Turebi Ge

ტრიფტის ხიდი - ყველაზე ექსტრემალური დაკიდული ხიდი შვეიცარიაში

ტრიფტის ხიდი შვეიცარიის ალპების ყველაზე გრძელი  დაკიდული ხიდია. ხიდის სიგრძე 170 მეტრია, მიწიდან დაახლოებით 100 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს და სიგანეში დაახლოებით ერთი მეტრია. ხიდზე სეირნობა მხოლოდ კარგ ამინდში შეიძლება და მასზე მოხვედრა  Titlis Cliff Walk-ის საშუალებით შეიძლება. ხიდზე მოსახვედრად მიწისქვეშ 140 მ სიგრძის გვირაბი უნდა გაიარო.    trift-bridge-001trift-bridge-002trift-bridge-003 ხიდი 2004 წელს ააშენა ენერგოკომპანიამ, რათა ტრიფტის მყინვარის მიდამოებში სამუშაოები ჩაეტარებინა. 2009 წელს ხიდის მოდერნიზება გადაწყდა და ექვსკვირიანი სარემონტო სამუშაოების შემდეგ ხიდი უკვე ტურისტებისთვისაც გახდა ხელმისაწვდომი.   Rider: Location: Engelbergtrift-bridge-008 მიუხედავად იმისა, რომ ხიდს არც ისე საიმედო შეხედულება აქვს, ქარიან ამინდში მხოლოდ ოდნავ ირხევა. ხიდზე გასვლამდე უმჯობესია, თუ სამთო-სათხილამურო აღჭურვილობას სადგურზე დატოვებთ, შემნახველ კამერებში. განსაკუთრებით პოპულარულია ხიდი ზაფხულობით, თუმცა ზამთარშიც არ აკლია ვიზიტორები. აქ წელიწადში 20 ათასამდე სტუმარი ჩამოდის. უღრუბლო და მზიან ამინდში ხიდიდან შვეიცარიის ალპების ულამაზესი ხედები იშლება. თუ სიმაღლის არ გეშინიათ, ეს ხიდი თქვენ კიდევ ერთ დაუვიწყარ შთაბეჭდილებას გპირდებათ. შვეიცარიელი არქიტექტორები კი გვარწმუნებენ, რომ ხიდი 500 ტონა თოვლზე/სიმძიმეზეა გათვლილი, ხოლო რაც შეეხება ქარს, ხიდი 200 კმ/სთ სიმძლავრეს უპრობლემოდ უძლებს..trift-bridge-009Construction workers check cables on the highest suspension bridge in Europe on December 1, 2012 in the Titlis mountain above Engelberg, Central Switzerland. To mark the 100th anniversary of the Titlis cableways, a 100-meter-long suspension bridge is being build at more than 3041 meters above sea level and will be the highest suspension bridge in Europe. The bridge is expected to be opened on December 7, 2012. AFP PHOTO / FABRICE COFFRINItrift-bridge-021
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
საქართველოში
36 %
ევროპაში
29 %
აზიაში
6 %
თურქეთში
3 %
ეგვიპტეში
9 %
საბერძნეთში/კვიპროსზე
5 %
სახლში
12 %