53

ადგილები, რომლებიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ საფრანგეთში მოგზაურობისას

19 აპრილი 2018
20 წელზე მეტია საფრანგეთი მსოფლიოს ყველაზე პოპულარული ტურისტული დანიშნულებაა, რომელიც ყოველწლიურად საშუალოდ 82 მილიონ უცხოელ ტურისტს მასპინძლობს. ფრანგული კულტურა, დახვეწილი სამზარეულო, ღვინო და რომანტიკული შატოები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ტურისტებს იზიდავს.
წარმოგიდგენთ საფრანგეთის საუკეთესო ტურისტულ ადგილებს.
პარიზი
პარიზი მსოფლიოს ყველაზე პოპულარული ქალაქია, ყოველწლიურად მას 45 მილიონი ტურისტი სტუმრობს. პარიზს სხვადასხვანაირად მოიხსენიებენ: სინათლის ქალაქი, მოდის დედაქალაქი და სხვა. ის სახელგანთქმულია თავისი რომანტიკული გარემოთი, ბიზნეს, გასართობი, გასტრონომიული, მოდის, ხელოვნების და კულტური სფეროს გამო. მის სავიზიტო ბარათს ეიფელის კოშკი, ნოტრდამის კათედრალი და ტრიუმფალური თაღი წარმოადგენს, ის ასევე მსოფლიოში სახელგანთქმული მუზეუმების სამშობლოა, ისეთების, როგორიცაა ლუვრი და ორსეის მუზეუმი.
ფრანგული რივიერა
ფრანგული რივიერა საფრანგეთის ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე მდებარეობს. ის მდიდარი და ცნობილი ადამიანების თავშეყრის ადგილს წარმოადგენს და ცნობი
...