მთის კურორტი ბეშუმი

ბეშუმი, საქართველოში ადგილობრივი მნიშვნელობის მთის კლიმატური კურორტია. ის მდებარეობს  ხულოს მუნიციპალიტეტში,  ზღვის დონიდან 1850-1900 მეტრის სიმაღლეზე, ხულოდან 30 კილომეტრის დაშორებით.

ბეშუმში უჩვეულო, სუფთა ჰაერია. ის მდიდარია წიწვიანი ტყეებით და მდინარეებით.  ბეშუმში გრილი ზაფხული იცის.  აქ მკურნალობენ სუნთქვის ორგანოთა  და ბავშვთა ქრონიკულ დაავადებებს.   კურორტი ბეშუმი

კურორტი ფუნქციონირებს ივნისის შუა რიცხვებიდან სექტემბრის დასაწყისამდე. აგვისტოს შუა რიცხვებში აქ ტრადიციული სახალხო დღესასწაული შუამთობა ტარდება, რომლის დროსაც სხვადასხვა ღონისძიებასთან ერთად მიმდინარეობს დოღი.ბეშუმი, აჭარაბეშუმი  

ადმინისტრაციული მდებარეობა – ხულოს რაიონი.

გეოგრაფიული მდებარეობა – არსიანის ქედის აღმოსავლეთი ფერდობი, აჭარის მთიანეთი. სიმაღლე ზღვის დონიდან – 1850-1900 მ. რელიეფი – მთაგორიანი.

კლიმატი – საშუალო მთის (ზედა სარტყელი), ზომიერად მშრალი. ზამთარი ცივი, უხვთოვლიანი. იანვრის საშუალო ტემპერატურაა -5C. ზაფხული ზომიერად თბილი, ნოტიო. აგვისტოს საშუალო ტემპერატურაა 17C. ნალექების წლიური რაოდენობა – 1100 მმ. ჰაერის საშუალო წლიური ფარდობითი ტენიანობა – 72%. მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში – 2000 საათი.

ფლორა – წიწვოვანი (ნაძვი, ფიჭვი) ტყეები.

ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორი - საშუალო მთის ზედა სარტყლის ჰავა. მკურნალობის სახეობა - პასიური კლიმატოთერაპია. beshumi, acharabeshumibeshumi 

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
A. ხშირად მივმართავ
0 %
B. საერთოდ არ მივმართავ
40 %
C. არც ისე ხშირად მივმართავ
60 %