Turebi Ge

კურორტი ნუნისი

ნუნისი   ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ,  ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის სამხრეთ, ზღვის დონიდან 920 მ–ის სიმაღლეზე მდებარეობს.  მის სახელწოდებასთან დაკავშირებით არსებობს ასეთი გადმოცემა : ნუნისის წყლით  მოსახლეობა კანის დაავადებას მუნს მკურნალობდა, ამიტომ სოფელს მუნისი დაერქვა. სოფელ ნუნისს დიდი ხნის ისტორია აქვს.  ჯერ კიდევ ვახუშტი ბატონიშვილს აქვს მოხსენიებული ნუნისის წყალი, როგორც საამო და მარგებელი. ნუნისის წყლებთან დაკავშირებით არსებობ ლეგენდა, რომელიც დავით აღმაშენებლის სახელს უკავშირდება. მის თანახმად, როცა  მეფე ბრძოლიდან ბრუნდებოდა მის დაღლილ პირუტყვს  კანი მთლიანად გადატყაული ჰქონდათ, როდესაც პირუტყვები ნუნისის წყალში შესულან, ჩაწოლილან და დიდხანს ვერ აუყენებიათ. წყალს მათი დაწყლულებული კანი მალე განუკურნავს. დავითს სოფელი მოსწონებია და იქ ეკლესიის აგება უბრძანებია. ნუნისის  კურორტი არსებობს 1856 წლიდან.  ის  ოდითგანვე ცნობილია სამკურნალო თვისებების მქონე მინერალური (ბალნეოლოგიური) წყლებით.   აქ  დამსვენებლებს შეუძლიათ  ზვარეს მინერალური წყლის დალევაც. ნუნისში მინერალური წყლის გარდა გასაოცარი ჰავაა. გაზაფხულზე, ფიჭვებისა და ნაძვების ყვავილობის დროს, ნუნისის ჰაერს  გამაჯანსაღებელი ეფექტი აქვს.   ნუნისიკურორტი ნუნისი ნუნისის უნიკალურ მიკროკლიმატს ქმნის შერეული, ფოთლოვანი და წიწვოვანი ტყე. ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები – ჰავა და მაღალი ტუტიანობით გამორჩეული წყალი, რომელიც განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვისაც კანისა და ნერვულ ნიადაგზე გამოწვეული დაავადებები აწუხებს. ნუნისის მაკურნებელი ძალის საიდუმლო წყლის შემადგენლობაშია. საქმე ის გახლავთ, რომ ნუნისის წყალს დაბალი მინერალიზაცია და მაღალი ტუტიანობა (pH8,3) ახასიათებს. ამის წყალობით კანის რქოვანი შრე იშლება და მინერალური წყალი კანში ღრმად აღწევს, ეს კი მის თერაპიულ მოქმედებას აძლიერებს. თავად წყლის სამკურნალო თვისებებს კი კაჟმჟავას მაღალი კონცენტრაცია განაპირობებს.

კაჟმჟავას შემცველობის გამო ნუნისის წყალი უხდება კანის დაავადებებს – ფსორიაზს, ეგზემას, ნეიროდერმიტს, იმპეტიგოს, ასევე, ალერგიას,ძვალ-სახსართა და პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებებს. მკურნალობის ძირითადი მეთოდი მინერალური წყლის აბაზანებია.

ნუნისინუნისინუნისიnunisნუნისინუნისიკურორტი ნუნისიnunisi77  

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
საქართველოში
36 %
ევროპაში
29 %
აზიაში
5 %
თურქეთში
4 %
ეგვიპტეში
9 %
საბერძნეთში/კვიპროსზე
5 %
სახლში
12 %