turebi.ge მომხმარებლის გვერდი
Notice: Undefined variable: UB in /datastore/web/blog.turebi.ge/htdocs/libs/Functions.php on line 604

Notice: Undefined variable: UB in /datastore/web/blog.turebi.ge/htdocs/libs/Functions.php on line 618
Turebi Ge
ევროპა date 16 ოქტომბერი 2015 count 7506

მსოფლიოს ოკეან-აკვარიუმები

ლისაბონისოკეანის აკვარიუმი   პორტუგალიაში  "ერების პარკში" მდებარეობს, რომელიც  1998 წელს იყო მსოფლიო გამოფენის  Expo პავილიონი . კონცეპტუალური დიზაინი და  არქიტექტურა  გავს ნავმისადგომს ,  რომლის ავტორიც    Piter Chermayefu-ია. ლისაბონის ოკეანეს აქვს დიდი  კოლექცია - ფრინველების, ძუძუმწოვრების, თევზების და სხვა. აქ  სულ  ბინადრობს 16 000 სახეობა. მთავარი  საგამოფენო  პავილიონი  - 1000 მ²-ია, 49 მ²-ის   აკრილის მინის ფანჯრებით და  7 მ²  სიღრმის.  პირველ სართულზე განთავსებულია 25 თემატური აკვარიუმები. ამ აკვარიუმში   ერთ-ერთი მთავარი  სანახაობაა  დიდი "მთვარე-თევზია".    

lis4

lis1

lis3

      L'Oceanogràfic მდებარეობს ესპანეთის  ვალენსიაში. წყლის  საერთო მოცულობია  42 მილიონი ლიტრს შეადგენს. ცნობილია, რომ  კომპლექსის შენობები  ეკუთვნის   მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტებს. მთლიანად პარკი იყოფა 10 ზონად,  ჭაობებით და 80-ზე მეტი სხვადასხვა სახის მცენარეებიანი ბაღით. L'Oceanogràfic–ში არის  45,000  სახეობის 500 სხვადასხვა ტიპის ცხოველები, მათ შორის უხერხემლოები, სვია ვეშაპები  და სხვები. ყველა მათგანი  განთავსებულია  9  კოშკის ფორმის   წყლის აკვარიუმებში.  ყოველი კოშკი შედგება ორი დონისაგან  და  თითოეული  მათგანი წარმოადგენს  დამოუკიდებელ ეკოსისტემურ  პლანეტას.     06010203    

მონტერეის უბის აკვარიუმი  დაარსდა 1984 წელს  კალიფორნიაში, კენერი-როუზე  -  მონტერეის წყნარი ოკეანის სანაპიროზე. მასში 35.000 სახის მცენარე და 623 სახეობის ცხოველია. აკვარიუმი წყალს ოკეანიდან იღებს  მონტერეის  უბეში  ჩაშვებული მილებით. ”ოკეანის კიდის ფრთის”  ექსპოზიცია  10 მეტრი სიმაღლის  და 1,3 მილიონი ლიტრი ტევადობის ავზია, საიდანაც კალიფორნიის სანაპირო წყალქვეშა ცხოვრების დათვალიერება შეიძლება. აქ  მსოფლიოში პირველად  გაზარდეს   გიგანტური წყალმცენარეები  ავზის ღია თავიდან მზის სინათლის შეშვებით  და უბიდან ზღვის წყლის ცირკულირებით. მეორე ექსპოზიცია 4,5 მილიონი ლიტრის ტევადობის ავზია ”გარე უბის ფრთაში”, მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ერთპანოიანი ფანჯრებით. მონტერეის უბის აკვარიუმს ყოველწლიურად 1,8 მილიონი ადამიანი სტუმრობს.       m1sf-117-monterey-bay-aquarium1m2m3m4Monterey Aquarium, MBARI, Steven Palumbo, otters, kayaking, julie packard, Monterey, CA
მსგავსი სიახლეები