30 November 2015
  • 4014 ნახვა

ძველი და ახალი შუამთის რეაბილიტაცია დაიწყო

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით კახეთში, კერძოდ ძველ შუამთაში, ახალი შუამთასა და იყალთოში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას ახორციელებს. აღნიშნული პროექტი რეგიონული განვითარების პროექტის ფარგლებში ხორციელდება და მისი ღირებულება 1 მლნ. 637 ათასი ლარია. რეგიონული განვითარების პროექტის მიზანია, წვლილი შეიტანოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შენარჩუნებაში და ხელი შეუწყოს საქართველოში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას. სარეაბილიტაციო სამუშაოები დღეს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ მოინახულა. პროექტის ფარგლებში სამივე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთან  მოეწყობა საინფორმაციო ცენტრები, სუვენირების მაღაზია, საპირფარეშო და გაკეთდება ობიექტებამდე მისასვლელი გზა. ასევე ძველ შუამთაში და ახალ შუამთაში მოეწყობა, როგორც საკანალიზაციო, ასევე, სასმელი წყლის ჭაბურღილი. ჭაბურღილი. ამ დროისთვის მიმდინარეობს 200 მეტრის სიღრმის  ჭაბურღილის მოწყობა და მისასვლელი გზის რეაბილიტაცია.  სამუშაოებზე  20-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული  და მათი უმეტესობა ადგილობრივი მოსახლეა. 12304458_1085270628180178_3082409637566118132_o 12322740_1085270494846858_5698266956781238266_o პროექტების განხორციელების შედეგად გაიმართება ტურისტული ინფრასტრუქტურა, რაც კახეთის რეგიონში  ტურიზმის განვითარებისთვის ხელსაყრელ პირობებს შექმნის.   ამასთან პროექტის განხორციელება   ადგილობრივი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებასა  და   ახალ შუამთაში, ძველ შუამთასა და იყალთოში ტურისტების რაოდენობის ზრდას შეუწყობს ხელს . 12313548_1085304348176806_1761070380098903525_n პროექტს ქართული კომპანია შპს ,,ჯავა“ ახორციელებს.

მსგავსი
07 February 2019

პარიზი აღარ არის ყველაზე რომანტიული ქალაქი

ვალენტინობის დღესთან დაკავშირებით, თავიდან გადახედეს ყველაზე რომანტიული ქალაქების სიას. გაგიკვირდებათ და, პარიზი აღარ...

04 February 2019

აგვისტოდან WizzAir-ი ქუთაისიდან ახალ მიმართულებებს ამატებს

მოგზაურობის მოყვარულთათვის სასიამოვნო სიახლე გვაქვს. ავიაკომპანია Wizz Air 6 ახალი ავიამიმართულებას ამატებს:...

05 October 2018

თბილისიდან ევროპის მიმართულებით პირდაპირ რეისებს ქართული ავიაკომპანიაც შეასრულებს

რომი, დიუსელდორფი, ბუდაპეშტი, მიუნხენი, ათენი - ავიაკომპანია “Myway Airlines” ახალ მიმართულებებზე ფრენები ზ...

19 September 2018

WizzAir-ი ქუთაისიდან ახალ მიმართულებას ამატებს

Wizz Air პირდაპირი ავიარეისების შესრულებას ქუთაისსა და გდანსკს შორის იწყებს. ეს იქნება ერთადერთი პირდაპირი რეისი, რომელიც აღნიშ...

11 September 2018

თბილისიდან ბუდაპეშტის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისები შესრულდება

ქართული ავიაკომპანია MyWay Airlines-ი ევროპის მიმართულებით იწყებს ფრენებს. როგორც „ტავ ჯორჯიაში“ განმარტავენ, MyWay...

22 August 2018

WizzAir-ი ქუთაისი - ბუქარესტის ფრენებს წყვეტს

ავიაკომპანია WizzAir-ი ქუთაისიდან ბუქარესტის მიმართულებით ფრენებს აჩერებს. ბოლო რეისი ქუთაისი-ბუქარესტი და ბუქარესტი-ქუთაისის მ...

27 July 2018

გურჯაანში ხილის ფესტივალი გაიმართება

29 ივლისს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ...

26 July 2018

4 აგვისტოს თუშეთობა 2018 გაიმართება

4 აგვისტოს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და ახმეტის მუნიციპ...

22 June 2018

პირველი ორიგინალური დიზაინის სასტუმრო კემპინგის და კომფორტის მოყვარულებისთვის

ამბროლაურში, სოფელ კრიხში კემპინგის და კომფორტის მოყვარულებისთვის სრულიად განსხვავებული კონცეფციის სასტუმრო გაიხსნა. ულამაზესი ...

31 May 2018

გველეთის ჩანჩქერზე ვიზიტი ფასიანი გახდა?!

ყაზბეგში, სოფელ გველეთში არსებულ ჩანჩქერზე ვიზიტი ფასიანი გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია დღეს გიდებისგან გახდა ცნობილი. მა...