52

კოსტა ბრავა - პატარა კულტურული სამოთხე

22 მარტი 2018
კოსტა ბრავა ტურისტებს სთავაზობს ევროპის ყველაზე რომანტიკულ, სუფთა, ხელუხლებელ, ქვიშიან სანაპიროს, ვარდისფერ ქვებს, ლურჯ ზღვას, მდიდრულ რესტორნებს, სასტუმროებს, მუზეუმებს, ბაღებს და დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს.
კოსტა ბრავაში მოხვედრა ბარსელონის გავლითაა შესაძლებელი. ჯერ უნდა გადაფრინდეთ ბარსელონას აეროპორტში. თბილისიდან ბარსელონაში გამგზავრება პირდაპირი რეისითაა შესაძლებელი Georgian Airways-ის ავიახაზით, ხოლო ქუთაისიდან Wizzair-ის ავიახაზით. ჩაფრინდებით EL PRAT-ის აეროპორტში, რომელიც ბარსელონიდან 12 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. აეროპორტიდან ქალაქამდე მისვლა შეგიძლიათ აეროპორტის ავტობუსით ან ტაქსით. ბარსელონადან კოსტა ბრავაში შეგიძლიათ გაემგზავროთ ავტობუსით რაც 2-15$-მდე დაჯდება, ტაქსით რაც 120 -150$-მდე დაჯდება ან მატარებლით რაც 4 - 8$-მდე დაჯდება.
წარმოგიდგენთ კოსტა ბრავას კულტურულ ღირსშესანიშნაობებს.
სალვადორ დალის სახლ-მუზეუმი
კოსტა ბრავას სანაპიროზე, Cadaqués-სთან ახლოს, ცნობილი მხატვრის სალვადორ დალის სახლ-მუზეუმი მდებარეობს, სადაც
...