ხეზე განთავსებული ორიგინალური სასტუმროები

რა თქმა უნდა, ყველას მოსწონს კომფორტული, მდიდრული სასტუმროს ნომრები, მაგრამ რას იტყოდით ახალ თავგადასვლებზე? მაგალითად, რამდენიმა ღამის გატარება ხეზე განთავსებულ სასტუმროში? ასეთი ორიგინალური სასტუმრო მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში უამრავია.

სასტუმრო ხეზე, შვედეთი

ეს სასტუმრო ნადმვილად გამოირჩევა ორიგინალურობით. გარდა იმისა, რომ კუბის ფორმის სასტუმრო ხეზე ჩიტის ბუდესავითაა განთავსებული, გარედან დაფარულია სარკისებრი ზედაპირით. ზედაპირი ირეკლავს ულამაზეს ტყეს და კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის აქ დასვენებას. სასტუმროს შექმნის იდეა გაჩნდა ფილმიდან "The Tree Lover". ოთახები მინიმალისტურ სტილშია მოწყობილი.

ბანგკოკის ხის სახლი, ტაილანდი

ბამბუკისაგან დამზადებული ეს ეკომეგობრული "ბუდეები" მდინარის და პალმის ტყის ულამაზესი ხედით გამოირჩევა. 

საცხოვრებელი ოთახები ხეზე, უელსი

უელსის მთების ტყის სიღრმეში ბუდეებივით განთავსებული კომპლექსი 6 მაგიური სახლისგან შედგება. სახლებთან ახლოსაა საფეხმავლო ბილიკები, მთები, ნაკადულები...

ფინკა ბელავისტა, კოსტა რიკა

ეს ერთოთახიანი სახლები მიწიდან დაახლოებით 27 მეტრითაა დაშორებული. კომპლექსს ერთდროულად 6 ადამიანის გამასპინძლება შეუძლია. თუ ნამდვილი ექსტრემალი ხართ, აქვე ზიპლაინითაც შეგიძლიათ ისიამოვნოთ.

Huilo Huilo, ჩილე

პატაგონიის ტროპიკულ ტყეში მდებარე ხის სასტუმრო იდეალურად ერწყმის ბუნებას. მის სტუმრებს შეუძლიათ არამხოლოდ ბუნების სილამაზით და სასტუმროს კომფორტით დატკბნენ, არამედ გაისეირნონ ცხენებით, მოიწყონ ველოტური მთებში, გამოსცადონ სამხრეთ ამერიკაში ყველაზე გრძელი ზიპლაინის ხაზი და ა.შ.

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
A. ხშირად მივმართავ
23 %
B. საერთოდ არ მივმართავ
55 %
C. არც ისე ხშირად მივმართავ
23 %