28 May 2017
  • 530 ნახვა

გზა პერსეპოლისისკენ

გზა პერსეპოლისისკენ...

სანამ უშუალოდ ამ გენიალურ ადგილზე მოგიყვებით, მინდა ზოგადად ირანზე გითხრათ ერთი-ორი სიტყვა. არ ვიცი რა გსმენიათ ამ ქვეყნის შესახებ ან რა სახის ინფორმაციას ფლობთ, მაგრამ მოგიყვებით იმას რაც საკუთარი თვალით ვნახე.

 ირანი არის საოცრება. საოცარი ხალხითა და არქიტექტურით.ირანელები დიდად არ განსხვავდებიან ჩვენგან. ნებისმიერი ქართველი ბევრჯერ ჩავარდება ისეთ სიტვაციაში, როდესაც თავს „სახლში იგრძნობს“.  გარეგნულადაც იმდენად გვგვანან რომ აუცილებლად შეხვდებით ვინმე ძველ ნაცნობს, მეგობარსა თუ მეზობელ  „ვალერას“ ქუჩაში. გაგეცინებათ და ვერ დაიჯერებთ რომ ორი ადამიანი ასე შეიძლება გავდეს ერთმანეთს.   სხვა თუ არაფერი იმდენი საერთო სიტყვა გვაქვს რომ იხუმრებ კიდეც : თურმე ნახევარი ცხოვრება ფარსზე  ვსაუვრობთ და არც ვიცოდიო... ქვეყნები და ადამიანები შორდებიან ერთმანეთს მაგრამ წარსული და საერთო კულტურას დრო მაინც ძალიან რთულად თუ უღებს ბოლოს.

   გადავიდეთ მთავარზე:

   პერსეპოლისი !

   იგივე  სპარსელთა ქალაქი. აქმენიანთა იმპერიის დედაქალაქი.

   ქალაქი ქვაში, რომელიც ინახავს ცოცხლების საიდუმლოს და მკვდართა სიმართლეს.

     მოკლედ, სანამ ჩავიდოდით მხოლოდ ის ვიცოდით რომ უნდა ჩავსულიყავით. იცოდე ადგილზე ისტორია და ლეგენდები ყველაფერი არაა. სანამ არ  მიხვალ და კედლებს არ შეეხები იმ დრომდე არ იცი იქამდე რამ ჩაგიყვანა.

     პერსეპოლისი ირანში, ქალაქ შირაზთან ახლოს მდებარეობს. ქვის ქალაქი უდაბნოში,  რომელიც  დარიოს პიველმა ააგო და მაკედონელმა გადაწვა.

     როგორ მივიდეთ?

      უბრალოდ ირანში ჩადით. პერსეპოლისამდეც უამრავი საოცარი ადგილია ირანში რაც უნდა ნახოთ. თაბრიზის ლურჯი მეჩეთიდან დაწყებული ისპაჰანის ხიდებით  დამთავრებული. სადაც  ყოველ საღამოს იკრიბებიან ახალგაზრდები და საოცარ მუსიკას უკრავენ.

ირანი

    ზოგადად ეგეთი ქვეყანაა ირანი, ისეთი ადგილები აქვს რომ ნახავ ერთს გგონია ვსიო, ყველაზე მაგარი რამე ამ ქვეყანაში უკვე ვნახე და ამაზე უკეთესი რაღა უნდა მელოდებოდეს წინო. მაგრამ ყოველ ჯერზე მიიწევ წინ, ნახულობ ახალ ადგილს და გაოცებას ვერ მალავ, რომ გეგონა სიტყვა „აღფრთოვანებული“ უმაღლესი ფორმაა ემოციის გამოსახატავადო ხვდები, რომ მაგ სიტყვის იქით კიდე ათობით დონეა მაგ ემოციის, რომლებსაც მთელი სხეულით გრძნობ მაგრამ სახელს ვერ უძებნი უბრალოდ.

     არ გაბედოთ და პერსეპოლისის ნახვის დღეს რამე სხვაც არ დაგეგმოთ.  იმიტომ რომ ეს უძველესი ქალაქი არის მუზეუმი ღია ცის ქვეშ, რომლის სრუალდ ნახვას დამიჯერეთ ერთი დღეც კი ვერ ეყოფა არამც თუ ნახევარი ან მესამედი...

     როგორ მივიდეთ?

      შირაზიდან ტაქსითაც შეგიძლიათ წახვიდეთ, ავტობუსითაც და თუ თქვენს „მორალურ პრინციპებს“ არ ეწინააღმდება ავტოსტოპიც შეგიძლიათ სცადოთ. ირანში ავტოსტოპი ძალიან იოლია. მართალია ადგილობრივები ვერ იგებენ „რას აკეთებთ“ მაგრამ ძალიან კეთილი ხალხია და უარს თითქმის არავინ ამბობს თქვენთან ერთად მგზავრობაზე.

