turebi.ge მომხმარებლის გვერდი
Turebi Ge

No Man's Fort - ინგლისის ერთ-ერთი ყველაზე უჩვეულო სასტუმრო

პორტსმუტიდან დაახლოებით ერთი მილის დაშორებით ღია ზღვაში ვიქტორიანული ერის პატარა ციხესიმაგრე მდებარეობს. ადამიანის ხელით შექმნილი კუნძული ხანგრძლივი და საფუძვლიანი რესტავრაციის შემდეგ ძვირფას სასტუმროდ გადაიქცა. შენობა 1867-1880 წლებში აშენდა მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, ლორდ პალმერტონის დაკვეთით. ციხე-სიმაგრე გათვლილი იყო ნაპოლეონ მესამის არმიის შემოტევისგან თავის დაცვაზე (შემოტევა არასოდეს განხორციელებულა).

 

1-NoMansFort-aeria_3269442k2-NoMansFort-luxe_3269444k4-NoMansFort-bedro_3269447k

 

ფორტი რამოდენიმე ფილმშიცაა გადაღებული, მათ შორის 1971 წელს Dr. Who-ში. ოთხსართულიან ფორტში 22 ნომერია - უმეტესობა საზღვაო სტილშია გადაწყვეტილი. ფანჯრებად საზარბაზნე ილუმინატორებია გამოყენებული, ხოლო ჭერი რკინისაა - ისეთივე, როგორიც თავდაპირველად იყო.

 

5-Lighthouse_3269449k

 

ზედა სართულზე შემინული პენტჰაუზია, სადაც ღამის გათევა 700 ფუნტი ჯდება. აქედან განსაკუთრებით კარგი ხედი იშლება - ჩანს ზღვაში მიმავალი გემები და ბორანები.  გარდა ამისა, სასტუმროში არის ვერტმფრენის დასაფრენი ორი მოედანი, ღამის კლუბი, რესტორანი, ღვინის ბარი, სპა და სათამაშო ოთახი. სპა პროცედურებისთვის გამოიყენება მარილი, რომელსაც აქვე, ზღვიდან იღებენ. სტუმრებს შეუძლიათ დაკავდნენ წყლის სპორტითაც: წყლის თხილამურები, თევზაობა, იახტით სეირნობა. აქვეა გოლფის მოედანი ბიოდეგრადირებადი ბურთებით.  

 

6-Helipad_3269450k

 

რესტორნის მენიუში უმეტესად ადგილობრივად მოპოვებული პროდუქტებია, როგორიცაა მაგალითად სკუმბრია და განსაკუთრებული ლუდი, სახელად ‘No Man’s Beer’. თბილ სეზონზე სტუმრებს სასტუმროს სახურავზე შეუძლიათ გაამზადონ ბარბექიუ, დაანთონ კოცონი და შეწვან მარშმელოუ. შესაძლებელია აქ დღის ტურის მოწყობაც, რომელიც პერსონაზე 99 ფუნტი ჯდება და საფასურში ოთხი თავი კერძისგან შემდგარი ლანჩი შედის. ღამის გათევის საფასური 450 ფუნტიდან იწყება. ფასში შედის ტრანსფერიც პორტსმუტიდან.  

 

7-Sideshot-NoMansF_3269451k9-Hallway_3269455k

 

იმართება თემატური ივენთებიც მთელი წლის განმავლობაში წინასწარაა გაწერილი. მათ შორის კაბარეს საღამოები, ბრიტანული ლანჩი და ბლიც წვეულებები. ფორტს ხშირად ქირაობენ ივენთების მოსაწყობად, მათ შორის ქორწილების. აქ დაახლოებით 200 სტუმარი ეტევა. 

 

11-Forts-final_3269458k

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
40 %
არა
27 %
გააჩნია მიმართულებას
33 %