ადგილები, რომლებიც საჰაერო ბურთიდან უნდა იხილოთ

არსებობს ტურისტული დანიშნულების ადგილები, რომელთა სილამაზეც საჰაერო ბურთიდან უნდა იხილოთ, ეს დაუვიწყარი ემოციებით და შთაბეჭდილებებით სავსე გამოცდილებაა. წარმოგიდგენთ 6 ადგილს, რომელიც საჰაერო ბურთიდან უნდა დაათვალიეროთ.

კაბადოკია, თურქეთი

კაბადოკია პირველი ადგილია რომელიც ამ სტატიაში უნდა ვახსენოთ. ის თურქეთის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კუთხეა. გამოცდილება, რომელსაც კაბადოკიის ხედი გთავაზობთ მთელი ცხოვრების განმავლობაში გემახსოვრებათ. საჰაერო ბურთიდან კაბადოკიაზე 360 გრადუსიანი, პანორამული ხედი იშლება ვულკანური წარმოშობის სვეტებზე, მრავალსაუკუნოვან ეკლესიებზე, კლდეში ნაკვეთ ქალაქებზე, ფერადი მთებსა და კლდეში ნაკვეთი თანამედროვე სასტუმროებზე. კაბადოკიის სიდიადე და სილამაზე სურეალისტურ ნახატს უფრო მოგაგონებთ, ვიდრე რეალობას.

ლუარის ველი, საფრანგეთი

ლუარის ველი ფრანგული ბუნების და კულტურის სილამაზეს გადმოსცემს ვაზით, ისტორიული სოფლებით, თვალწარმტაცი პეიზაჟებით და დიდებული ციხესიმაგრეებით.  ლუარის ველი საფრანგეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში მდებარეობს და 175 მილზეა გადაჭიმული. მის ტერიტორიაზე ფრანგული სტილის სახლები და 800-ზე მეტი  ციხესიმაგრეა.  ულამაზესი ხედი იშლება მწვანე ბუნებაში, წყლის პირზე მდებარე Chateau de Chenonceau-ზე, მისი სილამაზე წარუშლელ კვალს დატოვებს თქვენს გულში. 

გესტადი, შვეიცარია

ვის არ სურს მსოფლიოში ცნობილი შვეიცარიული ალპების ხილვა, ლურჯი  ცის ფონზე? ულამაზესი ხედი მომაჯადოებელ, ძველმოდურ, შვეიცარიულ ხის სახლებზე, ლამაზ სოფლებსა და ბერნის რეგიონის ფანტასტიკურ ბუნებაზე. ყოველწლიურად იანვარში საჰაერო ბურთების საერთაშორისო ფესტივალი ტარდება და ცა ასობით ფერადი საჰაერო ბურთით მშვენდება.

Rocky Mountains, Colorado

Rocky Mountains ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ ხედს გთავაზობთ ა.შ.შ.-ში მათ შორის, ხელუხლებელ თოვლიან მთის მწვერვალებს, უხეშ კანიონებს, ველურ ბუნებაში გახვეულ მდინარეებს, ზურმუხტისფერ მდელოებს და მოელვარე ტბებს. წლის განმავლობაში 300 მზიანი დღისა და ლურჯი ცის გამო, ის საჰაერო ბურთების ბაზად იქცა. ისიამოვნეთ ულამაზესი ხედით, რომელიც 10 000 ფუტის სიმაღლიდან იშლება. ასევე შეგიძლიათ ითევზაოთ, დაკავდეთ წყლის ჯომარდობით და გაისეირნოთ სამთო ველოსიპედით.  

სერონერა, ტანზანია, აფრიკა

წარმოიდგინეთ აფრიკის დიდებული და ველური ბუნების მომაჯადოებელი სილამაზე, რომელიც ათასი ფუტის სიმაღლიდან მოჩანს. მდ.სერონერას ხეობა ის ადგილია სადაც თავს იყრის უამრავი ცხოველი, მათ შორის ზებრა, ლომი, ბეჰემოთი, ჟირაფი, ლეოპარდი და მრავალი სხვა სახეობა. განსაკუთრებით დასამახსოვრებელია „მიგრაციის“ პერიოდში ათასობით ფრინველის სილამაზე მაისი - ივნისის და ოქტომბერი - დეკემბრის პერიოდში. 

ვენეცია, იტალია

ვენეცია ანუ ნიღბების ქალაქი იტალიის გამორჩეული მარგალიტია. ის მსოფლიოშია აღიარებული ულამაზესი, ძველი ვენეციური არქიტექტურით, 160 არხით, ძველი სახლებით, ფერადი სახურავებით, ვიწრო შესახვევებით და ხიდებით, რომლებიც 118 პატარა კუნძულს ერთმანეთთან აკავშირებს. მისი მონახულება და გონდოლით გასეირნება, რა თქმა უნდა, მშვენიერია, თუმცა ციდან მისი დანახვა სულ სხვა შეგრძნებას დაგიტოვებთ, მთელი ქალაქის სილამაზეს ერთიანად იხილავთ და მის სიდიადეს სრულად შეიგრძნობთ. 

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
საქართველოში
42 %
ევროპაში
22 %
აზიაში
6 %
თურქეთში
7 %
ეგვიპტეში
8 %
საბერძნეთში/კვიპროსზე
6 %
სახლში
10 %