      მნიშვნელოვანია იცოდეთ რომ პერსეპოლისში შესვლა ფასიანია, 6 დოლარი ღირს, და უნდა გაითვალისწინოთ რომ ეს ყველაფერს არ მოიცავს. არ უნდა დაგავიწყდეთ რომ პერსეპოლისი  სატახტო  ქალაქს წარმოადგენდა.  შესაბამისად იგი რამდენიმე ნაწილისაგან შედგება.

პერსეპოლისი

      აქ ნახავთ რამდენიმე კარიბჭეს, ტერასას, კიბეებსა თუ დარბაზს. თითოეულ მათგანი ქვაში სხვადასხვა წმინდა ცხოველის, ან ისტორიის ამსახველ ინფორმაციას გაწვდით.  შიდა ტერიტორიაზე არის მუზეუმი, რომელიც ასევე ფასიანია და დამიჯერეთ რომ შესვლა ნამდვილად ღირს. იქ დაგხვდებათ პერსეპოლისის ტერიტორიაზე აღმოჩენილი სხვა და სხვა ჭურჭელი, ფირფიტები, კარგად შენახული ქანდაკებები და რაც მთავარია თვით  ქსერქსე!...

         ვინ არის ქსერქსე? ბევრი რამ გვსმენია ისტორიიდან მასზე მაგრამ თავად უნდა წაიკითხოთ და ნახოთ ფირფიტა სადაც ძველ სპარსულად წერია ამ დიადი მეფის  შესახებ:“ მე ვარ ქსერქსე, დიადი მეფე. მეფეთა მეფე და გეუბნები შენ...“

ირანი, მუზეუმი

ირანი

     გახსოვთ ჯავახიშვილის სიტყვები „ ისე ვდგავარ ჩემი წინაპრების საფლავზე როგორც წიწილა დევის მკერდზე...“

     როდესაც პერსეპოლისში  ერთ-ერთ სამარხის ქვეშ დგახართ და მთლიან პერსეპოლისს თავზე გადაჰყურებთ სწორედ ეს სიტყვები გახსენდებათ. ისე დგახართ  თქვენ, „ თანამედროვე ადამიანი“  იქ და ისე გადაჰყურებთ წარსულს თითქოსდა წიწილა იყოთ ტიტანების შთამომავალი... უამრავჯერ დაგივლით აღფრთოვანების ჟრუანტელი იმის წარმოდგენაზე, როგორი იყო ეს ქალაქი მაშინ როდესაც მის ქუჩებში სიცოცხლე ჩქეფდა.  იქ არაფერია ისეთი რასაც ადამიანი ვერ შექმენიდა, იქავრობა არაა პირამიდებივით ამოუცნობი, არა! ყველაფერი ხელის გულზე გიდევთ მაგრამ იმდენად დახვეწილია, იმდენად ცივილიზებული ვერც კი წარმოგიდგენიათ რომ ჩვ.წ მდე  520 წელს არსებობდა. თითქოს უბრალოდ კარგ ფილმს უყურებდე ან ძალიან, ძალიან რეალურ და ხელსშესახებ სიზმარში იყო.

     მოგშივდებათ. უეჭველად მოგშივდებათ. პერსეპოლისთან არის სასტუმრო სადაც შეგიძლიათ გემრიელად დააგემოვნოთ ირანული სამზარეულო მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ფულიც გივსებთ საფულეს. სხვა შემთხვაში თქვენთვის შორი-ახლოს რამდენიმე პატარა კაფეცაა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია თქვენ აქ პიკნიკი შეგიძლიათ. პერსეპოლისის წინ ნამდივილი ოაზისია, ნაძვნარითა და მწვანე ბალახით, სადაც შეგიძლია დასხდეთ და ისადილოთ, ჩაი დალიოთ, ისაუბროთ. ირანელებს ძალიან მოსწონთ გარეთ, ბაღებსა თუ სკვერებში, მწვანე ბალახზე წამოგორება და  პიკნიკი. აუცილებლად სცადეთ თქვენც. ნუ მოგერიდებათ ადგილობრივეთან დაკონტაქტება, გახსოვდეთ  ისინი ძალიან კეთილი ხალხია და ძალიან აინტერესებთ.

     და ბოლოს უცბად ჩამოგიყრით რამდენიმე ფაქტს ირანის შესახებ რომლებსაც ჩემივე გამოცდილებიდან ვფიქრობ რომ  საჭიროა გითხრათ:

  ირანი არც ისე შორსაა...

 ხალხიც ძალიან  გულღია, სანდოა და კეთილნი არიან. 2 კვირა გავატარე იქ და „არამზადას“ მართლა ვერავის ვიხსენებ.

