მექსიკაში წყლის დონის დაცემის შედეგად მეთექვსმეტე საუკუნის ეკლესიის ნანგრევები გამოჩნდა

მექსიკის შტატ ჩიაპასში ერთ-ერთი წყალსაცავის ზედაპირზე 400-წლიანი ეკლესია ამოიწვერა. ამის მიზეზი გვალვაა, რომელიც ამ რეგიონში რამოდენიმე პერიოდია მძვინვარებს. გვალვის გამო წყლის დონემ 24 მეტრით დაიწია, რის შედეგადაც ოდესღაც წყალში ჩაძირული ეკლესია ისევ ზედაპირზე მოექცა.
2972360-R3L8T8D-1000-4e138c746a5a45ec9dce817349709554-bc3841924c294a8bae2efc18752ea546-2
2972560-R3L8T8D-1000-60c2df7dabb6082e850f6a7067007442
ამ ეკლესიის აშენება ჩიაპასის პირველი მუდმივი ეპისკოპოსის - ბართოლომეო დე ლას კასასას სახელს უკავშირდება. გადმოცემის მიხედვით, სწორედ მან და მისმა თანამოაზრეებმა ააშენეს ეს ეკლესია 1540-იან წლებში, როდესაც მექსიკაში ჩამოვიდნენ.
2971860-R3L8T8D-1000-956064
2971960-R3L8T8D-1000-iglesia2
არქიტექტურული ანალიზის მიხედვით ეკლესია მე-16-ე საუკუნეშია აგებული ესპანელი კოლონიზატორების მიერ. წყლიდან ამოწვერილი კედლების სიმაღლე ზოგ ადგილას 10 მეტრს არწევს. შენობის სიგრძე 61, ხოლო სიგანე 14 მეტრია.
ეკლესია მეოცე საუკუნის 60-იან წლებში მოექცა ხელოვნური წყალსატევის ძირში, რომელიც ამ ტერიტორიაზე არსებული დამბის გამო შეიქმნა. ის პირველად არ ჩნდება ზედაპირზე - 2002 წელს წყლის დონე იმდენად დაეცა, რომ ადამიანებმა საკუთარი ფეხით შეძლეს ნანგრევებში გაესეირნათ.
2971660-R3L8T8D-1000-rawImage
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
41 %
არა
32 %
გააჩნია მიმართულებას
26 %