აზია date 29 სექტემბერი 2015
count 11129

პეპლების ყველაზე დიდი ბაღი მსოფლიოში

თუ ბავშვობაში ზღაპრულ სამყაროში მოხვედრაზე გიოცნებიათ, სადაც თქვენს გარშემო უამრავი პეპელა იფარფატებდა, თქვენ ნამდვილად შეგიძლიათ ოცნება აისრულოთ. პეპლების ყველაზე დიდი პარკი, როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, ცათამბჯენებით განთქმულ დუბაიში მდებარეობს. დახურული პარკი განთავსებულია Dubai Miracle Garden-ის ტერიტორიაზე.   large__DSC1231დუბაიDubai Butterfly Garden პარკი 2500 კვადრატულ მეტრ ტერიტორიას იკავებს და მასში 15 000 პეპელა ბინადრობს. პარკი სამი კლიმატკონტროლირებადი გუმბათითაა დახურული, რაც საშუალებას იძლევა, რომ ეს ზღაპრული სანახაობა მთელი წლის განმავლობაში იყოს მნახველებისთვის ხელმისაწვდომი. სხვადასხვა ფერის პეპლების გარდა, აქ ნახავთ ფერადი ყვავილებით შექმნილ პეპლის ქანდაკებებს და მწვანეში ჩაფლულ გარემოს. პარკისთვის პეპლები სხვადასხვა ქვეყნებიდან შეკრიბეს, მათ შორის, ფილიპინებიდან, კოსტა რიკადან, კოლუმბიიდან და ა.შ. პარკი დილის 9-დან, საღამოს 5:30-მდე მასპინძლობს სტუმრებს. 11091007_1020930401250945_4952010658156513093_oIMG_2061IMG_4006IMG_4448IMG_2051IMG_2057IMG_2061სჰავი პეპელა [su_youtube url="https://www.youtube.com/watch?v=Oru341wcc8M"]
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
39 %
არა
32 %
გააჩნია მიმართულებას
29 %