13 October 2015
  • 10460 ნახვა

ტიმოთესუბანი - სამოთხე ბორჯომის მუნიციპალიტეტში

ბორჯომ-ბაკურიანის ტერიტორია რომ ნამდვილად საოცარი ადგილია, ეს ყველამ იცის. თუმცა ბორჯომის მუნიციპალიტეტში პატარა სამოთხე არსებობს და მას ტიმოთესუბანი ჰქვია. სოფელი წაღვერის თემს ეკუთვნის და ზღვის დონიდან 1100 მეტრზე მდებარეობს. აქ ნამდვილი დასვენების მოყვარულებისთვის მართლაც სამოთხეა: არაჩვეულებრივი ბუნება, კეთილმოწყობილი საოჯახო სასტუმროები და კოტეჯები, სტუმართმოყვარე მასპინძლები და, რაც მთავარია, ბიო პროდუქტები. ადგილობრივ კოტეჯებსა და ოჯახურ სასტუმროებში ნატურალური, საკუთარი ხელით მოყვანილი პროდუქტებით და ხილით გაგიმასპინძლდებიან, ფიჭვის ჩაისაც მოგართმევენ და გირჩის მურაბასაც. ეკო-კოტეჯები ეკოკოტეჯები ეზო 2 თუ ტიმოთესუბანს ესტუმრებით, აუცილებლად უნდა ნახოთ XI-XVIII საუკუნეების სამონასტრო კომპლექსი და ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი. ულამაზესი ტაძარი ნაგებია მოვარდისფრო ქართული აგურით. ეკლესია ქართული კულტურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია, რომელიც უნიკალური მოხატულობის გამო მსოფლიო კულტურის გადარჩენის ფონდშია შესული. მხატვრობა შესრულებია არაუგვიანეს XIII საუკუნის 20-იანი წლებისა და თამარ მეფის ეპოქის ბრწყივალე ძეგლთა რიცხვს მიეკუთვნება. ტიმოთესუბანი ეკლესია.jpg შემოდგომა მოხატულობა timotesubani_3 ტიმოთესუბანს თუ ზაფხულის მზიან დღეებში ესტუმრებით და ამინდი ხელს შეგიწყობთ, შეგიძლიათ პატარ-პატარა გამოქვაბულები და ჩანჩქერებიც ნახოთ. მოკლედ, აქ ყველაფერია იმისთვის, რომ დასვენება სასიამოვნოც გამოვიდეს და სასარგებლოც. ჩანჩქერი  

მსგავსი
31 July 2018

აუცილებლად სანახავი ადგილები აჭარაში

თუ დასასვენებლად შავი ზღვის სანაპიროს ირჩევთ, შეგიძლიათ დასევენების პერიოდში განსხვავებული ...

12 July 2018

ველო ტურიზმი საქართველოში

საქართველოში ბოლო პერიოდში ექსტრემალური ტურიზმის სხვადასხვა სახეობა ვითარდება. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ველო ტურიზმია. ...

03 July 2018

კვარათხევი - ზაფხულის ცხელ დღეს

წოდორეთიდან რამდენიმე ხეობაში ჩავდივართ. რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ მათგანი, კერძოდ კვარათხევი აირჩია მეგობარმა, ყიჟინა ...

28 June 2018

საქართველოს საუკეთესო ხედები, სადაც მისვლა ადვილია

ვის არ გვინახავს სოციალურ ქსელში ჩვენი მეგობრების მიერ გაზიარებული სელფები, სადაც ფონად ულამაზესი ხედები იშლება. ზოგიერთი ...

25 June 2018

ყარაყაი - იგივე შავი კლდე

ყარაყაი იგივე შავი კლდე, თრიალეთის ქედის უმაღლესი წერტილია და 2850 მეტრს აღწევს.  აქ ჩვენი მეგობრებიც ნამყოფნი...

05 June 2018

ქუთაისიდან სათაფლიაში

ქუთაისიდან სათაფლიაში ტრადიციული, ასფალტდასხმული ტრასა და რომელიღაც ნომერი სამარშრუტო ტაქსი დადის, ასე რომ მავანს შესაძლოა აზრა...

03 June 2018

1 დღიანი გასვლა - წვერი-მსხალდიდი

ამ პოსტში გეტყვით იმ ერთდღიან ქალაქიდან გასვლაზე, რომელიც წინა კვირას საკუთარ თავს მოვუწყვე. ბევრი სიარული, ხედები, პ...

09 May 2018

ქუთაისი რომ ქალაქია...

მრავალი ათასწლეულის წინ თეთრქვებიანი მდინარის ხეობაში, გორაკებზე კოლხები დასახლდნენ. დასახლება ნელ-ნელა გაიზარდა და... დანარჩენ...

09 May 2018

როგორ დავქორწინდეთ მთაზე

ვიცი, სათაურმა დაგაბნიათ, ორაზროვანია და პოსტიც სწორედ ამიტომ გახსენით წასაკითხად. მთაზე ქორწინება მრავალნაირად შეიძლება...

03 May 2018

თეთნულდი - ჩემი პირველი მწვერვალი

თუ თქვენ გადაწყვიტეთ დაკავდეთ ალპინიზმით იცოდეთ, რომ სპორტის ეს სახეობა არ გაძლევთ უსაფრთხოების გარანტიას, იმ შემთხვევებშიც კი,...