შემოდგომის აქტივობები ბუნებაში დროის გასატარებლად

ფოთოლცვენა უკვე დაიწყო, რაც ნიშნავს, რომ მალე ზამთარი მოვა, დავიწყებთ საახალწლო სამზადისსდამეტ დროს სახლში, მყუდროდ გავატარებთ. ამიტომ, სანამ ხეები ყველაზე ჭრელია და ამინდი-იდეალური, შემოდგომის აქტივობები არ უნდა გამოვტოვოთ. გთავაზობთ რამდენიმე იდეას, რაც უქმე დღეების სასიამოვნოდ გატარებას გპირდებათ და რაც მთავარია ბუნების სიახლოვეს ყოფნას.

გასეირნება ტყეში

ეს სანახაობა არ უნდა გამოტოვოთ, ასეთი ჭრელი ბუნება არასდროსაა. მიწა ფოთლებითაა დაფარული და ამ დროს გასეირნება ყველანაირი სტრესისგან გვათავისუფლებს. რაც მთავარია, ამ სანახაობისთვის შორს წასვლა აუცილებელი არაა. ქვემოთ ჩამოთვლილი ადგილები თბილისიდან ყველაზე მეტი, ორი საათის სავალზეა:

  • საბადურის ტყე- 22კმ. 55 წუთი.
  • რკონი- 69კმ. 1 საათი 53 წუთი
  • კოჯრის ტყე- 23კმ. 35 წუთი

ველოსიპედით სეირნობა ლისის ტბაზე

თუ თბილისში ცხოვრობთ და ქალაქგარეთ გასვლის დრო არ გაქვთ, შეგიძლიათ, ლისის ტბასთან ახლოს ველოსიპედი იქირაოთ და ტბის გარშემო არსებულ ბიიკზე გაისეირნოთ. ერთი წრე 3 კილომეტრი სიგრძისაა, საკმაოდ კარგი ვარჯიშია კუნთებისთვის, და სასარგებლოა გონების გასასუფთავებლად. აქვე შეგიძლიათ მოაწყოთ პიკნიკი და მთელი დღე სასიამოვნოდ გაატაროთ.

ფრინველებზე დაკვირვება

საუკეთესო პერიოდია კოლხეთის დაბლობის სტუმრობისთვის, ამ დროს ფრინველები თბილ ქვეყნებში მიფრინავენ, რაც სასწაულ სანახაობას ქმნის. კოლხეთის დაბლობი საქართველოში ერთ-ერთი ცხელი წერტილია, ტბების და ჭაობების სიმრავლის გამო ზაფხულში საკმაოდ ბევრი მწერია, ამიტომ საუკეთესო სეზონი-შემოდგომაა. გაისეირნეთ ტბაზე ნავით, მოიმარჯვეთ ბინოკლი და უყურეთ საოცარ მზის ჩასვლას.

რთველი კახეთში

ვის წარმოუდგენია კახეთი რთველის გარეშე და შემოდგომა კახეთში სტუმრობის გარეშე? ამ დროს შეგიძლიათ ჩაერთოთ რთველის პროცესში, ისწავლოთ ფელამუშის დამზადება, შემდეგ კი, ჩურჩხელების ამოვლება, გაიგოთ მეტი ყურძნის სხვადასხვა ჯიშების და ღვინის დამზადების ტექნოლოგიების შესახებ.

ცხენით ჯირითი

ახალი უნარის სწავლა, ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო აქტივობაა ადამიანისთვის. მოიძიეთ თქვენს მახლობლად მდებარე საცხენოსნო კლუბი და ისწავლეთ ცხენით ჯირითი, დღის მანძილზე ბუნებაში გაატარებთ დროს და სასიამოვნო ემოციებით დაიტვირთებით.

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
საქართველოში
42 %
ევროპაში
22 %
აზიაში
6 %
თურქეთში
7 %
ეგვიპტეში
8 %
საბერძნეთში/კვიპროსზე
6 %
სახლში
10 %