01 February 2016
  • 6968 ნახვა

კუნძული სქაი

კუნძული სქაი შოტლანდიას ეკუთვნის და ჰებრიდის არქიპელაგის ყველაზე დიდი კუნძულია. არქიპელაგის შემადგენლობაში სულ  36 დასახლებული და 43 დაუსახლებელი კუნძული შედის. კუნძულის ფართობი 1656,25  კვადრატული კილომეტრია, ხოლო კუნძულის უმაღლესი წერტილიზღვის დონიდან 993 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს.   5704210-1000-1452672927-islae-of-skye კუნძული მთაგორიანი პეიზაჟებითაა ცნობილი. კლიმატი აქ ნოტიოა, ზღვისპირა, და ნალექების სიუხვით გამოირჩევა წელიწადის ნებისმიერ დროს. აქ ხშირია ქარიც. კუნძულზე დაახლოებით ათი ათასი ადამიანი ცხოვრობს.  ყველაზე მსხვილი დასახლებული პუნქტი ქალაქი პორტრია, რომელიც ძალიან ლამაზი ნავსადგურითაა ცნობილი. კუნძულის მაცხოვრებლების შემოსავლის ძირითადი წყარო ტურიზმი, სოფლის მეურნეობა და მეთევზეობაა. არქიპელაგის კუნძულებს შორის სატრანსპორტო მიმოსვლა ბორნების და ნავების მეშვეობით ხდებოდა, 1995 წელს კი უკვე საავტომობილო ხიდიც გაიყვანეს. 5704560-1000-1452672927-2 განსაკუთრებით ლამაზია კუნძულის სანაპირო ზოლი, რომელიც საკმაოდ უცნაური ფორმის კლდეებით, ზღვაში მკვეთრად შეჭრილი კონცხებით და პლაჟებით გამოირჩევა. 5703860-1000-1452672927-DSC_0289 5703910-1000-1452672927-Fairy-Pools-Isle-of-Skye კუნძული სქაი ძალიან მოეწონებათ ველური ბუნების მოყვარულებს, მოლაშქრეებს, ეკოტურიტებს და ფოტოგრაფებს. გარდა იმისა, რომ ულამაზესი პეიზაჟებია, ბუნება ძალიან მრავალფეროვანია და ფერების სიუხვით გამოირჩევა. 5704010-1000-1452672927-1280x1024_isle-of-skye-scotland-tsvetyi-ostrov-skaj-shotlandiya 5704060-1000-1452672927-33 ცხვრის ფარები თავისუფლად დადიან საძოვრებზე და ხშირად ხვდებიან ტურისტების კადრებში. 5704110-1000-1452672927-44 კუირანგი - კუნძლის კიდევ ერთი ლამაზი ადგილი - მაღალი გორებით, ფერად-ფერადი მინდვრებით და  პანორამული ხედებით. 5704160-1000-1452672927-img_2208_tonemapped მაკლაუდების კლანის ციხე-სიმაგრე, დაინვეგანი, უკვე 8 საუკუნეს ითვლის. ოდესღაც მთელ კუნძულს მაკლაუდების კლანი განაგებდა.5704310-1000-1452672927-W5YKS4F 5704510-1000-1452672927-scotland-02 კუნძულზე მდინარე სლინგაჰანი ჩამოედინება. არც ისე წყალუხვი მდინაარე ძალიან ლამაზია.  ალაგ-ალაგ ძველი, ქვისგან ნაგები ხიდებიც შეიძლება შეგხვდეთ, რომლებიც დღესაც კარგ მდგომარეობაშია.5704610-1000-1452672927-66 აქ საავტომობილო გზებიც კი ორგანულად ერწყმის პეიზაჟებს. 5714310-1000-1452684691-Fairy-Pools-Scotland კუნძულის ყველაზე ლამაზ ადგილას ფერიების აუზი ითვლება.sky island კუნძული სქაი - ადგილი, რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულოს ველური ბუნების ყველა მოყვარულმა.

მსგავსი
23 October 2015

მარდინის აღმოსავლური სილამაზე

ქალაქი მარდინი აღმოსავლური კულტურის სარკმელია.  ქალაქი აღმოსავლეთ თურქეთში, მარდინის პროვინციის ადმინისტრაციულ ცენტრში მდებარეობს....

11 October 2015

საშიში და ვიწრო ხეობა – ლიხთენსთეინსლამი

ავსტრიის ალპებში მდებარეობს ლიხთენსთეინსლამის  4  კილომეტრი სიგრძის ვიწრო ხეობა,  რომელიც გარშემორტყმულია 300 მეტრი სიმაღლის კედლე...

16 October 2015

მსოფლიოს ოკეან-აკვარიუმები

ლისაბონის ოკეანის აკვარიუმი   პორტუგალიაში  "ერების პარკში" მდებარეობს, რომელიც  1998 წელს იყო მ...

10 October 2015

ინგლისის ულამაზესი ტურისტული ადგილები

იორკშირი  ყველაზე დიდი საგრაფოა ჩრდილოეთ ინგლისში; საგრაფოს რელიეფი მრავალფეროვანია: ჩრდილო–დასავლეთში ინგლისის უმაღლესი მთებია, ს...

13 October 2015

სადილი ცაში

სადილი ცაში, 50 მეტრის სიმაღლეზე, მართლაც რომ სიგიჟეა. პროექტი, რომელშიც ჩართულია 30-ზე მეტი სხვადასხვა ქვეყნები, ამწეების საშუალე...

24 September 2015

როტერდამის დახრილი სახლები

ჰოლანდიური დახრილი  ანუ კუბის სახლები  როტერდამში მდებარეობს.  კუბის ტიპის სახლი 45 გრადუსით გადახრილ, ერთ მთლიან საცხოვრებელ კომპ...