სად დავისვენოთ ევროპაში იანვარში?

თუ ჯერ კიდევ არ გაქვთ გადაწყვეტილი სად დაისვენოთ იანვარში, ჩვენ მოგიყვებით ევროპის იმ ქალაქებზე - სადაც შეგიძლიათ დატკბეთ ზამთრის სუსხით, სადაც შედარებით თბილა, საინტერესო ღონისძიებები იმართება და, შედარებით, ნაკლები ტურისტებია.

 

პრაღა

 


პრაღა იანვარში შედარებით თბილია. აქ ჰაერის ტემპერატურა +2.. -1 გრადუსის შუალედშია. ქალაქში სასეირნოდ დაგჭირდებათ თბილისი ტანსაცმელი და აუცილებლად ქუდი და ხელთათმანები.

 
თოვლიან დღეებში თქვენ შეგიძლიათ გახვიდეთ ძველი ქალაქის ვიწრო ქუჩებში და დაათვალიეროთ მუზეუმებიც. ზამთარში პრაღაში ტურისტების ნაკადი კლებულობს, ამიტომაც ბარები და რესტორნები შედარებით დაცარიელებულია. ნებისმიერ კაფეში თქვენ შეგიძლიათ დააგემოვნოთ ჩეხური ლუდის უამრავი ნაირსახეობა, მოიწყოთ ექსკურსიები და დაკავდეთ შოპინგითაც.

 

სტამბოლი

 


იანვარში სტამბოლში არამდგრადი ამინდია. დღისით თითქოს თბილა +13 არის, მაგრამ, საქმე საქმეზე რომ მიდის, ყინავს და მზიანი დღეების ნაკლებობაა. სტამბოლში თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ ჩახვიდეთ საშოპინგოდ და დაათვალიეროთ უზარმაზარი აღმოსავლური ბაზარი. შეხვიდეთ ცნობილ აია-სოფიას ტაძარში, ცისფერ მეჩეთში და მოინახულოთ დიდებული სასახლეები.

 

რომი

 


გაინტერესებთ ევროპის რომელ ქალაქში თბილა იანვარში? რომში იანვრის ამინდი წააგავს ოქტომბრის ბოლოს. დილაობით აქ გრილა +7 გრადუსია, ხოლო დღისით +11- +13 გრადუსია. შუა ზამთარში აქ ბევრი მზიანი დღეა და ნალექები წვიმის სახით თუ შეგაწუხებთ.


როგორც ვიცით, რომი ზუსტად ის ქალაქია, რომელიც იანვარში უნდა მოინახულოთ. ეს ხომ ღია ცის ქვეშ ნამდვილი მუზეუმია. არქიტექტურული შედევრებით ტკბობა ნამდვილად არ მოგწყინდებათ. 

 

ბერლინი

 


იანვარში ბერლინში ნამდვილი ზამთარია. აქ შეგიძლიათ მოხვდეთ „სამი მეფის დღეზე“, რომელიც 6 იანვარს იმართება. შეგიძლიათ გაისეირნოთ ბერლინის ცენტრალურ მოედნებზე, დაათვალიეროთ მუზეუმები. შოპინგის მოყვარულებისთვის იანვარი იდეალური პერიოდია ბერლინში ჩასასვლელად, ვინაიდან ზუსტად ამ დროს აქ ფასდაკლებების სეზონი იწყება.

 

მილანი

 


მილანში იანვარი შედარებით თბილია, ჰაერი სუფთაა, დღეები მზიანია და იტალიურ გაზაფხულამდე სულ ცოტა დრო რჩება. მილანში სეირნობის გარდა რით უნდა გაერთოთ? რათქმაუნდა იშოპინგოთ. ამის გარდა მსოფლიოში ცნობილ ოპერაში წახვიდეთ და მილანის საკათედრო ტაძარში, დუომოში შეხვიდეთ. ამის გარდა შეგიძლიათ ექსკურსიებზე გახვიდეთ ქალაქის შემოგარენებშიც. 

