს ცაში უშვებს. 

 

კულინარიული დასვენება

 


მსოფლიოში არავინ არის ასე დამოკიდებული კვებაზე როგორც სინგაპურელები. ყველაზე ცხარე კამათიც კი აქ საჭმლის გამო ხდება. „უბრალოდ აქ სხვა ვერაფრით გაერთობი“,- ასე იცინიან აქაური მაცხოვრებლები. მალაიზიის, ინდოეთისა და ჩინეთის ტრადიციების სპეციფიკური მიქსი აქაურებს მრავალრიცხოვან კულინაური ექსპერიმენტებზე შთააგონებს. ამის შედეგი კი ისეთი კერძებია, როგორიც ჩილი კიბორჩხალებით, ფრინველისა და ზღვის პროდუქტების მიქსი, კიტრისა და ანანასის სალათი  და სხვა. ეს ყველაფერი შეგიძლიათ გასინჯოთ Lau Pa Sat-ის ბაზარში. თუ ბაზარში დეგუსტაზია არ გხიბლავთ, მაშინ შეგიძლიათ ეწვიოთ  უამრავ რესტორანსა და კაფეს, სადაც დააგემოვნებთ აქაურ ტრადიციურ და ექსპერიმენტალურ კერძებს.

 

 

გამაჯანსაღებელი დასვენება

 

 


ტაივანი - ჯერ არც თუ ისე პოპულარული მიმართულებაა. მაგრამ ბოლო დროს აქ საგრძნობლად ვითარდება პირობები გამაჯანსაღებელი დასვენებისთვის. ტაიბეისგან არც თუ ისე შორს არის ცნობილი Beitou Hot Spring ცხელი წყლები,  ჯერ-ჯერობით ისინი მხოლოდ აზიელებს შორის არის პოპულარული, თუმცა ევროპელების მოზიდვასაც აპირებენ. აქაური გეოთერმული წყაროები რამდენიმე აქტიური ვულგანის შედეგად წარმოიშვა. წარმოუდგენელი ბუნება და თბილი წყალი წლის ნებისმიერ დროს სასიამოვნო დასვენების ატმოსფეროს ქმნის.

 

კულტურული დასვენება

 


თქვენ ალბათ გსმენიათ ფრაზა: „ქალაქი, რომელსაც არასოდეს სძინავს“ - მაგრამ ამჯერად ჩვენ არ ვსაუბრობთ ნიუ-იორკზე. დღეს, აზიის ყველაზე პოპულარული და მოდური დედაქალაქი სეულია. ეს ქალაქი იზიდავს არა მარტო კოსმეტიკისა და სერიალების მოყვარულეებს. მისი კულტურული ღირსშესანიშნაობები ამოუწურავია და აქ ყოველდღე რაღაც ხდება. ცნობისმოყვარე ტურისტებს სელულშო ელოდება 5 სამეფო სასახლე  (აუცილებლად უნდა მოინახულოთ Gyeongbokgung და Changdeokgung), 100-ზე მუზეუმი,  რამოდენიმე უზარმაზარი საგამოფენო ცენტრი და 50-ზე მეტი ტრადიციური ბუდისტური ტაძარი. 

 

ART დასვენება

 


სინგაპურიდან სიდნეიამდე სულ რაღაც 8 საათში შეგიძლიათ ჩახვიდეთ. თანამედროვე მხატვრული ხელოვნების მოყვარულეებს სიდნეიში დაუვიწყარი ახალი წელი ელით. დილა შეგიძლიათ დაიწყოთ თანამედროვე ხელოვნების გალერეების მონახულებით. მათგან ყველაზე ცნობილია The Art Gallery of NSW, რომელიც მდებარეობს ბოტანიკური ბაღის მახლობლად და The Museum of Contemporary Art Australia, რომელიც სიდნეის ყველაზე ძველ უბანში „The Rocks“-ში, ზუსტად ოპერის პირდაპირ არის. გალერეებში შესვლა ნებისმიერ მსურველს სრულიად უფასოდ შეუძლია. აქაურობა ყველაზე მრავალფეროვან კოლექციებს გვთავაზობენ კლასიკური ევროპული მოდერნიდან დაწყებული თანამედროვე პროექტებითა და აბორიგენების ხელოვნებით დამთავრებული. 


სიდნეიში წინასაახალწლო საღამო შეგიძლიათ გაატაროთ  ოპერაში მდებარე რესტორანში, ახალი წლის ღამეს კი გამოხვიდეთ აქვე მდებარე ტერასაზე და დატკბეთ ავსტრალიაში ყველაზე ცნობილი საახალწლო ფოიერვერკების ხილვით.

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
A. ხშირად მივმართავ
0 %
B. საერთოდ არ მივმართავ
33 %
C. არც ისე ხშირად მივმართავ
67 %