06 February 2017
  • 5271 ნახვა

10 ყველაზე რომანტიული ტურისტული მიმართულება მსოფლიოში

კლასიკური, მყუდრო ადგილები, სადაც ნამდვილ სიყვარულს შეიგრძნობთ - National Geographic-ი ყველაზე რომანტიული ტურისტული მიმართულებების რჩეულ სიას გვთავაზობს.

ბრიუგე, ბელგია

აქ სეირნობისთვის საუკეთესო დრო შებინდებისასაა. ძველი ქალაქის გასწვრივ წყლის არხებზე სეირნობას განსაკუთრებულ ეფექტს მატებს მზის ჩასვლა, რომელიც უძველეს კოშკებს ოქროსფრად აფერადებს.

მიკონოსი, საბერძნეთი

კუნძულ მიკონოსზე ღია კაფეების მრავალფეროვანი არჩევანია. შეგიძლიათ მყუდროდ მოკალათდეთ რომელიმე მათგანის მაგიდასთან და მზის ჩასვლით დატკბეთ.

ფრანგული რივიერა

აქ რომანტიულ გარემოს გორაკებზე გაშენებული ქალაქები, დახვეწილი არქიტექტურის ხიდები და ლურჯი სანაპირო ქმნის.

ვენეცია, იტალია

ეს ის ადგილია, რომელიც დიდი ხანია ლიდერობს რომანტიული მიმართულებების სიაში. წყვილებს ყოველთვის იზიდავს წყლის ვიწრო არხებზე გონდოლით სეირნობა და მყუდრო კაფეებში ვახშმობა.

ნოიშვანშტაინის სასახლე, გერმანია

მე-19 საუკუნის ეს სასახლე მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს განსაკუთრებით ხიბლავთ. სწორედ ნოიშვანშტაინის სასახლე გახდა დისნეის "მძინარე მზეთუნახავის" სასახლისთვის შთაგონება. ტყით დაფარულ მთებს შორის მოქცეული სასახლე ყველა სეზონზე ულამაზესია.

რიო დე ჟანეირო, ბრაზილია

რიო არამხოლოდ გართობისა და ბრაზილიური ცეცხლოვანის ცეკვების მოყვარულებისთვისაა მიმზიდველი. მეტი რომანტიკისთვის აქ საბაგიროთი გასეირნებაც შეგიძლია. საბაგირო შუგარლოფის მთიდან იწყება და 220 მეტრ სიმაღლეზე მდებარე მორო და ურკას მწვერვალზე ჩერდება.

დასავლეთ სლოვენია

სლოვენიაში ერთ-ერთი ყველაზე რომანტიული ადგილი ბლედის ტბა და მასში მდებარე პატარა კუნძულია. კუნძლზე ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარია. ლეგენდის თანახმად, მას ვინც ეკლესიის ზარს სამჯერ ჩამოკრავს ერთი სურვილი აუსრულდება.

იუნანის პროვინცია, ჩინეთი

გარდა იმისა, რომ აქ აღმოსავლური ქვეყნებისთვის დამახასიათებელი განსაკუთრებულ გარემო დაგხვდებათ, შეგიძლიათ განსაკუთრებით რომანტიული ადგილიც შეარჩიოთ. ეს შავი დრაკონის პარკია. შეგიძლიათ აუზის პირას სავარძელში მოკალათდეთ და დათოვლილი მთის ხედით დატკბეთ.

სან სებასტიანი, ესპანეთი

სან სებასტიანს შესანიშნავი სნაპირო ზოლი აქვს, რის გამოც ის ელიტარულ საზღვაო კურორტად მიიჩნევა. ქალაქზე ულამაზესი ხედი იშლება ულიას მთის ქედიდან.