ყველა მანქანა ტაქსია!!!

  ავტობუსები 8 საათის მერე აღარ მოძრაობენ.

 საზოგადოებრივ ტრანსპორტში ქალები მარჯვნივ-კაცები მარცხნივ! ( თუმცა თუ რამე აგერევათ და „ტრადიციუალდ“ არ გააკეთებთ არაფერი მოხდება გარდა იმისა რომ გაგიღიმებთ ვინმე და აგიხსნით უაღრესად ზრდილობიანად. )

 ირანში უყვართ ტურისტები და ძალიან უფრთხილდებიან.

  ინგლისური. როგორც ჩვენთან იქაც ახალგაზრდებმა უფრო იციან.

 ფასები ზუსტად ჩვენნაირი აქვთ ყველაფერზე, ან უფრო იაფი.

 ალკოჰოლი აკრძალულია. „შიდა სამზარეულოს“ გარდა ვერსად შეხვდებით.

აუცილებლად ნახეთ შირაზი, და გასინჯერთ შირაზული ნაყინი, რათა მიხვდეთ : არ უნდა გაგესინჯათ!!!

კიდევ ბევრი რამაა მოსაყოლი და სათქმელი თუმცა ფორმატი სამწუხაროდ  საშუალებას არ მაძლევს.

მოკლედ იმედია ეს მცირედი ინფორმაცია ვინმეს რამეში მოგეხმარებათ...

წარმატებები მეგობრებო ^_^ 

თეონა მამაცაშვილი

კონკურსისთვის  "მოგზაურის დღიური" 

მსგავსი
29 November 2017

საირმე - ბოლაჯაური: დიდი ლაბორაოროტი, მეფის წყარო და ოქროს ციხე

მინდა მოგიყვეთ  ჩემს ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ გასვლაზე. ამჯერად საირმის დასაწყისიდან დავიწყეთ და ადიგენის რაიონში სოფელ ბოლაჯ...

13 October 2017

შვედური ზღაპარი - გასეირნება ღია ზღვაში (ნაწილი 4)

სტოკჰოლმი უზარმაზარი ქალაქია უამრავი მუზეუმით და ღირშესანიშნაობით, ლამაზი სკვერებით და კოხტა ქუჩებით, სადაც შეგიძლია უამრავი რა...

10 October 2017

კიდევ ვის უნდა ირანში? (ნაწილი 9)

2017 წლის თებერვალში  ჩემმა ორმა მეგობარმა და მე გადავწყვიტეთ ირანში გვემოგზაურა. მოვიგდეთ მძიმე ზურგჩანთები ზურგზე და ავტ...

28 September 2017

შვედური ზღაპარი - დაბრუნება ბავშვობაში (ნაწილი 3)

წინა ნაწილში  Vasa-ს მუზეუმზე ...

22 September 2017

შვედური ზღაპარი - გემი-მოჩვენების მუზეუმი (ნაწილი 2)

უკვე სტოკჰოლმში ვართ. ძირითადი გადაადგილების საშუალებაა მეტრო, ავტობუსი და პენდელი, ანუ მატარებელი ( ან თუ გნებავთ, მიწისზედა მ...

22 September 2017

შვედური ზღაპარი - რა? სად? როგორ? (ნაწილი 1)

თვითმფრინავი ისე დაჯდა, არაფერი გამიგია. ფანჯრიდან ვუყურებდი მწვანე სტოკჰოლმს და კოხტა, პატარა არლანდის აეროპორტის ასაფრენ ბილი...

21 September 2017

კიდევ ვის უნდა ირანში? (ნაწილი 8)

2017 წლის თებერვალში  ჩემმა ორმა მეგობარმა და მე გადავწყვიტეთ ირანში გვემოგზაურა. მოვიგდეთ მძიმე ზურგჩანთები ზურგზე და ავტ...

15 September 2017

ხევსურეთიდან თუშეთში

თუ აქამდე ჯერამც არ გიცდიათ ხევსურეთიდან თუშეთში გადასვლა, მაშინ ჯერ კიდევ გაქვთ ცოტა დრო ამ სეზონზევე მოასწროთ ეს სიამოვნება.&...

11 September 2017

კიდევ ვის უნდა ირანში? (ნაწილი 7)

2017 წლის თებერვალში  ჩემმა ორმა მეგობარმა და მე გადავწყვიტეთ ირანში გვემოგზაურა. მოვიგდეთ მძიმე ზურგჩანთები ზურგზე და ავტ...

05 September 2017

კიდევ ვის უნდა ირანში? (ნაწილი 6)

2017 წლის თებერვალში  ჩემმა ორმა მეგობარმა და მე გადავწყვიტეთ ირანში გვემოგზაურა. მოვიგდეთ მძიმე ზურგჩანთები ზურგზე და ავტ...