მეთევზეთა წყალზე მცურავი სოფელი ვიეტნამში

კუა ვანი მეთევზეთა უნიკალური სოფელია ვიეტნამში, ჰალონგის ყურეში. ეს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მეთევზეთა დასახლებაა, უნიკალურობა კი იმაში მდგომარეობს, რომ სოფელი პირდაპირ წყალზეა გაშენებული. აქ მისასვლელად ნავის დაქირავება დაგჭირდებათ, ხოლო ადგილზე მისულებს შეგიძლიათ საკუთარი თვალით ნახოთ თევზაობით დაკავებული მაცხოვრებლები.cuavan-002cuavan-003განსაკუთრებით ლამაზია სოფელი დილით, როცა ზღვიდან ამოსული ნისლი მისტიურ ჯანღში ხვევს სახლებს.cuavan-004სოფელი ულამაზეს ადგილას მდებარეობს. ერთი მხრივ ღია ზღვა, ხოლო მეორე მხრივ უზარმაზარი კლდეები, რომელიც თავზე დაყურებს ყურეში შეყუჟულ პატარა სოფელს.  ჰალონგის ყურეში 3000-მდე კუნძულია, თუ კლდეებს და გამოქვაბულებს არ ჩავთვლით, მაგრამ მეთევზეებს სტიქიასთან ახლოს ურჩევნიათ ცხოვრება. სახლები ამავე დროს ტივებსაც წარმოადგებს. სკოლაც ასეთივე ტივ-სახლზეა განთავსებული, ხოლო ნავების რაოდენობა ბევრად აღემატება სახლების რაოდენობას. cuavan-005cuavan-006ადგილობრივი მოსახლეობის შემოსავლის ძირიტადი წყარო მეთევზეობა და მარგალიტის მოპოვებაა. გარდა ამისა, ისინი ყიდიან სუვენირებსაც. როგორც ნავებნი, ასევე სახლები ფერად-ფერადია, რაც დამატებით ეშხს სძენს აქაურობას. მოსახელობა ძალიან კეთილგანწყობილი და სტუმართმოყვარეა. cuavan-008cuavan-010დასახელება "ჰალონგი" ითარგმნება როგორც "ადგილი, სადაც დრაკონი ზღვაში ჩაეშვა". ლეგენდის მიხედვით თავად კუნძული ჰალონგი დიდი დრაკონის მიერ შეიქმნა. დრაკონი ყოველთვის მთებში ცხოვრობდა, მაგრამ როცა ზღვის ნაპირას ჩამოვიდა, კუდი დაკრა და სანაპირო დაანაწევრა. როცა ზღვაში ჩაეშვა, ის ადგილი, სადაც კუდი დაკრა, წყლით დაიფარა და მინდვრების მაგიერ მხოლოდ პატარ-პატარა კუნძულებიღა დარჩა.cuavan-011 
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
41 %
არა
32 %
გააჩნია მიმართულებას
26 %