თბილისი - ევროპის საუკეთესო მიმართულებების ნომინანტი

საქართველოს დედაქალაქი „ევროპის საუკეთესო მიმართულებები 2020“-ის ნომინანტებში მოხვდა. საერთაშორისო კონკურსისთვის რამდენიმე ფოტოგრაფის გადაღებული ფოტოები შეარჩიეს და ხმის მიცემაც დაიწყო. EBD (European Best Destinations) ვებ-საიტზე პროექტი ევროპაში კულტურისა და ტურიზმის განვითარების მიზნით შეიქმნა, და აქ მილიონობით ადამიანს შეუძლია ხმა მისცეს ბოლო ათწლეულის საუკეთესო მიმართულებას. 


თბილისი შეერკინება ისეთ ცნობილ მიმართულებებს , როგორიცაა პარიზი, ბერლინი, ლონდონი, ვენა, ათენი, რომი, ამსტერდამი, პრაღა, ბრიუსელი, კრაკოვი, პარიზი და ევროპის სხვა ღირშესანიშნავი ქალაქები.


ხმის მიცემა დაწყებულია და გაგრძელდება 5 თებერვალმდე. 

 


სოც. ქსელებში, თბილისის მხარდასაჭერად, უკვე გამოიყენება ჰაშთაგი #votefortbilisi.
 

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
A. ხშირად მივმართავ
22 %
B. საერთოდ არ მივმართავ
55 %
C. არც ისე ხშირად მივმართავ
23 %