09 October 2017
  • 323 ნახვა

უშგულის ეთნოგრაფიული მუზეუმი

უშგული ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დასახლებული სოფელია. აქ მდებარე ეთნოგრაფიული მუზეუმი წარმოადგენს მე-13 საუკუნის სვანური ტიპის ორსართულიანი კირწყლით ნაშენ შენობას ე.წ „მაჩუბ დარბაზს“, რომელიც ორფერდიანი სვანური მშენებლობის ტრადიციული ფორმით დამახასიათებელი ფიქლის ბრტყელი ქვებით არის გადახურული. ორივე სართული შენარჩუნებულია იმჟამინდელი სახით.უშგულის ეთნოგრაფიული მუზეუმიპირველი სართული „მაჩუბი“ ზამთარში განკუთვნილია ადაიანებისა და საქონლის ერთობლივ სადგომად. ჰიგიენური თვალსაზრისით, საქონლისა და ადამიანების სადგომი ერთმანეთისგან გამოყოფილია ხის ტიხარით, რომელსაც „გვალს“ უწოდებენ. ეს არის ორ სართულიანი ხის თაღოვანი სადგომი, იზოლირებულია ოყალო ტკეპნილი იატაკით. გაფორმებულია მხატვრულ-საკრალური ორნამენტით, კერძოდ არკოვანი თაღის ხის ზედა ფრიზზე, გამოსახულია ასტრალური მნიშვნელობის, დიდი „სვასტიკები“ მასში ჩასმული მომატებისა და გამრავლების პატარა ჯვრებით.

უშგულის ეთნოგრაფიული მუზეუმისაქონლის სადგომის ზედა, მეორე სართულზე შენარჩუნებულია ხის ორი უძველესი საწოლი, თხა-ცხვრების დასაბინავებელი თაღოვანი სადგომი, ოყალო მიწით ტკეპნილ სოხანეზე (იატაკზე) ძველი კერია, სამზარეულო ე.წ „ბოჯარი“ თავისი მოწყობილობებით, უძველესი ფიქლის ქვებისგან შეკრული მარანი, სვანური აკვანი დაკიდებული რგოლებზე, ასეევე სვანეთში ერთადერთი აწყობილი 17 საუკუნის ჰორიზონტარული საქსოვ-სართავი დაზგა თავისი ატრიბუტებით. მზეუმს ასევე გააჩნია როგორც სასოფლო-სამეურნეო ასევე საბრძოლო დანიშნულების იარაღები, საშინაო მოხმარების, ხის ფესვებისგან დამზადებული მონოლითური კიბე, რელიგიური საკულტო მომსახურების ნივთები, ხის ძველი ავეჯი, რკინისა და თიხის საყოფაცხოვრებო ადგილობრივი ნივთები.უშგულის ეთნოგრაფიული მუზეუმიმუზეუმი თანდათან ივსება ძველი, ადგილზე დამზადებული თუ მოპოვებული უძველესი ნივთებით.

მუზეუმის ბილეთის ღირებულება - 5.00 ლარია.უშგულის ეთნოგრაფიული მუზეუმი

მსგავსი
09 October 2017

უშგულის ეთნოგრაფიული მუზეუმი

უშგული ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დასახლებული სოფელია. აქ მდებარე ეთნოგრაფიული მუზეუმი წარმოადგენს მე-13 საუკუნის სვანური...

16 February 2016

Ushguli

The Ushguli villages contain buildings that are part of the UNESCO Heritage site of Upper Svaneti. Preserved by its long isolat...

30 January 2016

The best of Kakheti - Tsinandali

Tsinandali, the historical home of Alexandre Chavchavadze and his family, is one of Georgia’s most important cultural sites.  Tsin...

04 January 2016

Georgian Winemaking Method Using the Kvevri

Georgia is one of the oldest wine regions in the world. The fertile valleys of the South Caucasus house the source of the w...

27 December 2015

Rabati Fortress

Rabati fortress is a medieval castle complex is located in  Akhaltsikhe, Southern Georgia.  Name "Akhaltsikhe" means "a new fortre...