რუმინეთის ყველაზე ლამაზი ღირშესანიშნაობები

ზოგიერთ ტურისტს იზიდავს ლამაზი პეიზაჟები, სხვებს უცნაური ლეგენდები და ადგილობრივი ღირშესანიშნაოები. რუმინეთი ისეთი ქვეყანა, სადაც ამ ყველაფერს ერთად იპოვით. 

 

ბიგარის ჩანჩქერი

 


ეს უნიკალური ჩანჩქერი შეტანილია დედამიწაზე არსებულ „რვა ულამაზი ჩანჩქერების“ სიაში და პირველი ადგილი უკავია. ჩაჩქერი ქალაქ ბოზოვიცის ახლოს, ეროვნული პარკის დაცულ ტერიტორიაზე მდებარეობს. 8 მეტრის სიმაღლიდან ჩაედინება მდინარეში და ფანტასტიკურ სანახაობას წარმოადგენს. ზოგიერთს ეს ხედი სოკოს ქუდს აგონებს, სხვებს კი ჯადოსნური სახლის სახურავს, ყველა შემთხვევაში, რუმინეთში ჩასული თითოეული ტურისტი ცდილობს ნახოს ეს მომხიბვლელი სანაოხაობა, რომელიც ეკვატორსა და ჩრდილოეთ პოლუსს შორის მდებარეობს. ზამთარში წყალი იყინება და ჩანჩქერი ბროლის ჭაღს წააგავს.

 

ბუჩეჯის მთის მასივი

 


2505 მ სიმაღლის მთის მასივი გადაჭიმულია ქალაქ ბრაშოვიდან სამხრეთით. მასივის ქანების დამუშავების გამო ზოგიერთ ადგილას შექმნილია საკმაოდ უცნაური და ეფექტური ფორმები, რომელთაგან უნდა გამოვწოთ ე.წ. სფინქსი, დრაკონი, ცხვარი.


ადგილობრივი მოსახლეობა ბუჩეჯს „ძალის ადგილს“ ეძახის.  სიმაღლეზე ასვლისას თქვენ დაათვალიერებთ თოვლიან მწვერვალებს, შეხვდებით გარეულ თხებს და იგუნდავებთ კიდევაც. 

 

კურტია-დე-არჯეშის მონასტერი

 


მონასტერი XIV — XVI საუკუნეებშია დაარსებულია. 1991 წლიდან იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაშია შეტანილი და აღიარებულია მსოფლიოს ერთ-ერთ თანამედროვე საოცრებად. შენობის კედლები 150-ზე მეტი სხვადასხვა ორნამენტითაა დამშვენებული, რაც მონასტერს სიმდიდრეს მატებს. ეს ადგილი მონარქების აკლდამა იყო: მეფე ფერდინანტი და დედოფლები ელიზაბეტი და მარია აქ განისვენებენ. 

 

დრაკულას სასახლე

 


რუმინეთის ჩრდილო-დასავლეთით, ტრანსილვანიის მთიან ნაწილში მდებარე მაღალ ბორცვზე მდებარეობს შუასაუკუნეების „მრავალსართულიანი კორპუსი“ - ბრანის სასახლე, რომელიც ყველასათვის ცნობილია, როგორც დრაკულას სასახლე. ამბობენ თავდაპირველად XIII საუკუნეში ეს კომპლექსი თურქი დამყრობლებისგან თავის დასაცავად აშენდა.


ლეგენდის თანახმად, შიდა ინტრიგების და პოლიტიკური თამაშების შედეგად ეს სასახლე  გახდა გრაფი ვლად ცეპეშის პირადი რეზიდენცია, რომელსაც მისტიკური ამბების  წყალობით გრაფი დრაკულა შეარქვეს. 

 


სნაგოვის მონასტერი

 


ზუსტად აქ ჩამოდის ათასობით ტურისტი გრაფი დრაკულას მოჩვენებასთან პირისპირ შესახვედრად. ერთ-ერთი ლეგენდის მიხედვით ზუსტად აქ არის დამარხული გრაფი, თუმცა რეალურად მისი სიკვდილის მიზეზის და ცხედრის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია აქამდე არ არის დაზუსტებული.

 


დეცებალის ქანდაკება

 

დაკების მთავარსარდლის და მეფის დეცებალის ორმოცდაორმეტრიანი ქანდაკება დუნაის თავზე კლდეშია გამოკვეთილი. ის სერბეთისა და რუმინეთის საზღვარზეა განლაგებული. დაახლოებით ათი წლის წინ მის შექმნაზე 12 მოქანდაკე მუშაობდა. მონუმენტის დაახლოებითი ღირებულება მილიონ აშშ დოლარზე მეტია. სამაგიეროდ, ქანდაკება ევროპის ყველაზე მასშტაბურ კლდოვან რელიეფად ითვლება.

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
საქართველოში
41 %
ევროპაში
25 %
აზიაში
6 %
თურქეთში
4 %
ეგვიპტეში
9 %
საბერძნეთში/კვიპროსზე
5 %
სახლში
10 %