Turebi Ge

7 მიზეზი ავსტრალიაში სამოგზაუროდ

ავსტრალია მხოლოდ კენგურუების სამშობლო არაა. ეს არის ქვეყანა, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც აუცილებლად უნდა მოინახულო. რატომ? უამრავ მიზეზს შორის დღეს მხოლოდ ხუთს შემოგთავაზებთ.

1. დიდი ბარიერული რიფი

topaustralia დიდი ბარიერული რიფი  წარმოადგენს მსოფლიოში მარჯნის რიფებისა და კუნძულების უზარმაზარ ჯაჭვს. ეს მსოფლიოს ყველაზე დიდი რიფული სისტემაა. აქ შეგიძლიათ ნახოთ ულამაზესი მარჯნები, ფერად-ფერადი ეგზოტიკური თევზები, კუები, ზვიგენები... ეს დაივინგის ყველაზე პოპულარული ადგილია.

2. სიდნეი

topaustralia1 სიდნეიში ოპერის თეატრის გარდა უამრავი რამეა სანახავი.  აქ უამრავი პარკი, გემრიელი საკვები და  უფასო აქტივობაა. გარკვეული თანხის საფასურად შეგიძლიათ ხიდზე ახვიდეთ და სიდნეის ზემოდან გადმოხედოთ. აქვეა პლაჟები და განტვირთვისთვის ყველანაირი პირობებია შექმნილი.

3. ულურუtopaustralia2

ულურუ, ასევე ცნობილი როგორც აიერს-როკი — ქვიშაქვის უზარმაზარი ფორმაცია ცენტრალურ ავსტრალიაში, ჩრდილოეთ ტერიტორიის სამხრეთ ნაწილში. 10 კილომეტრის სიგრძის ფორმაცია მზის ჩასვლისას ულამაზეს ფერებად იღებება. ადგილობრივი მოსახლეობისთვის ეს წმინდა ადგილია, თუმცა, მიუხედავად მისა, ტურისტებს მთაზე ასვლას არ უშლიან.

4. ვაზის კულტურა

topaustralia4 ავსტრალიაში რამოდენიმე ადგილას უგემრიელესი ყურძენი მოყავთ და შესანიშნავ ღვინოს ამზადებენ. მაგალითად, ასეთია ადელაიდას ახლოს მარგარეტ რივერი და  Hunter Valley, რომელიც სიდნეისთან ახლოს მდებარეობს. ტურ-ოპერატორები ტურისტებს ღვინის ტურებს სთავაზობენ. შეგიძიათ საკუთარი (ნაქირავები) მანქანითაც გაემგზავროთ ან უბრალოდ, მაღაზიაში იყიდოთ და ნომერში ან პლაჟზე მიირთვათ ღვინო.

5. სერფინგი

topaustralia7 მართალია, სერფინგი ავსტრალიელების გამოგონილი არაა, მაგრამ ისინი ერთ-ერთი საუკეთესოები არიან სპორტის ამ სახეობაში. ყველაზე კარგი ტალღები აღმოსავლეთ სანაპიროზეა. აქ ათასობით პლაჟია სერფერებისთვის. ყველაზე ცნობილი აქ ბონდის სანაპიროა.  უამრავი ადგილია სიდნეიშიც. აქ იპოვით პლაჟებს როგორც დამწყები, ასე პროფესიონალი სერფერებისთვის.

6. ფერად-ფერადი სანაპიროებიtopaustralia8

50.000 კილომეტრზე მეტი სანაპირო ზოლი უამრავ საინერესო პლაჟს გვპირდება. თვალისმომჭრელი თეთრქივიშანი პლაჟები, ველური, ნუდისტური, სერფერების, კეთილმოწყობილი, საოჯახო და ა.შ. ... ყველაზე ცნობილებია Coral Bay, Cable Beach, Noosa და Manly.

7. ჯუნგლები და ველური ბუნება

topaustralia9ავსტრალია ის ადგილია, სადაც ადამიანები და ველური ცხოველები ლამის გვერდიგვერდ ცხოვრობენ. ექსტრიმის მოყვარულებს ნამდვილად მოეწონებათ აქაური ჯუნგლები, ეროვნული პარკები კი დაუვიწყარ სანახაობას გვპირდებიან
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
საქართველოში
38 %
ევროპაში
27 %
აზიაში
6 %
თურქეთში
4 %
ეგვიპტეში
9 %
საბერძნეთში/კვიპროსზე
5 %
სახლში
11 %