08 March 2016
  • 1410 ნახვა

ლაგოდეხი, ნინოსხევის (გურგენიანის) ჩანჩქერი

ჩანჩქერის სანახავად საუკეთესო პერიოდი გვიანი გაზაფხულიდან ზაფხულის ბოლომდეა, მაშინ, როცა ყველაფერი გაფოთლილია და ტემპერატურა საკმარისია იმისათვის, რომ დასველებულებს ძალიან არ შეგვივდეს. dsc2409 ტური იწყება გურგენიანის საინფორმაციო ცენტრიდან და საცალფეხო ბილიკით მიემართება მდინარე ,,ნინოს ხევის” პარალელურად.  ბილიკის სიგრძე დაახლოებით 8 კილომეტრია და მის გავლას 3-4  საათი ჭირდება. ბილიკი კარგადაა მარკირებული. იყავით მზად, რომ დასველება მოგიწევთ, მდინარის გადალახვა და ზოგერ წაქცეულ ხეებზე გადავლაც. dsc2508 მდინარის ხმაური, პატარ-პატარა წყალვარდნილები, უზარმაზარი ლოდები, ხეობაში მოხეტიალე სასიამოვნო სიო ერთობ სახალისოს და სათავგადასავლოს გახდის თქვენს მოგზაურობას. გზად გვეძლევა შესაძლებლობა შევხვდეთ იშვიათ რელიქტურ მცენარეებს, კერძოდ: ლაგოდეხის ნაღველას, ლაგოდეხის თეთრყვავილას, იულიას ფურუსულას, ჯონჯოლს, ლაფანს, წაბლს, ქართულ მუხას dsc2414 dsc2429 მართალია ბილიკი ხეობას მიუყვება, მაგრამ რაღაც მომენტში ხელმარჯვნივ მოგიწევთ ბილიკით მდინარის ზემოდან გადავლა. ყურადღებით იყავით, რომ ეს მომენტი არ გამოგეპაროთ. ბილიკის დასაწყისი საკმაოდ მაღლაა და ასაძვრომად მოხერხება დაგჭირდებათ. რამოდენიმე მეტრის გავლის შემდეგ კი თქვენს წინ ულამაზესი 40-მეტრიანი ჩანჩქერი გამოჩნდება. dsc2437 მათთვის, ვისაც ექსტრიმი უყვარს, ჩანჩქერის ზემოთ შეუძლია ავიდეს გვიმრებში დამალული ბილიკით. ზემოთ მშვენიერი საბანაკე ადგილია და ცეცხლის დანთებაც შეიძლება. განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ჩანჩქეთან, და ზემოდან გადმოხედვა მაშინ, როცა ლოდები სველია, რეკომენდებული არაა. dsc2489 ასასვლელი საკმაოდ ციცაბოა და ხშირად ტალახიანი, თუმცა მოლოდინებს ნამდვილად ამართლებს.
მსგავსი
12 October 2017

მაჭის ციხე - შემოდგომა ლაგოდეხის ნაკრძალში

ლაგოდეხის ნაკრძალი რაოდენ მშვენიერი სანახავია, ამის მოყოლას არ დავიწყებ. ჩვენს დიდ უმრავლესობას იქ ზაფხულობით დაგვისვენია, თუმც...

21 September 2017

რა მასწავლა კახისის ტბამ

მიყვარს შემოდგომა. მიყვარს ბევრი მიზეზის გამო:  იმიტომ, რომ  მთაში ჩაის გემო ეძლევა, იმიტომ, რომ შარფების ხმარებას ვი...

29 August 2017

ვარძია - მოგზაურობა მესხეთში

მესხეთში მოგზაურობა წარმოუდგენელია ვარძიის ნახვის გარეშე. ვარძია ხომ არა მარტო მესხეთის, არამედ მთლიანად საქართველოს ისტორიის გ...

29 August 2017

ზარზმა/ჭულევი - მოგზაურობა მესხეთში

ზაფხულის უდიდეს ნაწილს მესხეთში ვატარებ, ამიტომ ვცდილობ დასვენება მოსაწყენი და ერთფეროვანი არ იყოს. მესხეთი კი ბევრ შესაძლებლობ...

21 August 2017

აბასთუმანი - მოგზაურობა მესხეთში

გრძელდება ჩემი მესხური მოგზაურობა. ამჯერად მინდა მოგიყვეთ საქართველოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კურორტზე - აბასთუმანზე. ახალციხიდ...

15 August 2017

ბორჯომი , და არა მარტო...

დარწმუნებული ვარ ქალაქში, რომელზეც ახლა უნდა ვისაუბრო, ყველა თუ არა უმეტესობა თქვენგანი მაინც არის ნამყოფი და შეიძლება ეს თქვენ...

10 August 2017

ისტორიული ახალციხე

ამჯერად ეს პოსტი ოდნავ განსხვავებული იქნება, რადგან ქალაქი, რომელზეც უნდა მოგიყვეთ, ჩემი მშობლიური ქალაქია. რა თქმა უნდა,&...

24 July 2017

საირმე – მწვანე მარგალიტი

 თუ მწვანე თქვენი საყვარელი ფერია, მაშინ საირმე აუცილებლად შეგიყვარდებათ, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არ არის აუცილებელი პირო...

11 May 2017

ნავენახევის მღვიმე - 210 მეტრიანი მღვიმე თერჯოლაში

განსხვავებული ფორმის სტალაგმიტებით, სტალაგნატებითა და სტალაქტიტებით გამორჩეული 210 მეტრის სიგრძის ორსართულიანი მღვიმე ჯერ კიდევ...

05 April 2016

ბირთვისები - აუღებელი ციხე

ბირთვისის ციხის კომპლექსი ქვემო ქართლში, ალგეთის ხეობაში თეთრიწყაროდან ჩრდილო-აღმოსავლეთით  მდებარეობს. ბირთვისი ბუნების  გამორ...