title
Turebi Ge

ყველაზე უცნაური მუზეუმები მსოფლიოში

დღეს ჩვენ გაგაცნობთ მსოფლიოში ყველაზე საინტერესო და უცნაურ მუზეუმებს, რომელთა მონახულება აუცილებელია ამ ქალაქებში მოხვედრისას. 

 

 

მუმი-ტროლის მუზეუმი

 


ფინეთის ქალაქ ტამპერეს კონგრეს-ჰოლის თანამედროვე შენობაში არსებული მუზეუმი ეძღვნება "მსოფლიოში ყველაზე მახინჯ არსებებს", ყველა შემთხვევაში ასეთებად თვის მათი შემქმნელი მხატვარი და მეზღაპრე ტუვე იანსონი, მაგრამ მილიონობით ადამიანი მთელს მსოფლიოში არ ეთანხმება ამ მოსაზრებას. მუმი - ტროლი - ფინეთის ნაციონალური ღირშესანიშნაობაა, და მათთვის მიძღვნილი მშოფლიოში პირველი მუზეუმი გაიხსნა 2017 წელს.


აღმოჩნდა, რომ მხატვარმა ჯერ კიდევ 30-იან წლებში, ხატავდა სუსტ და დიდ ცხვირიან არსებებს, რომლებსაც თვლიდა „მსოფლიოში ყველაზე მახინჯ არსებებად“. მუმი - არსებების გამოსახულებები ჩნდებოდა ომის წინააღმდეგ დაბეჭდილ პლაკატებზეც.


თანამედროვე იერსახე მათ მიიღეს წიგნში „პატარა ტროლები და დიდი წყალდიდობა“,რომელიც 1945 წელს იყო გამოცემული.


მუზეუმში არის სახელოსნო, სადაც ყველას შეუძლია გამოცადოს თავისი ძალები სხვადასხვა ხელოვნებაში, ხელნაკეთობებში და ხელსაქმის სამუშაოებში.

 

კანკუნის წყალქვეშა მუზეუმი, მექსიკა

 

 

მუზეუმი რეალურად მდებარეობს წყალში. იმის გამო, რომ ჩვენ წყლის ქვეშ ვართ და ლაპარაკი შეუძლებელია, მხოლოდ ვათვალიერებთ მუზეუმს, რომელიც მდებარეობს ქალაქ კანკულაში (მექსიკა),  დაახლოებით 6 მეტრის სიღრმეზე. მას აქვს სამი სხვადასხვანაირი გალერეა, სადაც არის წარმოდგენილი 500 ქანდაკებიდან შექმნილი კოლექცია, შექმნილი ბეტონიდან, რომლებიც მოგხიბლავს თავისი სიდიადით, სიჩუმით და საიდუმლოებით.

 

ტუალეტის მუზეუმი, ნიუ დელი, ინდოეთი

 


ტუალეტის მუზეუმი, ნიუ დელში, ჯერ კიდევ 1970 წელს ბინდესტვარ პატაკმა გამოიგონა, რომელმაც მთელი თავისი სიცოცხლე მიუძღვნა ბიოგაზის წარმოების ექსკრეციის შესწავლას. მოგვიანებით მისი ჩანაფიქრი განახორციელა Sulabh International, სოციალური მომსახურების ინდურმა ორგანიზაციამ, რომელიც მუშაობს ადამიანის უფლებების გაუმჯობესებისთვის, გარემოს სანიტარიის, ენერგიის ალტერნატიული წყაროების, ნარჩენების მართვისა და სოციალური რეფორმის გაუმჯობესებისთვის. ძირითადად, ამ მუზეუმის ექსპონატების ჩვენება მიზნად ისახავს  ქვეყნებში სანიტარული სისტემის ყურადღების მისაქცევად.

 

სილამაზის მუზეუმი. მალაკა, მალაიზია

 


მალაიზიაში, მალაკაში მდებარე „სილამაზის მუზეუმის“ დასათვალიერებლად, ამბობენ, რომ უნდა გქონდეთ ძლიერი ნერვები და გამძლეობა. 
ამ მუზეუმში წარმოდგენილია ექსპონატები, რომლებიც ასახავს სხვადასხვა ეპოქის და  კულტურის, ხალხის, ტომებისა და ერების სილამაზის თავისებურ აღქმას. თუმცა თანამედროვე გაგებით, ეს საკმაოდ არასტანდარტული სილამაზეა.

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
37 %
არა
30 %
გააჩნია მიმართულებას
33 %