18 September 2015
  • 11268 ნახვა

სალხინო - დადიანების სასახლე

შემოდგომაზე საბოდიალო ადგილების სიაში ერთ-ერთ უპირატეს ადგილს სალხინო იკავებს. 2clk6 სადაა სალხინო? - სოფელი სამეგრელოში, მარტვილის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. მარტილიდან ტაქსით 5 ლარად მოხვდებით, სასახლის მდებარეობას კი ყველა მიგასწავლით. სასახლე ლევან დადიანისეულია. 1825-1826 წლებში აქ ხის უბრალო ოდა მდგარა, მაგრამ მიუხედავად ამისა, სამეგრელოს დედოფალი - ქვრივი ანა ცხოვრობდა. ორსართულიანი ქვის სახლის მშენებლობა აქ არჩილ ბატონიშვილის რჩევით დაიწყო დასაბოლოოდ სალომე მიურატის დროს დასრულდა. სასახლის ქვედა სართულზე განლაგებული იყო 35 მეტრი სიგრძისა და 10 მეტრი სიგანის მუხის სვეტებითა და ლამაზი ორნამენტებით მორთული მარანი. დიდ დარბაზში ჩაშენებული იყო ქვევრი და მასიური, მდიდრულად გაფორმებული ბუხარი, რომლის თავზედაც ბახუსის ქანდაკება იყო წამომჯდარი. კედლები მუხისა და წაბლის პანელებით იყო მოპირკეთებული. დღეს სალხინოში მოხვედრილ სტუმარს ხეების დიდი ხეივანი,  გაშლილი მინდორი, მოსასვენებელი სკამებით სავსე პარკი და ეკლესია ხვდება. ეზო ძალიან დიდი, ჩრდილიანი, მყუდრო და სასიამოვნოა. ეზოს გვერდით, მდინარის პირას კარვის გაშლაც შეიძლება, რიტაც ხშირად სარგებლობენ უცხოელი (და არამარტო) ტურისტები.     579768_473182476035460_1035094363_n 603617_473183699368671_934065587_n 3169_473182586035449_651510178_n 185250_473183649368676_1070897103_n 199844_473182372702137_2044189495_n 264250_473182759368765_1688203919_n 282391_473182049368836_382163758_n 419519_473184052701969_879849168_n 550412_473183022702072_353603735_n 550859_473182076035500_2018750301_n 559548_473182849368756_1817457744_n

მსგავსი
31 July 2018

აუცილებლად სანახავი ადგილები აჭარაში

თუ დასასვენებლად შავი ზღვის სანაპიროს ირჩევთ, შეგიძლიათ დასევენების პერიოდში განსხვავებული ...

12 July 2018

ველო ტურიზმი საქართველოში

საქართველოში ბოლო პერიოდში ექსტრემალური ტურიზმის სხვადასხვა სახეობა ვითარდება. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ველო ტურიზმია. ...

03 July 2018

კვარათხევი - ზაფხულის ცხელ დღეს

წოდორეთიდან რამდენიმე ხეობაში ჩავდივართ. რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ მათგანი, კერძოდ კვარათხევი აირჩია მეგობარმა, ყიჟინა ...

28 June 2018

საქართველოს საუკეთესო ხედები, სადაც მისვლა ადვილია

ვის არ გვინახავს სოციალურ ქსელში ჩვენი მეგობრების მიერ გაზიარებული სელფები, სადაც ფონად ულამაზესი ხედები იშლება. ზოგიერთი ...

25 June 2018

ყარაყაი - იგივე შავი კლდე

ყარაყაი იგივე შავი კლდე, თრიალეთის ქედის უმაღლესი წერტილია და 2850 მეტრს აღწევს.  აქ ჩვენი მეგობრებიც ნამყოფნი...

05 June 2018

ქუთაისიდან სათაფლიაში

ქუთაისიდან სათაფლიაში ტრადიციული, ასფალტდასხმული ტრასა და რომელიღაც ნომერი სამარშრუტო ტაქსი დადის, ასე რომ მავანს შესაძლოა აზრა...

03 June 2018

1 დღიანი გასვლა - წვერი-მსხალდიდი

ამ პოსტში გეტყვით იმ ერთდღიან ქალაქიდან გასვლაზე, რომელიც წინა კვირას საკუთარ თავს მოვუწყვე. ბევრი სიარული, ხედები, პ...

09 May 2018

ქუთაისი რომ ქალაქია...

მრავალი ათასწლეულის წინ თეთრქვებიანი მდინარის ხეობაში, გორაკებზე კოლხები დასახლდნენ. დასახლება ნელ-ნელა გაიზარდა და... დანარჩენ...

09 May 2018

როგორ დავქორწინდეთ მთაზე

ვიცი, სათაურმა დაგაბნიათ, ორაზროვანია და პოსტიც სწორედ ამიტომ გახსენით წასაკითხად. მთაზე ქორწინება მრავალნაირად შეიძლება...

03 May 2018

თეთნულდი - ჩემი პირველი მწვერვალი

თუ თქვენ გადაწყვიტეთ დაკავდეთ ალპინიზმით იცოდეთ, რომ სპორტის ეს სახეობა არ გაძლევთ უსაფრთხოების გარანტიას, იმ შემთხვევებშიც კი,...