მსოფლიოს უნიკალური ღირშესანიშნაობები

ჩვენი უზარმაზარი პლანეტა სავსეა ლამაზი ადგილებით, მათ სანახავად ერთი ცხოვრება არ გვეყოფა...

 

მომავლის ქალაქი და...ნაგავსაყრელი

 


საინტერესო კომბინაციაა არა?! აქ საუბარია იაპონიის დედაქალაქში ხელოვნურად შექმნილ ნაგვის კუნძულზე. ეს ფუტურისტული ადგილი ნარჩენების ნაგავსაყრელის მახლობლად მდებარეობს, მაგრამ ეს ფაქტი ხელს არ უშლის მის სწრაფად განვითარებასა და ტურისტების  მოზიდვაში. დაუჯერებელია, მაგრამ აქ მდებარეობს დიდი კორპორაციების ოფისები, აშშ-ის თავისუფლების ქანდაკების „ასლი“, ტიტანის ბურთი Fuji-TV, რობოტი ცათამბჯენი, სავაჭრო, საგამოფენო და სათამაშო ცენტრები.
ვერ წარმოვიდგენთ ადამიანს, რომელსაც აქ მოსწყინდებოდა

Crazy House

 


ამ უცნაურ და ფანტასტიკურ შენობას ვიეტნამელებმა უწოდეს "რუსული სახლი" ან "მოსკოვის სასტუმრო", ხოლო მთელი მსოფლიოდან ჩამოსულმა ტურისტებმა მას "Crazy House" შეარქვეს. ცოტა შემზარავი ხის ფორმის სასტუმრო  შიგნითაც უცნაურია: მავთულებისგან  შექმნილი გიგანტური ობობის ქსელები, გამოქვაბულები, დეკორატიული სოკოები და ბეტონის ცხოველი ყველა ნომერში. საინტერესოა, რომ ნომრის ფასი 60-80 დოლარის ფარგლებშია, რაც ვიეტნამისთვის არც თუ ისე იაფია, მაგრამ ამ ფულად ღირს და მომავალში საინტერესო მოსაყოლი იქნება.
 

მეცნიერება თუ გიზიდავს მაშინ ეს დაგაინტერესებს.

 


ვანკუვერში, კანადაში არის მუზეუმი სახელწოდებით მეცნიერების სამყარო (World of Science), რომელიც განთავსებულია ლითონის და მინისგან აშენებულ არარეალურად ლამაზ შენობაში. შიგნით რამდენიმე პავილიონია:  ბუნების ფიზიკის კანონები, ცხოველთა სამყარო, ილუზიებისა და ექსპერიმენტების პავილიონი. ყოველდღე აქ შთამბეჭდავი შოუები იმართება, კითხულობენ საინტერესო ლექციებს და აჩვენებენ თემატურ ფილმებს.
 

 

ფერადი სოფელი

 

ტაივანში, ტაიჩუნგის ცენტრში განლაგებულია იყო დასახლება ყოფილი სამხედროებისთვის. 21-ე საუკუნის დადგომისას მეგაპოლისებმა საგრძნობლად შეავიწროვეს ეს ადგილი და მისი დანგრევა გადაწყდა. სოფლის მაცხოვრებლებს დაურიგეს ბინები, მაგრამ მარტო ერთმა 94 წლის ჰუან იუნ-ფუმ უარი თქვა თავისი მიწის დატოვებაზე. მან დარჩენილი სახლების კედლების მოხატვა დაიწყო ღაზღაზა ფერებით, ეს ქალაქის მაცხოვრფებლებმა შეამჩნიეს და გააპროტესტეს სოფლის განადგურება. ასე გაჩნდა „ფერადი სოფელი“ ტაივანის კუნძულის უნიკალური ღირშესანიშნაობა.

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
41 %
არა
32 %
გააჩნია მიმართულებას
26 %