 

ბარსელონა

 


გაინტერესებთ სად გათბეთ იანვარში? ამისათვის აუცილებლად კატალონიის დედაქალაქი, ბარსელონა მოინახილეთ. ბარსელონას ზამთარი რბილ და მზიან გაზაფხულს მოგაგონებთ. აქ დღისით ტემპერატურა +14 გრადუსია და წვიმა თითქმის არ იცის. 


ზაფხულში სიცხის გამო ძნელია ბარსელონას ყველა ღირშესანიშნაობის ნახვა და რიგებში დგომა, ამიტომაც ზამთარი იდეალურია ქალაქში სასეირნოდ, ზღვის სანახავად და გაუდის არქიტექტურის დასათვალიერებლად. 

 

პარიზი

 


მთელი იანვრის განმავლობაში საფრანგეთის დედაქალაქში მხოლოდ 6 მზიან დღეს თუ დათვლით, ძირითადად აქ ან თოვს ან წვიმს. თუ უფრო მეტი დროის გატარება გინდათ სეირნობაში, მაშინ თბილად ჩაიცვით. 


ზამთარში პარიზში შედარებით ნაკლები ტურისტია, ამიტომაც აქ დარჩენილ სტუმრებს რიგების და აჩქარების გარეშე შეუძლიათ სხავდასხვა ღირშესანიშნაობის დათვალიერება: ახვიდეთ ეიფელის კოშკზე, სამწუხაროდ ახლა პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ვერ შეხვალთ, თუმცა შეგიძლიათ ვერსალის სასახლეში შეხვიდეთ. ამის გარდა აუცილებლად მოწყეთ გასტრონიმოური მარათონი ქალაქის კაფეებში და დააგემოვნეთ კლასიკური ფრანგული კერძები, რომლის რეცეპტები უკვე საუკუნეების განმავლობაში უცვლელად რჩება.

 

მიუნხენი

 


იანვარში გერმანიაში, ბავარიის დედაქალაქში ნამდვილი ზამთარია. ქალაქის მოსახლეობა ყოველთვის იძახის „მიუნხენს უყვარხართ!“, და ეს ნიშნავს იმას , რომ წლის ნებისმიერ მონაკვეთში აქ ტურისტებს ყოველთვის ხელგაშლილად ხვდებიან. ქალაქი იანვარში ძალიან ლამაზია და შეგიძლიათ ქუჩებში ისეირნოთ, მიხვიდეთ უძველეს მოედნამდე, მარიენპლაცამდე, შეიხედოთ ლუდსახარშის მუზეუმში და კაფეებში დააგემოვნოთ ნამდვილი ბავარიული კერძები. 

 

ამსტერდამი 

 


იანვარში ამსტერდამში რბილი ამინდი დაგხვდებათ. თქვენ შეგიძლიათ არა მხოლოდ გაისეირნოთ ქალაქის ქუჩებსა და პატარა ხიდებზე, არამედ ისრიალოთ ქალაქის ერთ-ერთ ყინულის მოედანზე. სურათები გადაიღოთ „მე მიყვარს ამსტერდამი“ უზარმაზარ აბრასთან, დაათვალიეროთ წითელი ფანრების უბანი  და, რათქმაუნდა, შეხვიდეთ ვან გოგის მუზეუმში. 

 

ათენი

 


საბერძნეთის დედაქალაქმაც არ იცის რას ნიშნავს ზამთრის სუსხი. ათენში საკმაოდ თბილის ზამთარია, დღისით ტემპერატურა +13 გრადუსია. აქ შეგიძლიათ დაათვალიეროთ აკროპოლისი, ერთი დღით გახვიდეთ ქალაქიდან დელფოში, უძველეს თეატრში დაესწროთ წარმოდგენებს. აქ ზამთარში ციტრუსების სეზონი იწყება - ამიტომაც საკამოდ დაბალ ფასში დააგემოვნეთ ფორთოხალი, მანდარინი და გრეიფრუტი.

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
საქართველოში
42 %
ევროპაში
22 %
აზიაში
6 %
თურქეთში
6 %
ეგვიპტეში
8 %
საბერძნეთში/კვიპროსზე
6 %
სახლში
10 %