21 May 2017
  • 547 ნახვა

გაღმა-გამოღმა ანუ ჭაუხის ორივე მხარეს

სოფელი სნო, ღამის 2 საათი. მთავარის შუქზე მოსიარულე სამი ბიჭის სიმღერის ხმა დიდი ქვების ჩრდილებს უვლის, მთებზე იზვირთება და უკან ექოთი ბრუნდება. ამ ბიჭებიდან ერთ-ერთი მე ვარ. არაფრით გამოვირჩევი, მეც მეშინია ღამის სიჩუმის და დიდი ქვების, თავიდან დათვი რომ მგონია.

თავიდან ყველაფერი ავტოსტოპით დაიწყო. უამრავი გამოცვლილი მანქანის შემდეგ, ჩამოვედით სნოს გადასახვევთან. გვიანი იყო, თუმცა მთვარე ლამპიონივით გვინათებდა გზას და ჩვენც აუღელვებლად დავდიოდით. კარავი ადვილად გავშალეთ და მგზავრობისგან დაგლილებს მალე ჩაგვეძინა.

დილით, როგორც ყოველთვის ერთმანეთის გაღვიძებას და ყავის მომზადებას უფრო დიდი დრო შევალიეთ, ვიდრე აბარგებას. ღამით გაციებულ მიწას მზის სხვები თავს დაესხნენ და ნამი მალევე ამოაშრეს. სოფელ ჯუთამდე რამდენიმე კილომეტრი გვაშორებდა, თუმცა იღბალი ჩვენ მხარეს იყო, კიდევ ერთმა მანქანამ გაგვიყოლა და დაგეგმილზე ადრე ჩავედით დანიშნულების პუნტქში. ჩვენი გეგმა მარტივი იყო, ველოდებით კიდევ ორ მეგობარს ჭაუხის ძირში. ბევრი დრო გვაქვს, ამიტომაც სურათები გადავიღეთ, სოფელი მეტნაკლებად დავათვალიერეთ და ჭაუხისკენ გავეშურეთ.

ჭაუხები

არასოდეს მესმოდა იმ ადამიანების, რომლებსაც რამდენიმე საათი ყოფნით იმისთვის, რომ ესეთი ადგილები დაათვალიერონ. მე, სანამ თვალები არ დამეღლება, სანამ ყოველ კუნჭულს არ დავინახავ იქამდე ვერ ვძღები. ბოლოს ყოველთვის იმ აზრამდე მივდივარ, რომ ამ ადგილას ცხოვრებაზე უკეთესი არაფერი იქნებოდა. ალბათ, იმ ადამიანებს ნიჭი აქვთ და რამდენიმე საათი ყოფნით, იმისთვის რომ ესეთი ადგილების სრულყოფილებას ჩაწვდნენ, დატბკნენ და რეალურს დაუბრუნდნენ. შესაძლოა უნდა მშურდეს, მაგრამ ამას აზრი არ აქვს. ზურგით ჭაუხს ვეყუდები და მზერაში მთელი სილამაზე მაქვს მოქცეული. ცა მთებს ადგას და მთებიც ოდნავ მოხრილია სიმძიმისგან. შენც მთის მსგავს ძალას გრძნობ, შეგიძლია მიწვდე ცას, ოდნავ ჩამოწიო. ცოტა ხანი მთები დაასვენო და მზის ჩასვლა ხელის მოძრაობით აკონტროლო, მაგრამ ბალახებს უფრო მჭიდროდ ყავხარ დაჭერილი. შენც დუნდები, სიმსუბუქეს გრძნობ, ბალახიან გორაზე მშვიდად ბოლთას სცემ.

გრილი ქარი უბერავს. ღრუბლები ისე სწრაფად მოძრაობს, გეგონება მზის სხივები რაღაც მისტიკურ თეატრალურ წარმოდგენას დგამს მთის დახრილ ფერდობზე. ერთი მეორეს მონაცვლეობით ჩრდილები დარბიან და გაკარგვინებენ დროის შეგრძნებას. შენთვის ეხლა, ღრუბლების მოძრაობის ციკლია ახალი სათვლელი და არა საათის რუტინული წიკწიკი. ქარი ჩემ ჩამოტანილ ფიქრებს და მტვერს, ჰაერში შლის და უსასრულო სივრცეს უმნიშვნელო ფენად ადებს. თითქოს ცუდი ფიქრების სასაფლაოა ირგვლივ, მაგრამ შეწუხების ნაცვლად სიამოვნებას ვგრძნობ. ვხვდები, რამდენი ადამიანი განთავისუფლდა აქ.

