"ბაუნტის კუნძული" დომინიკის რესპუბლიკაში

კუნძული საონა, რომელსაც ტურისტები "ბაუნტის კუნძულს" ეძახიან, დომინიკის რესპუბლიკაში, ლა-რომანას პროვინციაში მდებარეობს. კუნძული დაცულ ტერიტორიაზე  მდებარეობს, სწორედ ამიტომაც აქ ვერ შეხვდებით ოტელებს, ბუნგალოებს, რესტორნებს და ა.შ. აქ მხოლოდ მეთევზეთა სამი პატარა სოფელია. კუნძულის ფართობი სულ 110 კვადრატული კილომეტრია. კუნძულის პირველაღმომჩენი კი კოლუმბია, რომელმაც საონა 1494 წელს აღმოაჩინა.   article3042saona-001   saona-002 აქაურობა იდეალური ადგილია მათთვის, ვისაც რამოდენიმე საათით ტროპიკულ ზღაპარში სურს მოხვედრა. saona-003saona-004saona-006 კუნძულზე უამრავი გამოქვაბულია, რომლებსაც დასამალად იყენებდნენ ადგილობრივი რომები - ტაინოები. ესპანელების შემოსვლისას ინდიელები ამ გამოქვაბულებში იმალებოდნენ, ხოლო ერთ-ერთ მათგანს ინდიელთა ტომების ბელადის საპატივსაცემოდ "კოტუბანამას გამოქვაბული" ქვია.   saona-009   saona-011 საონას კუნძულზე მცენარეთა 539 განსხვავებული სახეობის მცენარე იზრდება, რომელთა უმრავლეობა რელიქტურია და მხოლოდ ამ კუნძულზე იზრდება. ულამაზესი თეთრი ქვიშით დაფარული პლაჟები, ლურჯი კამკამა ოკეანე, უამრავი პალმები ის მიზეზია, რის გამოც აქაურობას "ბაუნტის კუნძულს " ეძახიან. დაუვიწყარი შვებულება და ეფექტური ფოტოებ თუ გსურთ, საიდანაც ნეტარების და სიმშვიდის ატმოსფერო იგრძნობა, საონა სწორედ ის ადგილია, სადაც უნდა გაემგზავროთ. ტურისტები აქ საექსკურსიო იახტებით მოყავთ და ტერიტორიაზე მოგზაურობას სთავაზობენ. სანაპიროები ძალიან პატარაა, ხოლო სანაპირო წყლების სიღრმე ალაგ-ალაგ ერთი მეტრია და დაივინგისთვის იდეალურ პირობებს ქნის. მარჯნის რიფებს შორის უამრავი პატარ-პატარა ფერადი ზღვის ბინადრები დაცურავენ.  saona-013   saona-014   მდიდარია ცხოველთა სამყაროც. სანაპირო წყლებში შეგიძიათ დაინახოთ ლამანტინები, მურენები, დელფინები, სანაპიროზე გვხვდებიან კუები და იგუანები. სანაპიროს მეჩხერ წყლებში კი ულამაზესი, სხვადასხვა ზომის და შეფერილობის ზღვის ვარსკვლავები მრავლდებიან.
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
41 %
არა
32 %
გააჩნია მიმართულებას
26 %