turebi.ge მომხმარებლის გვერდი
Turebi Ge

რჩევები თუ როგორ მოიქცეთ ტყეში დაკარგვისას

თუ გიყვართ ტყეში ხეტიალი, ლაშქრობებში სიარული, მაშინ აუცილებლად წაიკითხეთ  10 რჩევა, რომელიც ტყეში გზის დაკარგვისას გამოგადგებათ.

  1. უპირველეს ყოვლისა  არ უნდა  ინერვიულო.  არ  ჩავარდეთ პანიკაში. შეეცადეთ მიაკვლიოთ  სწორ გზას ნაცნობი ადგილების გახსენებით.
  2. გაიხსენეთ რა შეგხვდათ გზად: ტბა, მდინარე, გზა, უჩვეულო ხე ან ქვა.
  3. თუ თან გაქვთ მობლური ტელეფონი, აუცილებლად დარეკეთ 112-ში და შეეცადეთ მქსიმალური სიზუსტით აუხსნათ ოპერატორს თუ სად იმყოფებით.
  4. თუ თან არ გაქვთ კომუნიკაციის საშუალებები ყურადღება გაამახვილეთ ხმებზე. შეიძლება გაიგონოთ :  ადამიანის საუბარი, ძრავის ან მდინარის ხმა.
  5. საკუთარი ძალებისა და შესაძლებლობების მიხედვით სცადეთ მაღალ ხეზე აძრომა , საიდანაც შეიძლება დაინახოთ : სახლის ანტენები, ანძები , შენობის სახურავი .
  6. თუ ვერ ახერხებთ ორიენტირებას უკეთესია მიხვიდეთ მდინარესთან და დაეშვათ მისი დინების მიმართულებით.
  7. ხელთ მოიმარჯვეთ დიდი ჯოხი.
  8. თუ აღმოჩნდით ჭაობში , შეშინებულმა არ დაიწყოთ ფართხალი, ფრთხილად, ჯოხზე დაყრდნობით , ნელ-ნელა სცადეთ ამოსვლა , ჰორიზონტალურად, მოეკიდეც მცენარეს ან ქვას.
  9. თუ ტყეში დაიკარგა თქვენი მეგობარი სჯობს დარეკოთ 112-ში, რადგანაც მისი ძებნისას შეიძლება თავად დაიკარგოთ ან ღმოჩნდეს, რომ ფუჭად დაკარგეთ დრო.
  10. გახსოვდეთ, რომ ყველა ტყეს აქვს საზღარი, რომელიც დასახლებულ პუნქტთან მიგიყვანთ.

 

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
საქართველოში
33 %
ევროპაში
28 %
აზიაში
2 %
თურქეთში
5 %
ეგვიპტეში
12 %
საბერძნეთში/კვიპროსზე
5 %
სახლში
16 %