ჭიუხები

ლოდინი დიდხანს მოგვიწია, მაგრამ დანარჩენი ორი მეგზურიც შემოგვიერთდა. გავუზიარეთ აქამდე მოსვლის ამბები ერთმანეთს და ბანაკის გაშლას შევუდექით. ვარსკვლავები, მილიონობით მანათობელი უმოძრაო ციცინათელა, იასამინისფერი ლაქები სამყაროს სიღმეში და ჩემ თვალში დატყვევებული მათი ანარეკლი. დაღამდა მთაში...

დილით ცივი ნიავმა ყავაზე სწრაფად გამომაფხიზლა. მთებზე ბალახი აჯაგრულიყო, თითქოს ჩვენი იქ ყოფნით გაბრაზდა და წასვლას გვიბრძანებდა. ჩვენც გვეჩქარებოდა და არ დავაყოვნეთ, მალევე ავიბარგეთ და მოგზაურობა განვაგრძეთ. ბილიკებით დასერილ მთებში უსუსურად გამოვიყურები, მაგრამ ხარბად ვაბიჯებ მიწას, თითეული ნაბიჯის შესაგრძნობად. ჩემი და მზის უთანხმოებამ იჩინა თავი და მალევე დავიწვი. მთები ზემოდან დამყურებენ და მე ფიქრებით მათ თავზე ვარ მოქცეული, როგორც მათი დამმორჩილებელი. სიმაღლის მატებასთან ერთად, გულის ფეთქვაც მატულობს. ერთი მეგზური ჩამოგვრჩა, მაგრამ არ ვდარდობ და არც ვბრაზდები. მშვიდად ველოდები და უკან გამოხედვისას ერთით მეტი მოგონება მრჩება გამოვლილი გზის. ამისთვის მადლობა მას. რამდენიმე საათის შემდეგ, უღელტეხილის თავში მოვექეცით. ამდენი თოვლიანი მთა ერთად არ მინახავს. თუ სამოთხეს გალავანი აქვს უთუოდ ეს უნდა იყოს. სადმე უხილავი კარიც იქნება, სადაც უნდა დააკაკუნო, მაგრამ ძებნას აზრი არ აქვს. გათამამებულ მზერით გადავავლე თვალი ჩვენ ყოფილ საბანაკე ადგილას და ხევსურეთის მხარეს განვაგრძე სვლა.

აბუდელაურის ტბები, ხევსურეთი, ჭაუხები

დარწმუნებული ვარ, როცა ღმერთი თავის ქმნილებებისთვის ფერებს არჩევდა ხევსურეთი პალიტრად გამოიყენა. თეთრი, ლურჯი და მწვანე ტბები, ყვავილებით მოფანტული ხეობა, მზით გახუნებული ქვები და ჯიუტი თოვლი ზაფხულში. არ შეიძლება ჩამოვჯდე და საათობით ვუყურო აქაურობას? სამწუხაროდ არავინ მაცლის, საბანაკე ადგილი აღარ იქნებაო და მალევე დავეშვით სამოთხის სიმაღლიდან.

აბუდეალურის ფერადი ტბები

ზღვაში როგორც შედიხარ ნელ-ნელა და წყლით იფარები, ზუსტად ეგრე ვიფარები ყვავილებით. დაკრეფა არ ჭირდება, ისედაც ყვავილების ყველაზე დიდი თაიგულში ხარ. ღრმად ვსუნთქავ, მეშინია სურნელი არ ამოიწუროს, მაგრამ არ ვჩერდები. ნელ-ნელა ბანაკს ვუახლოვდებით და ვიცი, ბევრი დრო მექნება აქაურობას სანახავად. მართალია უკვე ვარ ნამყოფი, მაგრამ ახალი ემოციები უფრო ძლიერია. ყვავილების სურნელი, უამრავი ფერი, სიჩუმე, ერთი ჩიქა ყავა და ზურგს უკან თბილი მიწა. საერთოდ, რატომ ვბრუნდებით სახლში...

