51
მსოფლიოს ყველაზე ელეგანტური ქალაქები
06 ნოემბერი 2019
თუ სილამაზის, ელეგანტურობის და დახვეწილი არქიტექტურის საძიებლად მოგზაურობთ, წარმოგიდგენთ მსოფლიოს ყველაზე ელეგანტურ ქალაქებს, რომლებიც ნებისმიერ ტურისტზე წარუშლელ შთბეჭდილებას დატოვებენ.
პარიზი
კონკურსის მონაწილე 400 ქალაქიდან მსოფლიოს ყველაზე ელეგანტური ქალაქის სტატუსი პარიზმა მოიპოვა, თუმცა ეს, რა თქმა უნდა, არავის გაჰკვირვებია. პარიზი ფრანგული ხელოვნების, არქიტექტურის, ლიტერატურის, მოდის და კულინარიის ცენტრია. ეს ქალაქი სილამაზესთან, მოდასთან, ელეგანტურობასა და ულამაზეს არქიტექტურასთნაა დაკავშირებული. სადაც არ უნდა გაიხედოთ ყველგან ისტორიით, დიდებულებით, შარმით სავსე, დახვეწილი სტილის მქონე არქიტექტურულ ღირსშესანიშნაობას დაინახავთ. მაგალითად, ეიფელის კოშკი, ლათინური კვარტლის შუასაუკუნოვანი ბილიკები, გვიან 1800-იანი წლების ბულვარები, განსაცვიფრებელი ეკლესიები, პარკები და ხიდები.
ლონდონი
მეორე ადგილი ლონდონს ერგო. დღევანდელი ლონდონი განსაცვიფრებელი ქალაქია,ის ისტორიის, ტრადიციების და თანამედრო
...