ბოტანიკური ბაღი... ყირამალა

მყინვარის ბოტანიკური ბაღი (Glacier Gardens) ალასკაზე, ქალაქ ჯუნოში მდებარეობს. აქ მოსულ ტურისტებს ყველაფერი ყირამალა ხვდებათ  - ათობით ხე, რომლებსაც ბოტანიკის კანონების დარღვევით,  ფესვები ცისკენ აქვთ მიმართული. მათი უნიკალური გარეგნობა პარკის მფლობელების - სტივ და სიდნი ბოუჰეის მრავალწლიანი შრომის შედეგია.1984 წელს მასშტაბური მეწყერის გამო უამრავი ხე ფესვებიანად დაიგლიჯა. ამის შემხედვარე ძმებმა გადაწყვიტეს ხეებისთვის მეორე სიცოცხლე ეჩუქებინათ. დასაწყისისთვის მათ 6 აკრი მიწა იყიდეს, რომელზეც ხეები და ბუჩქები დარგეს, ეროზიის გავრცელების თავიდან ასაცილებლად. article1783   glacier-gardens-001   glacier-gardens-002 იმისათვის, რომ ელექტროენერგიით მოემარაგებინათ სათბურები,  მცირე ზომის ჰიდროელექტროსადგური ააშენეს. სწორედ ამ დროს გაჩნდა აქ პირველი ხელოვნური წყალსატევები. დროთა განმავლობაში ენთუზიასტებს სახელმწიფომ დამატებით 44 აკრი მიწა გამოუყო, სრულიად უსასყიდლოდ. დღეს პარკის ფართობი 50 აკრს მოიცავს.   glacier-gardens-003   glacier-gardens-005   glacier-gardens-006   glacier-gardens-007   glacier-gardens-010მიუხედავად იმისა, რომ უამრავი ახალი ნერგი დაირგო, არც ძველი, გამხმარი, დაღუპული ხეები დაივიწყეს და მათ მეორე სიცოცხლე აჩუქეს. შეაგროვეს ის ხეები, რომლებიც შედარებით უკეთეს მდგომარეობაში იმყოფებოდნენ და მიწაში ჩაარჭეს, ოღონდ უკუღმა- ფესვებით ზემოთ. ფესვები კი მიწით ამოუსვეს, ხავსით მორთეს და ერთგვარი, ორიგინალური ქოთნები გააკეთეს, სადაც სხვადასხვა ყვავილები დარგეს. დღეს ბაღში 100-ზე მეტი "გადმოყირავებული" ხეა.   ბოტანიკური ბაღი მაისიდან სექტემბრამდე მუშაობს, ყოველდღე, 9-დან საღამოს 17:30-მდე. glacier-gardens-011   glacier-gardens-012   glacier-gardens-014პარკში საქორწინო ცერემონიებიც ტარდება, აქ ცერემონიის ჩატარება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. glacier-gardens-018glacier-gardens-019
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
საქართველოში
42 %
ევროპაში
22 %
აზიაში
6 %
თურქეთში
6 %
ეგვიპტეში
8 %
საბერძნეთში/კვიპროსზე
6 %
სახლში
10 %