ჭაუხები

ლაშქრობაში გიწევს მრავალი სირთულის გადალახვა. უღელტეხილის გადავლა, დიდი ხანი უწყლოდ ყოფნა, საკუთარი ჩანთის სიმძიმე,  თუმცა ეს ყველაფერი არაფერს ნიშნავს სახლში წამოსვლის ფიქრებთან შედარებით. უეცრად თავი გიმძიმებდა. აქამდე დავიწყებული პრობლემები ნელ-ნელა ტივტივდება გონებაში და გასავლელი გზა გიმრუდდება. მზე ორმაგად აცხუნებს, მიწა ბლანტი ხდება და მყარად დადგომის საშუალებას არ გაძლევს. ბრუნდები იქ საიდანაც გამოიქეცი. ამ დემონებთან ბრძოლაში სრულდება ბილიკი და გავარვარებულ ასფალტზე დგახარ და ელოდები ქარონს, რომელიც ქალაქში დაგაბრუნებს.

დანტემ ჯოჯოხეთში იმოგზაურა და ღვთაებრივი კომედია დაწერა, მე სამოთხეში ვიმოგზაურე და სულ ესაა, რისი გადმოცემაც მოვახერხე.

რობი კოტოვი

კონკურსისთვის "მოგზაურის დღიური" 

მსგავსი
13 October 2017

შვედური ზღაპარი - გასეირნება ღია ზღვაში (ნაწილი 4)

სტოკჰოლმი უზარმაზარი ქალაქია უამრავი მუზეუმით და ღირშესანიშნაობით, ლამაზი სკვერებით და კოხტა ქუჩებით, სადაც შეგიძლია უამრავი რა...

10 October 2017

კიდევ ვის უნდა ირანში? (ნაწილი 9)

2017 წლის თებერვალში  ჩემმა ორმა მეგობარმა და მე გადავწყვიტეთ ირანში გვემოგზაურა. მოვიგდეთ მძიმე ზურგჩანთები ზურგზე და ავტ...

28 September 2017

შვედური ზღაპარი - დაბრუნება ბავშვობაში (ნაწილი 3)

წინა ნაწილში  Vasa-ს მუზეუმზე ...

22 September 2017

შვედური ზღაპარი - გემი-მოჩვენების მუზეუმი (ნაწილი 2)

უკვე სტოკჰოლმში ვართ. ძირითადი გადაადგილების საშუალებაა მეტრო, ავტობუსი და პენდელი, ანუ მატარებელი ( ან თუ გნებავთ, მიწისზედა მ...

22 September 2017

შვედური ზღაპარი - რა? სად? როგორ? (ნაწილი 1)

თვითმფრინავი ისე დაჯდა, არაფერი გამიგია. ფანჯრიდან ვუყურებდი მწვანე სტოკჰოლმს და კოხტა, პატარა არლანდის აეროპორტის ასაფრენ ბილი...

21 September 2017

კიდევ ვის უნდა ირანში? (ნაწილი 8)

2017 წლის თებერვალში  ჩემმა ორმა მეგობარმა და მე გადავწყვიტეთ ირანში გვემოგზაურა. მოვიგდეთ მძიმე ზურგჩანთები ზურგზე და ავტ...

15 September 2017

ხევსურეთიდან თუშეთში

თუ აქამდე ჯერამც არ გიცდიათ ხევსურეთიდან თუშეთში გადასვლა, მაშინ ჯერ კიდევ გაქვთ ცოტა დრო ამ სეზონზევე მოასწროთ ეს სიამოვნება.&...

11 September 2017

კიდევ ვის უნდა ირანში? (ნაწილი 7)

2017 წლის თებერვალში  ჩემმა ორმა მეგობარმა და მე გადავწყვიტეთ ირანში გვემოგზაურა. მოვიგდეთ მძიმე ზურგჩანთები ზურგზე და ავტ...

05 September 2017

კიდევ ვის უნდა ირანში? (ნაწილი 6)

2017 წლის თებერვალში  ჩემმა ორმა მეგობარმა და მე გადავწყვიტეთ ირანში გვემოგზაურა. მოვიგდეთ მძიმე ზურგჩანთები ზურგზე და ავტ...

05 September 2017

ცხვანდირის ტბები

ცხვანდრის ტბებზე იმდენი მაქვს სათქმელი, რომ საიდან დავიწყო არც კი ვიცი.  დავიწყებ იქიდან, რომ ამ ტბებთან მისასვლ...