ლონდონი - მსოფლიო დედაქალაქი

ბავშვობიდან გვახსოვს - ლანდან იზ ზი კეპიტალ ოფ გრეით ბრიტან (London is the capital of Great Britain) და გონებაში ჩარჩენილია ბიგ ბენი, ბუკინგემის სასახლე და ორსართულიანი წითელი ავტობუსები.


ლონდონი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული დედაქალაქია, რომლის გასაოცარი ღირსშესანიშნაობები ცნობილია მთელ მსოფლიოში. არ აქვს მნიშნველობა თქვენს წლოვანებას, დიდ ლონდონში ყოველთვის იპოვით თქვენთვის საინტერესოს: 30 ულამაზესი და უძველესი ბაღი, 120 ისტორიული შენობა, 200 - ზე მეტი მუზეუმი, 600 კინოთეატრი და 108 მუსიკალური დარბაზი, და ეს ყველაფერი გელოდებათ ლონდონში.

 


ლონდონის 33 ოლქს უწოდებენ „ბოროს’ boroughs - ს, მათ შორის London City -საც, და ისინი 1572 კვ2  ტერიტორიას იკავებენ.

ქალაქში მიედინება მდინარე ტემზა, დასავლეთი რიჩმონდიდან აღმოსავლეთ გრინვიჩამდე, მათ შორის ვესტმინტერის ცენტრშიც და ბოლოს ერთვის ჩრდილოეთის ზღვას. ქალაქის უკეთ გასაცნობად შეგიძლიათ ამოირჩიოთ მდინარეზე საექსკურსიო კრუიზი და ტურები.

 


ბუნებაში დასვენების მსურველებისათვის აქ უდიდესი არჩევანია. ლონდონის მესამე უჭირავს პარკებს , თვალწარმტაც მოედნებსა და ულამაზეს ქუჩებს.
ლონდონის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა მისი ინფრასტრუქტურა. ქალაქში  5 მოქმედი საერთაშორისო აეროპორტი და მაღალჩქაროსნული სარკინიგზო ხაზი Eurostar. 

 

 

კულტურული მრავალფეროვნება

 


ლონდონი არა მარტო მსოფლიოს ერთ-ერთი დედაქალაქია, არამედ თვითონ მოიცავს მთელ მსოფლიოს, აქ ნებისმიერი ტრადიციის და ეროვნების მატარებელი ადამიანები ერთ სივრცეში ცხოვრობენ. აქ დაახლოებით 300-ზე მეტ ენაზე საუბრობენ და ყოველდღიურად ამზადებენ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის 70-ზე მეტ ტრადიციულ კერძს.

 

ტრანსპორტი

 


ლონდონში განვითარებულია შესანიშნავი სატრანსპორტო სისტემა - მეტრო, წითელი ორსართულიანი ავტობუსები და შავი ტაქსები. ეს ყველაფერი საშუალებას გაძლევთ სწრაფად და მარტივად იმოძრაოთ ქალაქის ქუჩებში.

 

ისტორია

 


არავის გაუკვირდა იმის გაგება, რომ ლონდონს რამდენიმე ათასწლეულის მდიდარი ისტორია აქვს. ქალაქი ამაყობს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში ჩაწერილი ოთხი ძეგლით:
სიაში პირველია უესტმინსტერის ანუ ვესტმინსტერის სასახლე (Palace of Westminster) და ვესტმინსტერის სააბატო (Westminster Abbey). ამჯამად სასახლეში განლაგებულია პარლამენტი, სადაც  გაერთიანებული სამეფოს ლორდთა და თემთა პალატა იკრიბება. სასახლე მდებარეობს ვესტმინსტერის საგრაფოში, უაითჰოლში სხვა სამთავრობო ნაგებობების სიახლოვეს. ვესტმინსტერის სააბატო ლონდონის ისტროიული რაიონია, რომლის სახელწოდება ითარგმენა როგორც მონასტრის დასავლეთი ეკლესია.

 


მეორე ადგილასას ლონდონის ტაუერი  - მისი უდიდებულესობის სასახლე და ციხესიმაგრე ან უბრალოდ ლონდონის ტაუერი. მესამე ადგილასა „ზღვის გრინვიჩის“ პარკი  (Maritime Greenwich) და მეოთხე კიუს სამეფო ბოტანიკური ბაღები ან უბრალოდ კიუს ბაღები.

 

 

რესტორნები

 


ლონდონში ტურისტი არასოდეს დარჩება მშიერი. აქ ხომ  6000-ზე მეტი რესტორანია, აქედან 55 აღნიშნულია Michelin - ის ვარსკლავით. რესტორნებს აქვს მრავალფეროვანი სამზარეულო და უმრავლესობაში ყველაზე განთქმული მზარეულები გემსახურებიან. გემრიელი და ხელმისაწვდომი კვების მოყვარულთათვისაც ასევე არის უამრავი დაწესებულება: კაფეები, ბარები და სწრაფი კვების ობიექტები.

 

 

შოპინგი

 


Globe Shopper City Index რეიტინგის მიხედვით, ლონდონი ევროპულ ქალაქებს შორის საუკეთესო ადგილია შოპინგისთვის. სუვენირები, ტანსაცმელი, აქსესუარები და სხვა. თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ ყველაფერი ვესტ-ენდის მაღაზიებში, ვესტფილდის(Westfield) სავაჭრო ცენტრებში  და ასევე, რათქმაუნდა, ჩვეულებრივ ბაზრობებზე და მაღაზიებში.

 

 

ამინდი

 


გაერთიანებული სამეფო არის ქვეყანა, ძალზე ცვალებადი კლიმატით. აქ ხშირად იცვლება ამინდი და წვიმს. ზამთარში ტემპერატურა 0°C-ზე ჩამოდის, და ზაფხულში მაქსიმულ +32°C ადის. როგორც წესი - ყველაზე ცხელი თვე ივლისია.

 

უკვე დროა გადაწყვიტოთ დღესვე და დაგეგმოთ ამ უდიდეს დედაქალაქში გამგზავრება: ლონდონის მიმართულებით ტურების ნახვა შეგიძლიათ აქ - ლონდონის ტურები (http://bit.ly/londontours1) 
 

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
41 %
არა
32 %
გააჩნია მიმართულებას
26 %