15 September 2015
  • 12212 ნახვა

შეფშაუენი - მსოფლიოში ერთადერთი ლურჯი ქალაქი

ლურჯი და ცისფერი ფერის სხვადასხვა ტონალობაში შეღებილი კედლები, ქვის სახლები, პირვანდელი სახით შემონახული შუა საუკუნეების არქიტექტურა შეფშაუენის სავიზიტო ბარათია. მაროკოში ჩასული ტურისტებისთვის  ლურჯი ქალაქი  ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილია.  შეფშაუენი (იგივე შავენი) ადგილობრივების ენაზე „რქას“ ნიშნავს, მისი სახელწოდება იმ რქის ფორმის  მთიდან მომდინარეობს, რომლის ფერდობზეც ქალაქია გაშენებული.  ქალაქის ისტორია 1471 წელს იწყება.  ანდალუსიელმა ემირამ, მოულა ალი-ბენ-მუსაა-ბენ-რაშიდ-ელ-ალამმა ბერბერებისთვის მცირე ზომის დასახლების  და  პორტუგალილებისგან დასაცავად მოროკოს ჩრდილოეთით  ციხე-სიმაგრის აგება გადაწყვიტა.  ემირის გადაწყვეტილებით  შავენი მუსლიმთა  წმინდა ქალაქად ითვლებოდა და სხვა აღმსარებელთა ქალაში მოხვედრა აკრძალული იყო. ამან ერთის მხრივ ქალაქს შუნარჩუნა შუასაუკუნეების არქიტექურა, ხოლო მეორეს მხრივ საფუძველი დაუდო ამბავს, რომელსაც ქალაქში გამგზავრებამდე აუცილებლად მოისმენთ: შუა საუკუნეებში შეფშაუენში სხვა რელიგიის მიმდევართა მხოვედრა სიკვდილით ისჯებოდა. მისი დაარსებიდან XX საუკუნემდე მხოლოდ სამმა ევროპელმა ტურისტმა შეაღწია ქალაქში, ორი მათგანი რამდენიმე საათში გარდაიცვალა , ხოლო მესამემ გამოქცევით უშველა თავს. გავრცელებული ვერსიით, ქალაქის შენობების ლურჯ ტონალობაში შეღებვას ებრაელებს მიაწერენ. იქ ჩასახლებულ ებრაელებს "სეფარადებს" უწოდებდნენ, რომელთა შთამომავლებიც XV საუკუნეში ესპანეთიდან  განდევნეს.  სეფარადებს ლურჯი წმინდა ფერად მიაჩნდათ, მას  ზეცის და ღმერთის ფერს უწოდებდნენ. ევროპის ქალაქებიდან შეფშაუენში მოხვედრა 20 ევრომდე ჯდება. ქალაქში მოიპოვება ჰაშიში, მაგრამ ძნელად მიაგნებთ  ალკოჰოლურ სასმელს გასაყიდად. შავენი ტურისტებისთვის ცნობილია პიტნის ჩაით და თხის ყველითაც. 01 02 03 04 05 06 07 08 09 10 11 14

მსგავსი
19 August 2019

8 რეალური ადგილი, რაც მეცნიერული თვალსაზრისით შეუძლებელი ჩანს

დედამიწაზე უამრავი უცნაური ადგილია, საოცარი ბუნება, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენს შეხედულებას სამყაროს შესახებ. ზოგი ამ ყვალეფერ...

13 August 2019

მსოფლიოს შვიდი საოცრება დღეს

გიფიქრიათ იმაზე, უძველესი სამყაროს შვიდ საოცრებას ჩვენ დრომდე რომ მოეღწია - როგორი სახე ექნებოდა მათ?კომპანია Budget Direct-მა ...

01 August 2019

2019 წლის ყველაზე პოპულარული კურორტები

ანტალია ...

11 July 2019

რატომ იყენებენ სასტუმროები მხოლოდ თეთრი ფერის თეთრეულს?

 ძალიან ბევრს აინტერესებს თუ რატომ არის სასტუმროებში მხოლოდ თეთრი ფერის პირსახოცები და  თეთრეული. ექსპერტებმა ამოხსნე...

04 June 2019

სილამაზის უცნაური კრიტერიუმები

სილამაზის უცნაური კრიტერიუმები სილამაზე, განსაკუთრებული ფენომენია, მის ძალას არაერთი ლეგენდა, მათ შო...

22 May 2019

სადაა ლოგიკა? აფრიკული ბენინი პირველია მსოფლიო რეიტინგში, ეგვიპტე კი ბოლო

ბრიტანულმა ტურისტულმა კომპანიამ Rickshaw Travel- მა ჩაატარა კვლევა: ტურისტებისთვის ყველაზე მრავალფეროვანი ქვეყნების ჩამონათვალი...

19 February 2019

ყველაზე გემრიელი ესპანური დესერტები

დესერტი ესპანური სამზარეულოს უმნიშვნელოვანესს ნაწილს წარმოადგენს. ყველა კუთხეს და ქალაქს მისთვის დამახასიათებელი სპეციფიკუ...

17 February 2019

ევერესტის საბაზო ბანაკი ტურისტებისთვის დაიხურა

ჩინეთმა ტიბე...

26 June 2018

საქართველოს ულამაზესი ხედები

მაღალი მთები, მდინარეები, მწვანე მინდვრები, სუფთა ტბები, ფირუზისფერი ზღვა, მინერალური წყლები, ჩანჩქერები, კანიონები (მარტვილი დ...

26 June 2018

ევროპის ქვეყნები, სადაც მოგზაურობა მცირე ბიუჯეტითაც შეიძლება

მოგზაურობისას ყოველთვის ვცდილობთ შევარჩიოთ ისეთი ქვეყნები, სადაც ვიხილავთ შთამბეჭდავ პეიზაჟებს, ლამაზ სანაპიროებს, აღმოვაჩ...