გურჯაანში ხილის ფესტივალი გაიმართება

29 ივლისს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციის, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიისა და კახეთის რეგიონული განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, ქ. გურჯაანში,  კურორტ „ახტალას“ ტერიტორიაზე, რეგიონში პირველად გაიმართება  ხილის ფესტივალი.

  • 15:00 ოფიციალური გახსნა
  • 16:00 მადლობის სიგელების გადაცემა ფესტივალში  მონაწილე ფერმერებისათვის
  • ფესტივალის მსვლელობისას გაიმართება კონცერტი ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით

ფესტივალის მიზანია  ადგილობრივად წარმოებული ხილის პოპულარიზაცია, ფერმერთა მიერ წარმოებულ პროდუქციაზე ცნობადობის ამაღლება, როგორც შიდა ისე საექსპორტო ბაზრებზე; სამომავლო თანამშრომლობის კუთხით მნიშვნელოვანი კავშირების დამყარებისა და კომუნიკაციის გაუმჯობესების ხელშეწყობა ადგილობრივ მწარმოებლებსა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შორის; ხილის წარმოების კუთხით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უპირატესობის წარმოჩენა, ფერმერთა ცნობიერების ამაღლება ხილის ჯიშობრივი და ხარისხობრივი გაუმჯობესების კუთხით, ასევე, დაინტერესებულ პირთა ინფორმირება სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ ხელშემწყობ პროექტებზე; სწორი კვებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზება.

ფესტივალზე მოწვეულნი იქნებიან ხილის ადგილობრივი მწარმოებლები, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები, წარმომადგენლები ბიზნეს სექტორიდან, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებიდან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, საგანმანათლებლო სექტორიდან, ლაბორატორიიდან, ფერმერთა მომსახურების ცენტრებიდან, აგრეთვე რეგიონში ჩამოსული ტურისტები, მედიის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები.

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
41 %
არა
33 %
გააჩნია მიმართულებას
26 %