კარლოვის ხიდი - პრაღაში აუცილებლად სანახავი ადგილების სიაში

კარლოვის ხიდი ჩეხეთში, პრაღაში, ვლტავის მდინარეზე მდებარეობს. თავდაპირველად ხიდს პრაღის ხიდი ერქვა, ხოლო 1870 წელს ოფიციალურად გადაერქვა სახელი იმპერატორ კარლ IV-ს საპატივსაცემოდ. ხიდზე ცამეტი სკულპტურაა, ძირითადად რელიგიური ხასიათის. article3113most-karl-001 ხიდის სიგრძე 520 მეტრია, სიგანე 9.5 მეტრი. ხიდი 16 თაღიანია. ხიდზე ე.წ. სამეფო გზა გადიოდა, რომელსაც მეფეები გადიოდნენ კორონაციის საზეიმო ცერემონიის შემდეგ, მთელი ქალქის მოსახლეობის დასანახად. თანამედროვე ეპოქაში ხიდზე "პრაღის მარათონის" მარშუტი გადის. most-karl-002most-karl-003 ლეგენდის მიხედვით, პირველი ქვა კარლ მეოთხემ დადო, 1357 წლის 9 ვლისს, დილის 5:31 საათზე. ეს თარიღი შემთხვევითი არაა და ასტროლოგებთან კონსულტაციების შემდეგაა შერჩეული.იმ პერიოდში ძალიან დიდი ყურადღება ექცეოდა თარიღებს, ციფრებს, სხვადასხვა მისტიკურ მოვლენებს. სწორედ ამ დღეს მზე სატურნის ზოდიაქოში იმყოფებოდა, ხოლო ის ხიდი, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა, ასტროლოგების აზრით საუკუნეებს გაუძლებდა.   most-karl-004most-karl-006most-karl-008 ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად, თუ ხიდის ერთ-ერთ სკულპტურას შეეხები და სურვილს ჩაიფიქრებ, ის აუცილებლად ახდება. პრაღაში პირველად მოხვედრილი ტურისტების ამბოლუტური უმრავლესობა ამ ტრადიციას არ ღალატობს. ბაროკოს ეპოქაში ხიდი უნიკალური სკულპტურების გალერეით შეამკეს, ეს ნამდვილი ხელოვნების ნიმუშებია, სადაც თითოეული ქანდაკება ცალკე ისტორიას ყვება.   most-karl-010 კარლოვის ხიდი უამრავ ფილმშია გადაღებული, მათ შორის "შეუსრულებელ მისიაში;. ხიდზე სეირნობისას შეიძლება გადააწყდეთ მუსიკოსებს, მხატვრებს, სუვენირებით მოვაჭრეებს და სხვა ადამიანებს, რომლებიც ევროპის ერთ-ერთ ყველაზე ლეგენდარულ ხიდზე ართობენ ტურისტებს და საცხოვრებელ ფულს ასე გამოიმუშავებენ.
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
A. ხშირად მივმართავ
10 %
B. საერთოდ არ მივმართავ
43 %
C. არც ისე ხშირად მივმართავ
47 %