ბაჰამის კუნძულები - დასვენების და გართობის ტროპიკული კუთხე
ბაჰამის კუნძულები, უამრავ ვიზიტორს იზიდავს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან თავისი თეთრი ქვიშიანი სანაპიროთი, ლურჯი ზღვით, და...
ზამთარში მოგზაურობას თავისი პლიუსები აქვს. არის ადგილები, რომლებსაც თოვლი კიდევ უფრო მეტ სილამაზეს და მომხიბვლელობას მატებს. ამჯერად, წარმოგიდგენთ 10 ყველაზე ლამაზ დათოვლილ სასახლეს.
1. ნოიშვანშტაინის სასახლე, ბავარია, გერმანია
ეს სასახლე ნამდვილად იმსახურებს სიის სათავეში ყოფნას. ლუდვიგ II-ის მიერ აგებული შენობა დღეს ყველაზე პოპულარულია ციხე და სასახლეა ევროპაში.ქედის თავზე განთავსებული დიდიებული ნაგებობა, მოხატული ისტორიული ოთახები... სწორედ ესაა დისნეის მძინარე მზეთუნახავის სასახლის ინსპირაცია.
2. მეფე ალექსეი მიხეილის ძის სასახლე, კოლომენსკის პარკი, მოსკოვი
1660-იან წლებში აგებული სასახლე დიდი ხნის განმავლობაში თითქმის დანგრეული იყო. თუმცა რუსეთის მთავრობის მიერ შენობის რეაბილიტაცია 2010 წელს მოხდა და დღეს ის მნიშვნელოვან ტურისტულ ადგილს წარმოადგენს.
3. მაცუმოტოს სასახლე, მაცუმოტო, იაპონია
მაცუმოტოს სასახლე იაპონიის სხვა სასასახლეებისგან მისი მდებარეობით გამოირჩევა. სასახლე არაა აგებული მთაზე ან გორაკზე, არამედ ბრტყელ ადგილზე. გაზაფხულზე მის ირგვლივ ალუბლის ხეები ყვავილობს და სასეირნოდ პოპულარული ადგილია.
4. ჰოენცოლერნის სასახლე, გერმანია
ეს სასახლე მე-19 საუკუნის სამხედრო არქიტექტურის ნამდვილი რელიქვიაა. ალპებში მდებარე სასახლე გამოირჩევა უამრავი კოშკით და თავდაცვითი ნაგებობით.
5. პრაღის სასახლე, ჩეხეთი
პრაღის ციხის კომპლექსი ერთ-ერთი უდიდესია მსოფლიოში და მე-9 საუკუნით თარიღდება.
6. ბლერის სასახლე, პერტშირი, შოტლანდია
შოტლანდიის მთებში აგებული სასახლე 1260-იანი წლებით თარიღდება. ეს დიდებული შენობა მურეის კლანის საკუთრებაში იყო.
7. გამლეჰაუგენის სასახლე, ბერგენი, ნორვეგია
სასახლე ნორვეგიის სამეფო ოჯახის რეზიდენციას წარმოადგენდა 1927 წლიდან. ტყით გარშემორტყმული სასახლის გარშემო არაჩვეულებრივი გარემოა.
8. უჩიშარის ციხე, თურქეთი
ციხე მდებარობს კაპადოკიის უმაღლეს წერტილში და სასახლიდან მიმდებარე ტერიტორიაზე ულამაზესი ხედები იშლება. სხვა ციხეებისაგან განსხვავებით, უჩიშარის ოთახები, დერეფნები, და კიბეები მთლიანად კლდეშია გამოყვანილი.
9. ინუიამას სასახლე, იაპონია
სასახლე თავდაპირველად 1537 წელს აიგო და ერთ-ერთია იმ 12 ორიგინალურ სასახლეთაგან, რომელიც ედოს პერიოდში აშენდა. სასახლე დღესდღეობით ქალაქის ისტორიულ და კულტურულ არტეფაქტებს მასპინძლობს.
10. რასნოვის სასახლე, ბრასოვი, რუმინეთი
სასახლე 1331 წელს აშენდა.მისი თავდაპირველი დატვირთვა მხოლოდ სამხედრო მიზნები არ იყო. მასში განთავსებული იყო საცხოვრებელი სივრცე, სკოლა და სამლოცველო.
ბაჰამის კუნძულები, უამრავ ვიზიტორს იზიდავს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან თავისი თეთრი ქვიშიანი სანაპიროთი, ლურჯი ზღვით, და...
ამერიკული გამოცემა Forbes-ი საქართველოს შესახებ სტატიას აქვეყნებს შემდეგი სათაურით: „რატომ არის საქართველო ღვინისა და კერ...
20 წელზე მეტია საფრანგეთი მსოფლიოს ყველაზე პოპულარული ტურისტული დანიშნულებაა, რომელიც ყოველწლიურად საშუალოდ 82 მილიონ უცხოელ ტუ...
თუ მოგზაურობა გიყვართ დამეთანხმებით, რომ ის დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული და წინასწარ მომზადებას საჭიროებს. დღეს...
თუ სილამაზის, სიახლის და ახალი შეგრძნებების მოყვარული ხართ, მაშინ წარმოგიდგენთ აზიაში მდებარე კურორტებს და სასტუმროებს, რომლები...
გაგაცნობთ განსხვავებული კონცეფციის სასტუმროებს და კურორტებს აზიის ულამაზეს ქვეყნებში. ...
მოგბეზრდათ მოგზაურობა ისეთ პოპულარულ ადგილებში, როგორიცაა პარიზი, ლონდონი, რომი და სხვა. გსურთ აღმოაჩინოთ განუმეორებელი ბუნება,...
ვენა მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქია, რომელსაც შეხება ჰქონდა როგორც რომაელებთან, ასევე ბარბაროსებთან, ვენასთან შეაჩერეს მონღ...
ბაქო მრავალფეროვანი, საინტერესო ქალაქია. ის ისტორიის, ძველი კულტურის და თანამედროვეობის მიქსია, რომელიც ათასობით ტურისტზე ტოვებ...
სზიგეტის ფესტივალი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მუსიკალური ფესტივალია. ის ყოველწლიურად ტარდება, 8 აგვისტოს იწყება&...