03 July 2018
  • 6902 ნახვა

კვარათხევი - ზაფხულის ცხელ დღეს

წოდორეთიდან რამდენიმე ხეობაში ჩავდივართ.
რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ მათგანი, კერძოდ კვარათხევი აირჩია მეგობარმა, ყიჟინა შემოგვძახა და ჩვენც გასაგრილებლად მწკრივში ჩავეწყეთ...
ეს ხუმრობით და ისე მართლაც რომ კარგი დღე გამოვიდა... დილით წოდორეთში ავედით, იქიდან ფეხით ჩავუყევით ხეობას. ჯერ ერთ ხელოვნურ ჩანჩქერს მივადექით, ზურგით რომ შეეშვირები და ზაფხულის გემოს იგრძნობ...
შემდეგ ზემოთ ავუყევით . დაახლოებით 1 საათის მანძილზე მიჭყაპუნობ პატარა ხეობაში. წყალი სეზონის მიხედვით იცვლება თუმცა ზაფხულში მუხლამდე ძლივს გწვდება. რამდენიმე ადგიალს კი კარგ ჯაკუზს იკეთებს, ისეთს რომ უნდა გაირბინო და პირველი ჩახტე სანამ სხვები აგიმღვრევენ...
ხეობა ვიწროა და ძალიან გრილი. მთავარ პუნქტთან მისულს უკვე იმდენად აღარ მცხელოდა, რომ დასველება მეზარებოდა კიდეც...
მაგრამ აბა რისთვის ავედით თუ " ჯაკუზში " არ ჩავხტებოდით...
მივადექით თუ არა მთავარ "ჯაკუზს" მოვიძიეთ ჩანთებში 5 ლიტრიანები, "კუდუსუნის ბავშობისდროინდელი" დასაცავი ამბავია... და დაიწყო მერე სრიალი.. გრიალი... ღრიალიც... 
ზოგი მარტო ეშვებოდა, ზოგი 3 ერთად და ბოლოს 5-ზეც ავედით... დანარჩენზე ქვეშსაგები არ გვეყო...
წესები მარტივი იყო: იწყებდი თავიდან, ჩასრიალდებოდი და რაც შეგეძლო უსაფრთხოდ, მაგრამ პომპეზურად უნდა გაგედინა ტყლაპანი წყალში...
ერთადერთი ნაკლი ის იყო, რომ წყალი ოდნავ შლამიანი დაგვხვდა ... თუმცა! პრობლემა სულ გადაწყდება თუ მოინდომებ.!
სანამ ჩვენ ვსადილობდით რამდენიმე მეგობარმა "ჯაკუზის ამოსუფთავება" დაიწყო. შემდეგ იქვე (რომ არ ვიცი საიდან გაჩნდა) მილი იპოვნეს. მარტივი მექანიზმი აამუშავეს და 15 წუთში მთლიანად ამოტუმბეს წყალი ჩვენი ჩასახტომიდან. მერე სილა და შლამიც ამოიღეს და გავსებას დაველოდეთ...
შედეგი ერთი-ათად ემჩნეოდა და ამ ამბავმა ყველას გაგვიათმაგა სურვილი, რაც შეიძლება მალე ჩავსრიალებულიყავით...
დაახლოებით 3 საათი ამ ამბავში ვიყავით. ხან ვისვენებდით, ხან ვსადილობდით, ხან ვსრიალებდით, ხან უბრალოდ წყალში ვისხედით...
მერე ეგეც მოგვბეზრდა და გზას უკან დავადექით... გავიარეთ მთლიანი ხეობა... და ძველ ვეზისში ჩავედით. იქიდან უკვე სოფელ დიღომში ამოვუხვიეთ და სახლებში დავიშალეთ. კვარათხევი
სულ რაღაც 5 საათი წაიღო დღემ, რომელმაც გამართო გამაგრილა და თავი დამამახსოვრა მშვენიერი ემოციებით...
ხოუდა. დაგეგმე. წადი. ნახე. იპოვნე და გაერთე. ^_^ ..


მსგავსი
30 September 2015

ციხისძირში მდებარე ქაჯეთის ციხე

პეტრას ციხე, ქობულეთიდან 3-4 კილომეტირს დაშორებით მდებარეობს.  მას  უკავშირდება სოფელ ციხისძირის სახელიც . ის იმპერატორ იუსტინიანე...

26 September 2015

ფირუზისფერი რიწის ტბა

რიწის ტბა აფხაზეთში მდებარეობს.  1946 წელს შეიქმნა რიწის დაცული ტერიტორია   ტბისა და მისი შემოგარენის ბუნების დასაცავად. ზღვიდან ა...

26 September 2015

მდინარე ალაზანი - რომაული ლეგიონის შებრძოლების ადგილი

მდინარე ალაზანი  საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვრებს გასწვრივ მიედინება.  ზამთარში წყალმცირეა, ხოლო    გაზაფხულიდან მოვარდნა იც...

20 September 2015

პრომეთეს ზღაპრული სამყარო

  სხვადასხვა ფერის სტალაგმიტები და სტალაქტიტები, ბუნების მიერ გამოთლილი უცნაური ფორმის ფიგურები - ეს პრომეთეს მღვიმეა. ...

19 September 2015

ერთადერთი ორ გუმბათოვანი ეკლესია საქართველოში

კახეთის ტურისტულ და ისტორიულ ძეგლებში გურჯაანის ყველაწმინდის ტაძარი უდავოდ გამორჩეულია. ტაძარი საქართველოში ერთადერთი ორ გუმბათ...

18 September 2015

სალხინო - დადიანების სასახლე

შემოდგომაზე საბოდიალო ადგილების სიაში ერთ-ერთ უპირატეს ადგილს სალხინო იკავებს. ...

18 September 2015

5 ადგილი კახეთში, რომელიც შემოდგომაზე უნდა მოინახულო

კახეთი -ყურძნის და ღვინის მხარეა. მაგრამ რთველში წასვლის და ღვინის დაგემოვნების გარდა, აქ ის ადგილებიცაა, რომელიც შემოდგომის ფოთოლ...