ჩაერთე კონკურსში - მოგზაურის დღიური

მოიგე ორკაციანი საგზური ბაქოში ან სალაშქრო ინვენტარი!
თუ გიყვარს მოგზაურობა, ეს შენი შანსია!
ჩაერთე Turebi.Ge-ის კონკურსში #მოგზაურისდღიური !
პირობები ძალიან მარტივია!
დაწერე ერთი ბლოგპოსტი იმ ქვეყნის, ქალაქის ან ღირსშესანიშნავი ადგილის (საქართველოში ან უცხოეთში) შესახებ, სადაც გიმოგზაურია და გამოგვიგზავნე ელ-ფოსტაზე Diary@Turebi.Ge
 აუცილებელია პოსტი აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
• პოსტი უნდა იყოს მინიმუმ 300 და მაქსიმუმ 800 სიტყვა;
• უნდა აღწერდეს ტურისტულ ადგილს, მოიცავდეს მის შესახებ ინფორმაციას, მოგზაურის შთაბეჭდილებებს, გამოცდილებას, რჩევებს;
• პოსტს თან უნდა ერთვოდეს ავტორის მიერ გადაღებული კარგი ხარისხის მინიმუმ 2 და მაქსიმუმ 5 ფოტო;

  • აღნიშნული ტექსტი არ უნდა იყოს ინტერნეტში გამოქვეყნებული.

თითოეული პოსტი გამოქვეყნდება Blog.Turebi.ge-ზე კონკურსის სპეციალურ კატეგორიაში. ერთ მონაწილეს შეუძლია მხოლოდ ერთი პოსტის გამოგზავნა.

  •  პოსტების მიღების ბოლო ვადა 28 მაისის 22:00 საათი. 
  • გამარჯვებული მონაწილეები გამოვლინდებიან 31 მაისს 20:00 საათზე.

 კონკურსს ეყოლება ორი გამარჯვებული;
✔ მონაწილეს, რომლის პოსტსაც ექნება ყველაზე მეტი ნახვა კონკურსის დასრულების მომენტისთვის, საჩუქრად გადაეცემა ორკაციანი საგზური სამდღიან ტურზე ბაქოში კომპანიისგან Diamond Georgia;
✔ Turebi.Ge გამოავლენს კონკურსის მონაწილეებიდან საკუთარ რჩეულს, რომელსაც საჩუქრად გადაეცემა სალაშქრო ნაკრები: ზურგჩანთა, საძილე ტომარა, საწვიმარი;
გაითვალისწინეთ:
• კონკურსს გამოეთიშება მონაწილე, რომელიც შეეცდება ნახვების ხელოვნურად გაზრდას;
• ასევე მონაწილე, რომელიც დაარღვევს საავტორო უფლებების შესახებ კანონს;
• მონაწილე, რომელიც დაარღვევს კანონით გათვალისწინებულ სხვა ნორმებს;
• ორგანიზატორი იტოვებს უფლებას არ გამოაქვეყნოს პოსტი, რომელიც არ პასუხობს კონკურსის მოთხოვნებს ან არღვევს საქართველოს კანონმდებლობას;
 Turebi.Ge-ის რჩეულის გამოვლენისას ყურადღება მიექცევა შემდეგ კრიტერიუმებს:
• ლოკაციის შესახებ ინფორმაციის მრავალფეროვნება;
• ავტორის შთაბეჭდილებების, რჩევების მრავალფეროვნება;
• გადმოცემის, წერის სტილის ორიგინალურობა;
• ფოტოების ხარისხი და მხატვრული ღირებულება.

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
საქართველოში
42 %
ევროპაში
22 %
აზიაში
6 %
თურქეთში
7 %
ეგვიპტეში
8 %
საბერძნეთში/კვიპროსზე
6 %
სახლში
10 %