იუკკასიარვი, შვედეთი

თუ თოვლი და სიცივე არათუ არ გაშინებთ, პირიქით, უფრო რომანტიულად მიგაჩნიათ, მაშინ შვედეთში ამ რომნატიულ გამორჩეულ ადგილს უნდა ესტუმროთ. თეთრი თოვლით დაფარულ გარემოში ხის პატარა წითელი ეკლესია ნამდვილად დაიმსახურებს თქვენს მოწონებას.

მსგავსი
09 June 2017

5 რჩევა ოთხფეხა მეგობართან ერთად მოგზაურობისთვის

ხანგრძლივ მოგზაურობაში წასვლისას რთულია ოთხფეხა მეგობრის სახლში დატოვება, თუმცა მათი თან წაყვანაც არაა ადვილი. სწორი დაგეგმვის შემთხვევაში, მნიშვნე...

07 March 2017

გაზაფხული ევროპაში - 5 განსხვავებული მიმართულება

გაზაფხული მოგზაურობისთვის საუკეთესო დროა! მითუმეტეს, ევროპაში მოგზაურობისთვის, და მითუმეტეს მაშინ, როდესაც სულ მალე ველოდებით უვიზო მიმოსვლას შენგე...

15 February 2017

ისრაელში ცეცხლის გარდამოსვლის დღისთვის განსაკუთრებული წესები იმოქმედებს

2017 წელს ცეცხლის გადმოსვლის ცერემონია გაიმართება 15 აპრილს, მაცხოვრის ტაძარში, იერუსალიმის ძველ ქალაქში. ათასობით მომლოცველი დაესწრება ცეცხლის გად...

09 February 2017

საუკეთესო ადგილები ზვიგენთან ერთად ცურვისთვის

მოგზაურობის, წყალქვეშა აქტივობების და ექსტრიმის მოყვარულებისთვის ძალიან საინტერესო ტენდენცია გაჩნდა მსოფლიოს მასშტაბით. ზვიგენების გარემოცვაში ცურვ...

06 February 2017

10 ყველაზე რომანტიული ტურისტული მიმართულება მსოფლიოში

კლასიკური, მყუდრო ადგილები, სადაც ნამდვილ სიყვარულს შეიგრძნობთ - National Geographic-ი ყველაზე რომანტიული ტურისტული მიმართულებების რჩეულ სიას გვთავ...

30 January 2017

5 საუკეთესო ადგილი მარტო მოგზაურობის მსურველი ქალებისთვის

"ჭამე, ილოცე, შეიყვარე" - ეს ერთ-ერთია იმ ფილმებიდან, რომელიც არაერთი ქალისთვის შთაგონება გამხდარა. თუ თქვენც ასეთი ქალების რიცხვში ხართ,...

26 January 2017

10 საუკეთესო მუსიკალური ფესტივალი 2017 წლის ზაფხულისთვის

მზე, მუსიკა, მეგობრებთან ერთად გართობა - ეს იდეალური ზაფხულია. თუ აქტიური დასვენების მოყვარული ხართ და საზაფხულოდ ევროპაში მოგზაურობას გეგმავთ, იდე...

18 January 2017

10 საუკეთესო კუნძული თაფლობისთვის გასატარებლად

დაგვეთანხმებით, რომ საქორწინო მოგზაურობა უნდა იყოს დასამახსოვრებელი, თუმცა საუკეთესო მიმართულების შერჩევა ზოგჯერ საკმაოდ რთულია. Lonely Planet...

06 January 2017

ხეზე განთავსებული ორიგინალური სასტუმროები

რა თქმა უნდა, ყველას მოსწონს კომფორტული, მდიდრული სასტუმროს ნომრები, მაგრამ რას იტყოდით ახალ თავგადასვლებზე? მაგალითად, რამდენიმა ღამის გატარება ხე...

03 January 2017

საქართველო Vogue-ის 10 საუკეთესო ტურისტულ მიმართულებას შორის

ჟურნალი Vogue-ის ვებ-გვერდზე 2017 წლის ყველაზე "ცხელი" ტურისტული მიმართულების ათეული გამოქვეყნდა. არც მეტი, არც ნაკლები, ათეული საქა...